ასაკობრივი ფსიქოლოგია

ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის განვითარებას სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე. თუმცა, ადამიანის განვითარების პერიოდიზაციის მიუხედავად, არ არსებობს თითოეული სტადიისთვის მკვეთრი საზღვრები. განვითარების ან ინვოლუციის ყველა პროცესი მიმდინარეობს არათანაბრად, ყველასთვის თავის დროზე.

ერთი ასაკობრივი სტადიიდან მეორეზე გადასვლისას ადამიანი აუცილებლად გადის ასაკობრივ კრიზისს. ამ პერიოდში იშლება ადამიანის ადრინდელი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ და ხდება ახალი დამოკიდებულების ფორმირება, რასაც თან ახლავს ფსიქოლოგიური სირთულეები როგორც პირადად ამ ადამიანისთვის, ასევე მისი გარემოცვისთვის.

კრიზისის არსი – არჩევანი, რომელიც ადამიანმა უნდა გააკეთოს ასაკობრივი ამოცანების გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს შორის.

პირველ კრიზისებს ადამიანი გადის სამიდან შვიდ წლამდე. მეოთხე კრიზისი მიმდინარეობს სასკოლო ასაკში. სკოლაში ბავშვი სწავლობს შრომას და კლასში გამეფებული ატმოსფეროდან და აღზრდის მიღებული მეთოდებიდან გამომდინარე, ბავშვს უნვითარდება გემოვნება მუშაობის მიმართ, ან პირიქით, არასრულფასოვნების გრძნობა როგორც საკუთარი შესაძლებლობების და საშუალებების გამოყენების მხრივ, ასევე თანატოლებში საკუთარი სტატუსის მიმართ.

მეხუთე კრიზის განიცდიან ორივე სქესის მოზარდები იდენტიფიკაციის ძიებისას (მნიშვნელოვანი ქცევის გათავისება მოზარდისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან მათი გადაღბა). იდენტიფიკაციის შეუძლებლობა (ან მასთან დაკავშირებული სირთულეები) იწვევს “გაფანტვას” ან როლების არევას, რომელთა შესრულებაც მოზარდს უწევს ემოციონალურ, სოციალურ ან პროფესიონალურ სფეროებში.

მეექვსე კრიზისი – ეს 30 წლის კრიზისია. ადამიანი ახდენს თავისი ახალგაზრდობის იდეალების და ცხოვრებაზე წარმოდგენის, ასევე საკუთარი “მე”-ს გადახედვას და გადადის ზრდასრულობაში.

მეშვიდე კრიზისი დგება 40 წლის ასაკში (მას ასევე უწოდებენ შუა ცხოვრების კრიზისს).

მერვე კრიზისის გადატანა ადამიანს სიბერეში უწევს. ის აღნიშნავს ცხოვრების გზის დასასრულს, ხოლო მისი გადატანა ხდება იმის შესაბამისად, თუ როგორი გზა გაიარა ადამიანმა. მთლიანობის შეგრძნება ადამიანში ემყარება მის მიერ განვლილი ცხოვრების შეჯამებას და მისი, როგორც ერთი მთლიანის აღქმას, რომელშიც რაიმეს შეცვლა უკვე შეუძლებელია.

_______________________________

გადასვლა >>> ,,ფსიქოლოგია”

..