კოლოიდური ვერცხლის გამოყენების წესები

კოლოიდური ვერცხლის გამოყენების წესები

კოლოიდური ვერცხლის გამოყენების ჩვენებები   

    • გაციება, მათ შორის ვირუსული ხასიათის, ბრონქიტები, პნევმონია.
    • კუჭ–ნაწლავის დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ქრონიკული  ქოლეცისტიტი,  ენტეროკოლიტი, კვებითი მოწამვლა.
    • ინფექციური დაავადებები: დიზენტერია, დიფტერია, ინტოქსიკაციური  მეტეორიზმი, მუცლის ტიფი, პარატიფი, შავი ჭირი, ქუნთრუშა, ჰეპატიტი A.
    • ქირურგიული დაავადებები: ძვლების, კუნთების, სახსრების, ლიმფური კვანძების დაავადებები.
    • უროლოგია – ურეთრიტები, ცისტიტები, პროსტატიტები.
    • ოტიტები, სინუსიტები, ლარინგოფარინგიტები, ანგინა.
    • შაქრიანი დიაბეტი – ჩირქოვანი ანთებები, ტროფიკული წყლული, დიაბეტური ტერფი.
    • დამწვრობა.
    • ათეროსკლეროზი.
    • პარაპროქტიტი, ანალური ნახეთქები, ჰემოროი.
    • ონკოლოგიური დაავადებები.
    • სასქესო ორგანოების ინფექციები: ქლამიდიოზი, ტრიქომონადა, გონორეა.
    • კანის დაავადებები:  აკნე,  ფსორიაზის ზოგიერთი სახე, ტრიქოფიტია – კანისა და ფრჩხილების გადამდები სოკოვანი დაავადებები, მწერების ნაკბენი, ფურუნკული, ეგზემა.
    • წითელი ქარი.
    • თვალის დაავადებები: კერატიტი,  კონიუნქტივიტი.
    • სტომატოლოგია: სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.
    • მეანობა, გინეკოლოგია – საშვილოსნოს ყელის წყლულოვანი დაავადებები, ლორწოვანის ანთებითი პროცესები, ძუძუს ნახეთქები.
    • ჭიებისაგან გასაწმენდად.
    • პედიატრიაში  იმუნური სისტემის ასამაღლებლად,   გაციების  საწინააღმდეგოდ.

კოლოიდური ვერცხლის უკუჩვენება

    • მიკროელემენტებზე  ალერგიული პაციენტები, ორსულები, მეძუძური დედები კოლოიდურ ვერცხლს მიიღებენ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

კოლოიდური ვერცხლის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

კოლოიდური ვერცხლის დოზირება

კოლოიდური ვერცხლი უნდა დალეულ იქნეს პერიოდულად და არა მუდმივად.

ჩვენ  განვიხილავთ კოლოიდური ვერცხლის  ორ სახეობას:

    • სასმელი  – წყალი, რომელშიც ვერცხლის იონთა კონცენტრაცია შეადგენს 0,035 მგ/ლ. (დამტკიცებული ნორმატივის მიხედვით სასმელ წყალში დასაშვები ვერცხლის შემცველობა არის  0,05 მგ/ლ – მდე). ასეთი წყალი გამოიყენება საჭმელის მოსამზადებლად, ის ახანგრძლივებს საკვებ პროდუქტთა შენახვის ვადას, გამოიყენება ჭურჭლისა და ბავშვთა სათამაშოების დასამუშავებლად, ზედაპირიდან ბაქტერიების აცილების მიზნით.
    • კონცენტრატი –  წყალი, რომელშიც ვერცხლის იონთა კონცენტრაცია შეადგენს 10 მგ/ლ. ასეთი წყალი გამოიყენება სასმელი წყლის დასამზადებლად, დასაბანად, კოსმეტიკური მიზნებისათვის, მცენარეთა თესლისა და ნათესების მოსარწყავად, ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად.

კოლოიდური ვერცხლის  ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს  მისი საწყისი მინერალური შემადგენლობა. იგი არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ სანიტარულ ნორმებს. ამიტომ საუკეთესო თვისებების  სასმელი კოლოიდური ვერცხლის  მისაღებად რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ბოთლებში დაფასოებული არამინერალიზებული წყალი. (უნდა  გვახსოვდეს იონიზაციისას არ შეიძლება  დისტილირებული წყლის გამოყენება.)

ყურადღება!  თუ კოლოიდურ ვერცხლს  ინახავთ  კონცენტრატის სახით, გახსოვდეთ რომ არ შეიძლება მისი გამოყენება საჭმელში განუზავებელი სახით.

