სელი კულინარიაში

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელი კულინარიაში 

იყენებენ არა მარტო ქოლესტერინის  საწინააღმდეგოდ. სელის ზეთი ტრადიციური და საინტერესო კულინარული პროდუქტია.

სამედიცინო თვალსაზრისით, სელის ზეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვეგეტარიანელებისათვის, ვისი რაციონიც გამორიცხავს თევზს. საუკეთესოა სალათებისათვის, არაჟანში და მაიონეზში ასარევად.

სელის ზეთზე მზადდება სოუსები, მას უმატებენ ფაფებს, მოხარშულ კარტოფილს, პირველ და მეორე თავ კერძებს. სელის ზეთი გემრიელია ხაჭოსა და მწვანილთან ერთად.

ძალიან სასარგებლოა სელის ზეთი, რომელიც სელის მარცვლებიდან მიიღება. მას მომწარო გემო აქვს და თევზის ქონის არომატი დაჰკრავს, ამიტომ უმჯობესია, თევზიან ან ზღვის პროდუქტების სალათებში გამოვიყენოთ.

სელის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს: А, В, Е, F ვიტამინებს, სხვადასხვა ცხიმმჟავებს, თუთიას, კალიუმს, მაგნიუმს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეთი მხოლოდ ცივად გამოვიყენოთ, მისი გაცხელება სასურველი არ არის.

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”