რა არის ომეგა-3

რა არის ომეგა-3

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”


რა არის ომეგა-3

ინტერესი ომეგა-3 (omega-3) -ის მიმართ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მისი სასარგებლო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრის აღმოჩენის შემდეგ.
ომეგა-3 (omega-3)  ნახევრად უჯერი  ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება  საკვებთან ერთად.
თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 (omega-3) ბიოდანამატები.
ეს კი პროდუქტების  საკმაოდ ნორმალური ალტერნატივაა.

ისტორია

ომეგა-3 -ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ.
თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელ მეცნიერს დაიერბერგს ეკუთვნის.
მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებიან გულის დაავადებებით, იმ დროს როცა მათი რაციონის ძირითად ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები შეადგენდა (თევზი და სელაპის ხორცი). თავის კოლეგებთან ერთად დაიერბერგი ესკიმოსების სისხლის შემადგენლობას სწავლობდა.
2 წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მათ გამოიყვანეს ორი ცხიმოვანი მჟავა –  ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენურ (DHA). სწორედ ეს აღმოჩენა გახდა დასაბამი, ცნობილი გამხდარიყო ომეგა-3 -ის ყველა სასარგებლო თვისებების შესახებ.
ომეგა-3 (omega-3) –  არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს. 

ომეგა-3-ის ყოველდღიური მიღება

ომეგა-3 (omega-3) ორგანიზმის მიერ არ გამომუშავდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩართვა.
არსებობს ცხიმოვანი მჟავების ორი ტიპი: ომეგა-3 და ომეგა 6.
თუმცა ომეგა 6 -ს  ვიღებთ საკვებთან ერთად იმაზე დიდი დოზით, ვიდრე ჩვენ ეს გვჭირდება.
ამას საბოლოოდ მივყავართ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემამდე.
რაც შეეხება  ომეგა-3 (omega-3) -ს, შეინიშნება მისი დეფიციტი.
ადრე ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებს აუცილებლად ყოველდღიურად აძლევდნენ თევზის ქონს, ხოლო დღეს უკვე, სამწუხაროდ, მხოლოდ ევროპულ ქვეყნებშია  თითოეული ადამიანის ყოველდღიურ კვებით რაციონში აუცილებლად ჩართული ომეგა-3 (omega-3). მიზანს წარმოადგენს ნაციის ინტელექტის შენარჩუნება. სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს სპეციალური  პროგრამა და განსაზღვრულია ბავშვებისათვის ომეგა-3 მიღების ნორმა. პლანეტის დანარჩენ მცხოვრებლებს კი თავად უხდებათ ომეგა-3 -ის მიღების ყოველდღიური მოხმარების კონტროლი.


რა არის ომეგა-3 – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ომეგა-3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება საკვებთან ერთად.
💊 თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 ბიოდანამატები.
🖇 არსებობს ცხიმოვანი მჟავების ორი ტიპი: ომეგა-3 და ომეგა 6.
🍗 თუმცა ომეგა 6 -ს ვიღებთ საკვებთან ერთად იმაზე დიდი დოზით, ვიდრე ჩვენ ეს გვჭირდება.
⭕️ ამას საბოლოოდ მივყავართ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემამდე.
👉 გაიგეთ მეტი ომეგა-3-ის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3JqgKNL
#ომეგა3 #ომეგა6 #რაარისომეგა3 #ომეგა3ისთვისებები #ომეგა3ისსარგებელი #ომეგა3ისდადებითითვისებები #ომეგასშემცველისაკვები #ომეგა3ისპრეპარატები #ძილისგაუმჯობესება #ცხიმისშემცირება #გულისდაავადებები #ძვლებისადასახსრებისგაუმჯობესება #დეპრესია #შფოთვა #მენსტრუაციულიტკივილი #თვალისჯანმრთელობა #ფსიქიკურიაშლილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

წყარო: http://www.fitni.ge/?p=6644 ; http://www.vsefishki.com/omega-3-i-ee-svojstva/

მოამზადა: ანა აფციაურმა;
გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”


ომეგა – 3
რა არის ომეგა–3
ომეგა–3–ის თვისებები
რა დროს გვირჩევენ ომეგა–3–ს მიღებას?
რამდენი ომეგა–3 უნდა მივიღოთ?
რატომ ამზადებენ ომეგა–3–ს კაფსულებში?
ომეგა-3  ის  წყაროები
ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
როგორ ვაქციოთ ომეგა–3  ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილად?
ომეგა 3 და დაავადებები
დაავადებების სია, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ომეგა-3

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.