სქესის დაგეგმვის ყველაზე გავრცელებული მეთოდები

სქესის დაგეგმვის ყველაზე გავრცელებული მეთოდები

დღესდღეობით ვერავინ იტყვის ვის მოუვიდა აზრად ბავშვის სქესის დაგეგმვა, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, უკვე აქსიომაა.  ამბობენ, რომ ბავშვის სქესის განსაზღვრის მეთოდს საფუძველი ჩაუყარეს ჩინელებმა, რომლებიც ამ საკითხით დაკავებულები იყვნენ ჯერ კიდევ ათასწლეულების დასაწყისში. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ დაკვირვებულმა დედებმა და მამებმა მოიგონეს ათასი კიდევ უფრო დახვეწილი მეთოდი, ბავშვის სქესის გასარკვევად მომავალი დედებისთვის. მოდით ვისაუბროთ ყველაზე საინტერესოებზე.

1. სისხლის განახლების თეორია

სისხლის განახლების ევროპული თეორიის თანახმად, ბავშვის სქესის განსაზღვრისთვის, უნდა გაკეთდეს მარტივი გათვლები. ამ კვლევების შედეგების მიხედვით, მამაკაცის სისხლი ახლდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო ქალის – 3 წელიწადში ერთხელ. ბავშვის სქესის გამოსათვლელად, მამაკაცის ასაკს ჩასახვის დროს ვყოფთ ოთხზე, ხოლო ქალის ასაკს სამზე. თითოეულ შედეგს ვყოფთ ორზე. თუ მიღებული შედეგი მამის უფრო მეტია, მაშინ იქნება ბიჭი, ხოლო თუ დედის მეტია – გოგო. ძნელია შეაფასო რამდენად სწორია ეს მეთოდი, მაგრამ სოციალურ ქსელში წარმოდგენილია ზუსტად ასეთი მეთოდი, თუმცა შედეგები სრულიად საპირისპიროა: ბავშვის სქესი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისი შედეგი იქნება ყველაზე ცოტა.

2. საინტერესო გათვლები

ეს გათვლები ძალიან ჰგავს ბავშვის სქესის დაგეგმვის ძველ ჩინურ ცხრილს, მაგრამ წარმოდგენილია ჩვეულებრივი ფორმულით: (Х+У+М+3)/2.   Х-ეს არის ქალის ასაკი, У-მისი დაბადების თვე, М-ბავშვის ჩასახვის თვე. თუ ციფრი გამოვიდა ზუსტი, მაშინ ბიჭი იქნება, თუ არაზუსტი-გოგო. ქალები ამტკიცებენ, რომ ეს არც თუ ისეთი ზუსტი მეტოდია მომავალი ბავშვის სქესის გასარკვევად.

3. დაგეგმვის სამედიცინო მეთოდები

დიახ, ეს ძვირია. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ გაუმართლებლად ძვირია, იმის გათვალისწინებით, რომ არის ბევრად უფრო მარტივი, ეფექტური და უფასო მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა საკმაოდ ზუსტად დავგეგმოთ ბავშვის სქესი. ის ეფუძნება კაცის  Y ქრომოსომებისა და ქალის X ქრომოსომების შერჩევას. ქრომოსომის ტიპს ადგენენ სპეციალური ანალიზის მეშვეობით, სპერმატოზოიდები  სქესის მიხედვით იღებებიან ხსნარით და გამოიყოფიან ლაზერით.  დაგეგმვის ასეთი მეთოდი კარგია ხელოვნური განაყოფიერებისას, მაგრამ ჯანსაღი წყვილებისთვის შეუფერებელია. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე იაპონიაში, ავსტრალიაში, კანადასა და ინდოეთში ბავშვის სქესის დაგეგმვის მეთოდები აკრძალულია საკანონმდებლო დონეზე – ეს საფრთხეს უქმნის ბალანსის დარღვევას. მიუღებელია ისეთ ქვეყნებშიც, სადაც შეზღუდვებია დაწესებული ბავშვების რაოდენობაზე(მაგ. ჩინეთში).

4. ჩესტერმენ-ფილიპსის და მარტინ იანგის ბავშვის სქესის განსაზღვრის მეთოდები

მეთოდი დაფუძნებულია იმაზე, რომ Y სპერმატოზოიდები უფრო მსუბუქი, სწრაფი და მოძრავია, მაგრამ ისინი არც ისეთი სიცოცხლისუნარიანია, როგორც Х სპერმატოზოიდები. აქედან გამომდინარე, ბიჭი შეიძლება ჩაისახოს ოვულაციის დღეს, მაშინ როცა გოგოს ჩასახვა უნდა მოხდეს ოვულაციამდე 2-3დღით ადრე. ოვულაციიდან ერთი დღის შემდეგ მცდელობები უნდა შეწყდეს: მარტინ იანგის აზრით ეს ზრდის მუცლის მოშლის და თანდაყოლილი სიმახინჯეების საფრთხეს.

