ომეგა-3 და მშრალი თვალის სინდრომი

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ინტერესი ომეგა-3 (omega-3) -ის მიმართ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მისი სასარგებლო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრის აღმოჩენის შემდეგ. ომეგა-3 (omega-3)  ნახევრად უჯერი  ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება  საკვებთან ერთად. თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 (omega-3) ბიოდანამატები. ეს კი პროდუქტების  საკმაოდ ნორმალური ალტერნატივაა.

ომეგა-3 და მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი საკმაოდ ხშირი დაავადებაა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ სხვადასხვა ტიპის დისკომფორტს ქმნის. აღნიშნული დაავადების მკურნალობის საკმაოდ ბევრი საშუალება არსებობს, თუმცა თითოეულ მათგანს გარკვეული უარყოფითი მხარეები გააჩნია. მაგალითად ხელოვნური ცრემლის პრეპარატები მხოლოდ მცირე ხნით ხსნის სიმპტომებს, ხოლო საკუთარ შრატზე დამზადებულმა თვალის წვეთებმა ან საცრემლე არხების ოკლუზიამ, შესაძლოა გამოწვიოს თვალის ინფექცია ან სხვა ტიპის გართულება.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული საკვები რაციონი  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტების მდგომარეობას. თუმცა ამ კვლევის დროს გამოყენებული იყო  ომეგა-6-სა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კომბინაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ ომეგა-6-ის ცხიმოვან მჟავას აქვს უნარი გამოიწვიოს ანთება, კვლევის მონაწილეებმა, ექიმ კანგარის ზედამხედველობის ქვეშ, ყურადღება გადაიტანეს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შესწავლაზე.

სურვილისამებრ შეირჩა ექსპერიმენტის 64 მონაწილე, რომელთაც ყოველდღიურად აძლევდნენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას 2 კაფსულის სახით. თითოეული კაფსულა შეიცავდა დაახლოებით 180 გრამ ეიკოზოპენტონის მჟავას და 120 გრამ დოკოზაჰექსონის მჟავას, ან პლაცებოს, რომელიც თავის მხრივ შეიცავდა საშუალოჯაჭვიან ტრიგლიცერიდულ ზეთებს. ტაბლეტებს მონაწილეები ღებულობდნენ ერთი თვის განმავლობაში.

სპეციალისტებმა შეაფასეს თვალის ზედაპირის პათოლოგიის მაჩვენებლების ინდექსი, რომელიც ასახავს მშრალი თვალის სინდრომის გამოვლინებას. იმ საექსპერიმენტო პირებში, რომლებიც იღებდენენ ომეგა-3-ს, თვალის ზედაპირის პათოლოგიის მაჩვენებლების ინდექსი  გაუმჯობესდა 26%-ით, ხოლო კვლევის მონაწილეებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ,  მდგომარეობა თითქმის  4%-ით გაუარესდა.

მაშასადამე, შირმერის ინდექსი, რომელიც წარმოადგენს თვალის ზედაპირის სისველის მაჩვენებელს, 22,3 %-ით გაიზარდა იმ  ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ცხიმოვანი მჟავებს;  საკონტროლო ჯგუფში კი ინდექსმა მხოლოდ 5,1%-მდე მოიმატა.

 –  „ეს დიდად მნიშვნელოვანი კვლევაა- ჩატარებული მშრალი თვალის სინდრომის გამოვლინებისა და მასზე ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავის მოქმედების, ზეგავლენის შესწავლის მიზნით“- აღნიშნავს სამეცნიერო შრომაზე რეიტერ ჰელპის სააგენტოსათვის მონტეფიორეს (ნიუ-იორკი) სამედიცინო ცენტრის რეფრაქციული ქირურგიის განყოფილების დირექტორი ექიმი ჯიმი ლი. მან დაამატა, რომ ადრეული კვლევებიც ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ცხიმოვან მჟავებს აქვთ სასარგებლო ეფექტები, თუმცა, „არავინ იცოდა ზუსტი დოზებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ“.

იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ასეთი აშკარა სამკურნალო ეფექტი შეინიშნება ძალიან მოკლე დროის ვადებში, რაც მიუთითებს საკვები რაციონით მიღებული ცხიმოვანი მჟავების დადებით მოქმედებაზე მშრალი თვალის სინდრომით დაავადებული პაციენტებზე.

ექიმი ლის თქმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კვებით რაციონში ჩართვის მიზნით, ადამიანმა კვირაში სამჯერ უნდა მიირთვას ცხიმიანი თევზი. „მთავარი მიზეზი, რატომაც ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ნაცვლად ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ადამიანმა მიიღოს ჩვეულებრივი საკვების სახით, არის ის, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის მაღალი დოზა იწვავეს სისხლის გათხელებას, სისხლდენის წარმოქმნის  პოტენციური რისკით“- შეაჯამა ექიმმა.

წყარო: http://www.apteka.ua/article/308690; სტატია მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>> ქოლესტრინი


ომეგა-3 -ის შესახებ
ომეგა – 3
რა არის ომეგა–3
ომეგა–3–ის თვისებები
რა დროს გვირჩევენ ომეგა–3–ს მიღებას?
რამდენი ომეგა–3 უნდა მივიღოთ?
რატომ ამზადებენ ომეგა–3–ს კაფსულებში?
ომეგა 3 (დაიჯესტი)
ომეგა-3  ის  წყაროები
ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
როგორ ვაქციოთ ომეგა–3  ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილად?
ომეგა 3 და დაავადებები
დაავადებების სია, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ომეგა-3