ქოლესტერინი ხელს უწყობს შიდსის გავრცელებას

ქოლესტერინი ხელს უწყობს შიდსის გავრცელებას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინს სისხლში, შეუძლიათ შეანელონ იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელება ორგანიზმში.

იმუნოდეფიციტის ვირუსი ვრცელდება ორგანიზმში “წითელი უჯრედებით“, და იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ზედაპირზე, საჭიროა ქოლესტერინის „მოედნები“. თუ იქნება ქოლესტერინის დეფიციტი,  საგრძნობლად შეამცირდება ვირუსის გავრცელების  ტემპი.

ცნობილია აგრეთვე, რომ ამერიკელი მედიკოსები იძლევიან რეკომენდაციას ბავშვობიდან შემოწმდეს ქოლესტერინის დონე სისხლში, რათა დროულად იყოს დაწყებული გულის დაავადებათა პროფილაქტიკა.

ქოლესტერინის მაღალი დონე საზიანოა ყველასათვის, მაგრამ… არსებობს მაგრამ…

შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინი – ეს ორგანული ნივთიერებაა, ძალზე აუცილებელია ორგანიზმისათვის ჰორმონებისა და ვიტამინების გამომუშავებისათვის, ეხმარება ცხიმების მონელებაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საკვებთან ერთად.

ქოლესტერინის ცვლის დარღვევა იწვევს მრავალ სერიოზულ დაავადებას.

ბერლინის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის დოქტორი აღნიშნავს, რომ ქოლესტერინი დიდი რაოდენობით საჭიროა იმისათვის, რომ ნერვულმა უჯრედებმა შეძლონ დაამყარონ კავშირი ერთმანეთს შორის. თუ ორგანიზმში დარღვეულია ქოლესტერინის გამომუშავება- ეს იწვევს ტვინის ფუნქციონირების დარღვევას, ანუ ქოლესტერინის ნაკლოვანებამ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი ჩამორჩენილობა.

მაგრამ ამავდროულად, ამერიკელი ექიმები ეძებენ საუკეთესო ბარიერს უჯრედისათვის, რათა არ მოხდეს იმუნოდეფიციტის ვირუსის შეღწევა.

საყოველთაოდ აღიარებული ქოლესტერინის დამწევი  მედიკამენტები შეიძლება გახდნენ მძლავრი იარაღი, მეოცე საუკუნის ჭირის საწინააღმდეგ.

არსებობს კითხვა – ბრძოლა ქოლესტერინთან ხომ არ გამოიწვევს კაცობრიობისათვის სავალალო შედეგს. შესაძლებელია თუ არა რომ შიდსის პროფილაქტიკა ითხოვდეს ასეთ მსხვერპლს– ტვინის ფუნქციის დარღვევას ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში?

ხომ არ ვღებულობთ საუკუნის ახალ ჭირს,  ვამარცხებთ რა ქოლესტერინს?…

მოამზადა: რუსუდან მაჩალაძემ; წყარო: membrana.ru/particle/919

________________________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..

Share this...Share on Facebook
Facebook