ბავშვის სქესის დაგეგმვის ეს მეთოდი არც თუ ისე ზუსტი და გამართლებულია, თუმცა „გარტყმის“ ალბათობა ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ტრადიციული ჩასახვის დროს.

5. იშვიათი სექსი – გოგონა, ხშირი – ბიჭი

ჩესტერმენ-ფილიპსის და მარტინ იანგის მეთოდი ხალხურ დაკვირვებაშიც გვხვდება. იური ჟარკოვის ოჯახის დაგეგმარების კაბინეტში და რუსეთის ფედერაციის МЗ სამკურნალო გამაჯანსაღებელ ცენტრში გამოიცადა ეს დაკვირვებები. შედეგად გაჩნდა მეთოდი, რომლის თანახმადაც გოგოს ჩასახვა ხდება თავის შეკავების შედეგად, ხოლო ბიჭის ჩასახვა კი – ხშირი სქესობრივი აქტისას. მართლაც, მამრობითი სპერმატოზოიდები უფრო სწრაფად ვითარდებიან. სტატისტიკა კონკრეტულ ციფრებს არ იძლევა.

6. ფრანგული დიეტა

გამოცდილი ფრანგები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის სქესზე კვებით შეიძლება გავლენის მოხდენა. ამბობენ, რომ მომავალი ბავშვის სქესი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ რით იკვებება დედა მენსტრუაციის დროს, რომელიც წინ უსწრებს ჩასახვას. დაგეგმილ თარიღამდე ორი თვის განმავლობაში დედა უნდა იცავდეს მკაცრ დიეტას. ოცნებობთ ბიჭზე? მაშინ მოგიწევთ კარტოფილის, ხორცის, ბანანის, სოკოს, ფორთოხლის და ფინიკის ჭამა. რეკომენდებულია მარილის რაოდენობის გაზრდა. რაციონიდან აუცილებლად უნდა გამოირიცხოს რძე და მისი პროდუქტები, ახალი კომბოსტო, თხილი, ლობიო და მწვანე სალათი. გნებავთ ლამაზი ქალიშვილი? მაშინ მიეძალეთ რძის პროდუქტებს, ბადრიჯანს, ჭარხალს, კიტრს, ბარდას, ხახვს და წიწაკას. უარის თქმა მოგიწევთ ნებისმიერ ეგზოტიკურ ხილზე, კარტოფილზე და ქლიავზე. სტატისტიკის მიხედვით, შედეგების სიზუსტე 80% აჭარბებს. თუმცა არ შეიძლება დაჟინებით მივმართოთ ამ დიეტას –  ორგანიზმში ამა თუ იმ ნივთიერებაზე ხელოვნურად შექმნილმა დეფიციტმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

7. ბავშვის სქესის განსაზღვრა მთვარით და ზოდიაქოს ნიშნებით, რომელშიც იმყოფება ჩასახვის დროს

ეს აღმოჩენა გააკეთა ჩეხმა ფსიქიატრმა ოიგენ იონასმა. მან ივარაუდა, რომ ბავშვის სქესზე მოქმედებს ზოდიაქო, რომელშიც იმყოფება მთვარე ჩასახვის დროს. თუ ის მოძრაობს წყლის და მიწის ნიშნებში(მორიელი, თხის რქა, თევზები და კურო, კირჩხიბი, ქალწული), მაშინ იქნება გოგო. თუ ის იმყოფება ჰაერის და ცეცხლის სტიქიაში(ვერძი, მშვილდოსანი, ლომი და სასწორი, მერწყული, ტყუპები), მაშინ ელოდეთ ბიჭის დაბადებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ 98% დადებითი შედეგია.

8. ტემპერატურის მოქმედების მეთოდი

დიახ, დიახ! სწორედ მას შეუძლია იმოქმედოს ბავშვის სქესზე. თუ თქვენ გინდათ ბიჭი და ზამთრის პერიოდში გეგმავთ ჩასახვას, მაშინ კაცს მოუწევს თბილი საცვლების ჩაცმა და ფეხების დაცვა გაცივებისგან – დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს კაცის სპერმატოზოიდებზე, იმ დროს როცა ქალის ამინდის ცვლილებას ვერც კი შეამჩნევს.

9. ჰარმონიული დაგეგმვა

თუ დავუჯერებთ ამ მეთოდის შემქმნელს, ნებისმიერ ქალს და კაცს აქვს ენერგეტიკული პოტენციალი. ჩასახვის მომენტში დომინირებს კაცის ან ქალის ენერგია, რომლზეც დამოკიდებულია ბავშვის სქესი. ამ ენერგიის რაოდენობაზე კი მოქმედებს მეუღლეთა ასაკი.

რატომ მოიხსენიება ნეკრასოვის მეთოდი ჰარმონიულ დაგეგმვარებად? იმიტომ, რომ ის ითვლის პროცენტს ჰარმონიული წყვილების მეუღლეების ასაკის გათვალისწინებით.

