ალკალოიდები

ალკალოიდები —  ბუნებრივი (უმეტესად მცენარეული) წარმოშობის აზოტშემცველი ორგანული ნაერთები. გააჩნიათ მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობა და ფართოდ გამოიყენებიან სამკურნალო პრეპარატების სახით. ალკალოიდების რიგ ანალოგებს ღებულობენ სინთეზურად და იყენებენ ასევე როგორც სამკურნალო პრეპარატებს. (1)

ალკალოიდი (alkaloid), ალკალოიდები – ჩვეულებრივ მცენარეული წარმოშობის, ორგანული აზოტშემცველი ნივთიერებების ჯგუფი, გააჩნიათ გამოხატული ფიზიოლოგიური აქტიურობა; პირველად ოპიუმიდან გამოყოფილი ალკალოიდი, იყო მორფინი. აღნაგობის მიხედვით განასხვავებენ 13 ჯგუფს. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.