ჰიპერჰიდროზის სახეები

ჰიპერჰიდროზის სახეები

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.

მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი – ეს არის არაადექვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან, ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ ლოკალურს (ადგილობრივს).

არსებობს ასევე ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

პირველადი ჰიპერჰიდროზი – ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;

მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

წყარო: www.medportal.ge

____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა”

..