გამოთვლა ფასიანია, თუმცა 100% გარანტიას არავინ მოგცემთ. დიდი ალბათობით ეს მეთოდი თავად ბატონი ნეკრასოვის მიერ კი არ იქნა გამოგონილი, არამედ იყო გადამუშავებული რომელიღაც ცნობილი სქესის დაგეგმვის მეთოდი.

ყურადღება! სოციალურ ქსელში დღესდღეობით შექმნილია უამრავი საიტი, რომელიც გთავაზობთ ბავშვის სქესის დაგეგმვის ინდივიდუალურ გამოთვლას. გამოყენებული მეთოდების 90%  ეფუძნება ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს. ასე, რომ ღირს თუ არა ფულის გადახდა, იმაში რაც თავად შეგიძლიათ გააკეთოთ ფსევდო სპეციალისტების დახმარების გარეშე?

ხალხური მეთოდები ბავშვის სქესის დაგეგმვის

რას არ გირჩევენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონენი! სამშობიარო სახლში მოგიყვებიან უამრავ ისტორიას, იმაზე თუ როგორ ჩასახეს დიდი ხნის ნანატრი ბიჭი, ქალის თავის ქვეშ დადებული ცულით, ხოლო ძაფებით – გოგო გამოუვიდათ. იმაზე რომ ჩასახვამდე ტკბილის მიღება გარანტიას გაძლევთ გოგოს დაბადების, ხოლო მარილიანის – ბიჭის.

ბავშვის სქესის დაგეგმვის პოპულარული ხალხური მეთოდების უმრავლესობა, გადაიზარდა იმდენ აზრად და ლეგენდად, რომ მათი სიზუსტე აღარ დასტურდება. სხვა საქმეა, როდესაც თქვენ იყენებთ ფორულებს და ითვალისწინებთ ასაკს და ჩასახვის დროს – აქ ნამდვილად დიდი წილია სიმართლის.

რა მოქმედებს ნამდვილად ბავშვის სქესზე

უკვე დიდი ხანია მეცნიერებმა შენიშნეს, რომ კაცები, რომლებიც შრომობენ მავნე წარმოებაში, იშვიათად შეუძლიათ ბიჭის ჩასახვა. მიზეზი იმალება იმაში, რომ სპერმატოზოიდები – მამაკაცის ქრომოსომის მატარებელი ნაკლებად გამძლეა მავნე გამოვლინებებზე, ვიდრე ქალის.

მეორე მომენტი – მემკვიდრეობაა. თუმცა მემკვიდრეობა შეიძლება შემოწმდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას მრავალშვილიანი ოჯახი ყავს(არანაკლებ 4ბავშვი). ვინც უფრო მეტი იყო ოჯახში,  ის სქესი იქნება უპირატესი. იტყვით, რომ ბავშვის სქესი დამოკიდებულია ქრომოსომის ტიპზე, რომელიც ანაყოფიერებს უჯრედს? კი, ეს ასეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენდომება თუ არა ქალის ორგანიზმს მიიღოს ბავშვი „სხვა სქესის“. დაორსულების მცდელობისას მრავალი ქალი ამჩნევდა გადაცდენას, თუმცა ორსულობა არ დგებოდა. მიზეზი სწორედ იმაშია, რომ ორგანიზმა უბრალოდ არ მიიღო განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.

მესამე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის სქესზე – ეს ქალის გარეგნობაა. დაბალ ქალებს მსხვილი აგებულების(არა ცხიმი!) განიერი თეძოებით უფრო ხშირად უჩნდებათ ბიჭები, ხოლო გამხდარ და მაღლებს – გოგოები.

მეოთხე თვისება – ეს მშობლის ხასიათია. ეგრეთ წოდებული „რკინის ქალები“ და კაცები ძლიერი ხასიათით ხშირად ხდებიან ვაჟების მშობლები. ხოლო რბილი ქალები და წყნარი კაცები, როგორც წესი გოგონებს ზრდიან.

თუ მომავალი დედა 25წლამდეა, მაშინ დიდი ალბათობით ბიჭს გააჩენს. ასევე აღსანიშნავია, რომ მწეველების ოჯახში უფრო ხშირად იბადება გოგოები, ვიდრე ბიჭები. X-ქრომოსომები დომინირებენ იმ კაცის სპერმაში, რომლებიც ავად არიან პოდაგრით ან სხვა დაავადებებით.

ბავშის სქესის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების სია შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. ჩვენ მხოლოდ გავარჩიეთ ყველაზე საიმედო და პოპულარული. და გახსოვდეთ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი შვილის სქესი – ეს თქვენი ბედნიერებაა. არ ღირს ბედზე წუწუნი,  რომელმაც მოგცათ სხვა სქესის ბავშვი. ვინ იცის, იქნებ მრავალი წლის შემდეგ ის გახდეს ცნობილი მხატვარი ან მუსიკოსი!

წყარო: http://polrebenca.ru/; გადასვლა >> ბავშვის სქესის დაგეგმვაორსულობა და მშობიარობა