სელის ზეთის მიღების გზები

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის ზეთის მიღების გზები

ცივად, დაწნეხვით მიღებული სელის ზეთი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ნივთიერებათა ცვლაში,  რაც აუცილებელია ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ როგორიცაა: ინსულტი, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი, კიბო და ბევრი სხვა.
სელის ზეთიომეგა-3 და ომეგა-6  უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით,  აჭარბებს ჩვეული რაციონის პროდუქტებს. 1-2 სუფრის კოვზი სელის ზეთი აკმაყოფილებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების  დღე-ღამურ მოთხოვნილებას.

სელის ზეთის გამოყენება სასურველია ცივად, თერმული დამუშავების გარეშე – ამ შემთხვევაში იგი არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს, ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებებსა და ვიტამინებს.

საკვები სელის ზეთის მიღება შეიძლება ჭამამდე, 1-2 სუფრის კოვზის ოდენობით – თუკი მისი დალევა გსურთ.

უფრო მოსახერხებელია სელის ზეთის დამატება სალათებსა და ვინეგრეტებში, კეფირთან, იოგურტთან და თაფლთან შეზავება, დამწნილებილ კომბოსტოსა და მოხაშულ კარტოფელთან ერთად მიღება, ფაფების შეკმაზვა.

სელის ზეთის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი სალათებისა და ვინეგრეტების შეკმაზვისას. სელის ზეთის  შერევა შეიძლება არაჟანთან, მაიონეზთან და სოუსების მოსამზადებელ სხვა შემადგენლებთან.

სელის თესლის ზეთს ხშირად ნამცხვარშიც ურევენ, მისთვის განსაკუთრებული არომატისა და სასიამოვნო მოყვითალო-მონარინჯისფრო ელფერის მისაცემად.

სელის ზეთით შეიძლება შეიკმაზოს ნებისმიერი ფაფა, მოხარშული კარტოფილი, მისი დამატება შეიძლება როგორც პირველ, ასევე მეორე კერძებში. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა სელის ზეთის ხაჭოსა და მწვანილთან შეზავება.

წყარო: http: // www.jlady.ru; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”