რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

  • მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“. თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია
    ომეგა-3 -ის გამოწერ
  • სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის – flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია
    ♥ სელის ზეთის გამოწერა
  • სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს
    ♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ინტერესი ომეგა-3 (omega-3) -ის მიმართ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მისი სასარგებლო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრის აღმოჩენის შემდეგ.
ომეგა-3 (omega-3)  ნახევრად უჯერი  ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება  საკვებთან ერთად.
თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 (omega-3) ბიოდანამატები. ეს კი პროდუქტების  საკმაოდ ნორმალური ალტერნატივაა.

რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

ომეგა-3 -ის შემცველ ნივთიერებებს, უმეტესად კაფსულის სახით მოიხმარენ. რატომ? ომეგა-3 ჰაერთან შეხებისას ძალიან სწრაფად მძაღდება და გამოყოფს პაროქსიდებს. კაფსულებში კი მას არა აქვს შეხება ჰაერთან.
სხვათაშორის, ომეგა-3 -ის ამ თვისების გამო, ბევრ ქვეყანაში მათი  გაყიდვა ბოთლებში აკრძალულია.
ჩვენს კვებით რაციონში ყველაზე მეტად დეფიციტურია სწორედ ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, იმდენად რამდენადაც ან ძალიან იშვიათად მოვიხმართ მას საკვებთან ერთად, ან არასწორად ვამზადებთ ომეგა-3 ცხიმებით მდიდარ საკვებს.
ბევრი ავტორი წერს ომეგა-3 მდიდარი სელის ზეთის დაუჯერებლად დიდი სარგებლის შესახებ. სამწუხაროდ ამ ავტორებს ავიწყდებათ  განსაკუთრებული ანტიოქსიდური ცხიმოვანი მჟავის არსებობა. მათ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვთ-იგულისხმება უკიდურესი ჟანგვის საფრთხის ქვეშ ყოფნა.
ჰაერთან შეხებისას, სინათლეზე და ა. შ. ომეგა-3 (omega-3) ადვილად იჟანგება. დაჟანგვა  სწრაფად მიმდინარეობს ცხიმების გაცხელებისა და ჰაერთან ურთიერთქმედების დროს. შედეგად მიიღება მრავალრიცხოვანი თავისუფალი რადიკალი, რომლებიც ორგანიზმზე სხვადასხვა ტიპის, მრავალი უარყოფითი ზეგავლენით გამოირჩევიან.
ცხიმოვანი მჟავების ჟანგვა კარცენოგენური ეფექტებით ხასიათდება. ისინი, ფაქტობრივად, ომეგა-3-საგან სრულიად განსხვავებულ მოქმედების მექანიზმებს ფლობენ: ზრდიან ათეროსკლეროზის, თრომბოზის, ჰიპერტონიის და ა.შ განვითარების რისკს. ასეთ ზეთს ორგანიზმისთვის გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. მისი ჟანგვა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა სელის ზეთის ბოთლი მაცივარში ინახება.
ომეგა-3 -ის ცხიმების წყაროს როლში გვევლინებიან ზღვის პროდუქტები: მათში ომეგა-3-ის ცხიმები გვხვდება ეიკოზაპენტოზებისა და დეკოზაჰექსოზების ცხიმოვანი მჟავების სახით, რომლებიც ძალზე სასარგებლო და აქტიურია. დაკაპჩონებისა და დამარილების დროს თევზი კარგავს ომეგა-3 -ის ცხიმების გარკვეულ ნაწილს, 50% გაყინვის პირობებში წლის განმავლობაში.
ჯანმრთელობის შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარე, აუცილებელია ომეგა-3 -ის დეფიციტის კომპენსაცია და საამისოდ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ომეგა-3-ის მიღება კაფსულებში. კაფსულებში ომეგა-3 საიმედოდაა დაცულია დაჟანგვისაგან.

წყარო: http://www.vsefishki.com/omega-3-i-ee-svojstva/; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”


რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

ომეგა – 3
რა არის ომეგა–3
ომეგა–3–ის თვისებები
რა დროს გვირჩევენ ომეგა–3–ს მიღებას?
რამდენი ომეგა–3 უნდა მივიღოთ?
რატომ ამზადებენ ომეგა–3–ს კაფსულებში?
ომეგა-3  ის  წყაროები
ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
როგორ ვაქციოთ ომეგა–3  ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილად?
ომეგა 3 და დაავადებები
დაავადებების სია, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ომეგა-3

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian