ქოლესტერინი და ინტელექტი

ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი მეცნიერული გამოკვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩენილ იქნა კავშირი სისხლში ქოლესტერინის ძალიან დაბალ დონეს და ინტელექტის მნიშვნელოვანად შემცირებას შორის.

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 800 მამაკაცი და 1000 ქალი. შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქოლესტერინისძალიან დაბალი დონის მქონე პირებს ინტელექტი შემცირებული ჰქონდათ 50%-ით, იმათთან შედარებით, ვისაც ამ ნივთიერების შემცველობა სისხლში საკმარისად მაღალი ჰქონდათ. 

ეს აიხსნება მნიშვნელოვანი როლით, რომელსაც ქოლესტერინი თამაშობს ტვინის მუშაობაში და ნერვული უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

თუმცა, როგორც აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, არ ღირს უარის თქმა დიეტებზე ქოლესტერინის დაბალი შემცველობის გამო. უბრალოდ აუცილებელია ზომის დაცვა. რადგანაც ამ ნივთიერების ნაკლებობა ისეთივე მავნებელია, როგორც მისი ზედმეტობა.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; წყარო:  http://earth-chronicles.ru/news/2012-01-17-15347

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”