ალტერნატიული მედიცინა

ალტერნატიული მედიცინა

არატრადიციული მედიცინა – კრებითი სახელია ყველა მეთოდისა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია უმკურნალოს დაავადებებებს. ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დაცული. არატრადიციული მედიცინის მაგალითებია – ჰომეოპათია, აკუპუნქტურა და ნატუროპათია.

თუ არატრადიციული მედიცინის მეთოდები გამოიყენება საყოველთაოდ აღიარებული მედიცინის მეთოდების ნაცვლად, მაშინ მას ეძახიან ალტერნატიულს.

  თუ კი არატრადიციული და აღიარებული მეთოდები ერთად გამოიყენება – ამ პრაქტიკას კომპლემენტარულ მედიცინას უწოდებენ.

 არატრადიციული მედიცინის ზოგიერთი მეთოდი: ჰომეოპათია, ნატუროპათია.

ალტერნატიული მედიცინის მიმართულებები: არომათერაპია, აპითერაპია, აპიფიტოთერაპია, წყლით მკურნალობა, ჰირუდოთერაპია, სკიპიდარის აბაზანები, თალასოთერაპია, ფიტოთერაპია, ფუნგოთერაპია.

ალტერნატიული მედიცინის სხვა მეთოდები: აკუპუნქტურა და ტრადიციული ჩინური მედიცინა, აიურვედა, ბიოენერგეტიკა, ვიბრაციული მედიცინა, ჰიპნოთერაპია, იმიდჯ-თერაპია და სამედიცინო  ЦИГУН მეთოდები; КВЧ – თერაპია, დიეტოთერაპია, მაგნიტოთერაპია, მანუალური თერაპია, ბოლოტოვის მედიცინა, მედეთერაპია, მეზოთერაპია, ოსტეოპათია, РЕЙКИ, სუ-ჯიკ, ტიბეტური მედიცინა, ენერგეტიკული მედიცინა, ღვინით მკურნალობა, შიაცუ.

არატრადიციული დიაგნოსტიკის მეთოდები

  1. ბიორეზონანსული დიაგნოსტიკა
  2. ჰემოსკარინება –  დიაგნოსტიკა „წითელი ნაწილაკების“ ზოგადი ვიზუალური შეხედულებით
  3. ირიდოდიაგნოსტიკა – თვალის ფერადი გარსის მდგომარეობის მიხედვით დაავადების დიაგნოსტირება
  4. ფოლის მეთოდი –  ადამიანის  სხეულზე (კანზე) ელექტროწინააღმდეგობის გაზომვით  დაავადების დიაგნოსტირების  მეთოდი
  5. გამოყენებითი კინეზიოლოგია – ქიროპრაქტიკული მეთოდი დიაგნოსტიკისა და თერაპია, რომელიც ასახავს კავშირს ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობასა და კუნთოვანი ქსოვილის ტონუსის შორის.
  6. დიაგნოსტიკა ენით (გამოიყენება აიუვერდაში, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში).

წყარო:  https://ru.wikipedia.org/wiki/Нетрадиционная_медицина


2. ალტერნატიული მედიცინა – ოფიციალურ მედიცინაში დაავადებების ურთიერთდაპირისპირებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისა და სისტემების ერთობლიობა. მას მიეკუთვნება ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, ოსტეოპათია, ქიროპრაქტიკა, აკუპუნქტურა, ტიბეტური მედიცინა და სხვ. მათ ძირითად ნიშანს წარმოადგენს თეორიული ბაზის არარსებობა, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების მოთხოვნებს.

გაფრთხილება!  ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


გადასვლა >>> ,,ალტერნატიული მკურნალობა”

..