სასმელი წყლის დასამზადებლად, დასაბანად,  კოსმეტიკური მიზნებისათვის, მცენარეთა ნათესების მოსარწყავად გამოიყენება კონცენტრირებული ვერცხლის წყალი, რომელშიც ვერცხლის იონთა კონცენტრაცია შეადგენს 10 მგ/ლ.

სასმელი წყლის დასამზადებლად სუფთა სასმელ წყალს (უმჯობესია, განაყინის ლღობის შედეგად მიღებულს) დავუმატოთ კოლოიდური ვერცხლის  კონცენტრატი  შემდეგი პროპორციით: 1 ლიტრ სუფთა წყალზე 1 ჩაის კოვზი  კონცენტრატი. 

პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება რეკომენდირებულია 3 თვის განმავლობაში დოზირებით:  1ლიტრ სუფთა წყალში უნდა განზავდეს  10 მგ/ლ კონცენტრაციის 1 სუფრის კოვზი კოლოიდური ვერცხლის წყალი. მივიღოთ პირველი ოთხი დღის განმავლობაში ჭამამდე 20 – 30 წუთით ადრე 4 -ჯერ დღეში  1 ჩაის  ჭიქა. შემდეგ დღეებში მივიღებთ 1 ლიტრ წყალში განზავებულ 1 ჩაის კოვზ კოლოიდურ ვერცხლის წყალს. მკურნალობის კურსი არის 3 თვე.

იმუნური  სისტემის გასაუმჯობესებლად ზემო  აღნიშნული დოზირება მიიღება 6 თვის განმავლობაში, შემდეგ 3 თვიანი შესვენებით.

დასაშვებია  კოლოიდური ხსნარის გამოყენების  მეორე ვარიანტი: პირველი ოთხი დღე 1 სუფრის კოვზი ვერცხლის წყალი  მოთავსდეს ერთი წუთის განმავობაში ენის ქვეშ, შემდეგ ჩავყლაპოთ, შეიძლება დავაყოლოთ ერთი ჩაის  ჭიქა წყალი ან წვენი. შემდეგ, მეხუთე დღიდან  მივიღოთ ერთი ჩაის  კოვზი ვერცხლის კოლოიდური ხსნარი ერთჯერ დღეში ენის ქვეშ ერთი წუთის განმავლობაში. კურსი – სამი თვე. ვერცხლის კოლოიდური ხსნარი გამოიყენება ქირურგიაში, გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიაში საფენების, ტამპონების, კომპრესების სახით. იგი გამოიყენება, როგორც მონოთერაპია პროფილაქტიკის მიზნით, აგრეთვე სხვადასხვა  მწვავე და ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ბაზისურ თერაპიასთან ერთად.

პროფილაქტიკის მიზნით კოლოიდური ვერცხლი გამოიყენება შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ადენოვირუსების, პარაგრიპოზულ და გრიპოზულ ვირუსების წინააღმდეგ, ზაფხულში  კი აძლიერებს ორგანიზმის მდგომარეობას ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების მიმართ დიზბაქტერიოზის განვითარების გარეშე

დოზების  გადაჭარბება

 4 – 20 გრამი ვერცხლის მარილის მიღების შედეგად აღინიშნება ვერცხლის ჩალაგება კანსა და ქსოვილებში, რაც იწვევს კანის გამუქებას – „არგინიას“. ასევე მისი მუდმივი მიღების შედეგად  ორგანიზმში ირღვევა  ნივთიერებათა ცვლა, რაც გამოიხატება დეპრესიაში, სისუსტეში და სხვა.

ვერცხლის კოლოიდური ხსნარი ინახება მუქი ფერის  შუშის ჭურჭელში. გამოყენების წინ  საჭიროა  მისი  შენჯღრევა.

_________________________________________________

    • პოსტი წარმოადგენს უცხოური მასალების დაიჯესტს და არ ეფუძნება დამოუკიდებელ სამედიცინო კვლევებს.
    • Facebook-ზე კოლოიდური ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მომხმარებელთათვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი.
    • გაწევრიანდით Face-ჯგუფში https://www.facebook.com/groups/354213658073494/, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
    • ქართულ სამედიცინო პორტალზე www.medgeo.net  შექმნილია სპეციალური საიტი.
    • ”კოლოიდური ოქრო, ვერცხლი და სპილენძი” https://www.medgeo.net/2014/10/02/koloiduri-vercxli/
    • ეს პოსტი და მასალები და   ეკუთვნის საქველმოქმედო საზოგადოებას „ამაგდარი“. იგი არის პასუხისმგებელი შინაარსზეც.  ოფისი:  2364946; ელ. ფოსტა   amagdari@gmail.com. მოგვაწოდა პროფ. ვ. შარაშიძემ.

გადასვლა >>>> ,,კოლოიდური ვერცხლი”

..