სელის თესლის ზეთის შედარება თევზის ქონთან

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა-3 -ისა  და ომეგა-6-ის ბუნებრივ წყაროს, ამასთან – ყველაზე მაღალი შემცველობით (ომეგა-3  – 57%, ხოლო ომეგა-6  – 16%). მიუხედევად იმისა, რომ სელის თესლის ზეთი და თევზის ქონი შეიცავენ ერთი და იგივე ცხიმოვან არანაჯერ მჟავას ომეგა-3 -ს, ადამიანის ორგანიზმში მათი მოქმედება განსხვავებულია.

სელის თესლი ზეთი შეიცავს ლინოლის მჟავას, ხოლო თევზის ქონი, ამ მჟავის წარმოებულებს – eicosapentaenoic და docosahexaenoic მჟავებს. ლინოლის მჟავასა და მის წარმოებულს შორის დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც ბეტა-კაროტინსა და ვიტამინ A -შორის.

ბეტა-კაროტინი წარმოადგენს A ვიტამინის წინამორბედს და უვნებელია ჭარბი დოზის შემთხვევაშიც. გამონაკლისია კანის გარკვეული სეგმენტის უსაფრთხო, ნარინჯისფერი პიგმენტაცია. ორგანიზმი აგროვებს და ინახავს ბეტა-კაროტინს, სანამ საჭირო არ გახდება მისი გარდაქმნა A ვიტამინად.  როდესაც ინდივიდი ღებულობს A ვიტამინს, ორგანიზმი იძულებულია გახარჯოს ის ბოლომდე. ამიტომ, A ვიტამინის მიღებამ დიდი დოზით შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა. ასევე რეაგირებს ორგანიზმი ლინოლის მჟავაზე და მის წარმოებულებზე. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში ლინოლის მჟავა შესაძლოა 20 წუთში  გარდაიქმნას.

თევზის ქონის სახით ომეგა-3 -ის მიღებას შესაძლოა ქონდეს სამკურნალო მოქმედება, თავისივე უკუჩვენებებით. მაგალითად, ზემოქმედება სისხლის შედედებაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გავლენა ჭრილობის შეხორცებაზე. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ თევზის ქონის მიღებამ ასპირინთან ერთად (ან დიაბეტიკების მიერ) შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

რაც შეეხება სელის თესლის ზეთს, იგი უვნებელია ბავშვებისთვისაც. უმჯობესია სელის თესლის ზეთის მიღება ახალ ნიორთან, ხახვთან, იოგურტთან, სოიოს რძესთან, სოიოს ხაჭოსთან და მსგავს პროდუქტებთან კომბინაციაში.

თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ  საკვებში  სელის თესლის ზეთის გამოყენება 37% -ით ამცირებს ინსულტის რისკს.

სელის თესლის ზეთი 2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. გარდა ამისა, სელის თესლის ზეთი შეიცავს A, B, E, F ვიტამინებს. სელის თესლის ზეთის გამოყენება აუცილებელია ვეგეტარიანთათვის, და იმ ადამიანებისთვის ვის რაციონშიც თევზი არ შედის.

განსაკუთრებით სასარგებლოა სელის თესლის ზეთის გამოყენება სალათებში. ის შეიძლება გაურიოთ არაჟანში და სხვა საწებელში. სელის თესლის ზეთი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ბურღულეულის მომზადებისას, მოხარშული კარტოფილთან ერთად, პირველი და მეორე კერძებისთვის; სელის თესლის ზეთი კარგია ასევე   ხაჭოსა და მწვანილებში.

როგორ უნდა მივიღოთ სელის თესლის ზეთი?

სელის ზეთი (1–2 სუფრის კოვზი) შეიძლება მიიღოთ ჭამის შემდეგ, ერთ ნაჭერ პურთან (საჭიროა ჭვავის პური). შეიძლება დავამატოთ სალათებში, ფაფებში და სხვა კერძებში. მიღების ხანგრძლივობა, მკურნალობის შემთხვევაში, მინიმუმ 2–3 თვეა. კარგ რეზულტატს იძლევა  რეგულარული გამოყენება 1–2 წლის განმავლობაში.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ სელის თესლის ზეთს აქვს მომწარო გემო. მას შემდეგ რაც თქვენ გახსნით სელის თესლის ზეთის ბოთლს, შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ დახურული თავსახურით.

მოგვაწოდა  ნათია ტოგონიძემ ; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”


Share this...Share on Facebook
Facebook