ეგილიტაქსი

ეგილიტაქსი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ეგილიტაქსი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად 6 მგ / მლ
EGILITAX
პაკლიტაქსელი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ აღნიშნული ინსტრუქცია .

– შეინახეთ ინსტრუქცია . შესაძლოა, თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ის .

– თუ თქვენ დამატებით ინფორმაციას საჭიროებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

– აღნიშნული პრეპარატი ექიმმა გამოწერა პირადად თქვენთვის, და თქვენ არ უნდა მისცეთ ის სხვა პირს .აღნიშნულმა წამალმა სხვა პირს შეიძლება მიაყენოს ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისიავადმყოფობის სიმპტომები თქვენი ავადმყოფობის მსგავსია .

– მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ან თუ თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენა, რომელიცმითითებული არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ანფარმაცევტს .

ინსტრუქციის შინაარსი:

რას წარმოადგენს ეგილიტაქსი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატ ეგილიტაქსის შეყვანის წინ

პრეპარატ ალოტენდინის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

პრეპარატ ეგილიტაქსის შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

1.                     რას წარმოადგენს ეგილიტაქსი და რისთვის არის განკუთვნილი ?

ეგილიტაქსი წარმოადგენს ციტოსტატურ ( სიმსივნის საწინააღმდეგო ) სამკურნალო საშუალებას .ეგილიტაქსი თრგუნავს სიმსივნური უჯრედების ზრდას და საბოლოოდ მათ დაშლას . მას შეუძლიაშეაჩეროს სიმსივნური უჯრედების დაყოფა და ზრდა .

ეგილიტაქსი გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, მაგალითად:

–             საკვერცხის კიბო – გავრცელებული, სხვა ქსოვილებზე გადასული ( მეტასტაზირებული )ან ნარჩენი სიმსივნე 1 სმ მეტი ზომის მუცლის წინა კედლის ქირურგიული გაკვეთის შემდეგ;

–             სარძევე ჯირკვლის კიბო – სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიების მკურნალობაპირველადი სიმსივნის ქირურგიული მოკვეთის შემდეგ და ასევე გავრცელებული და სხვაქსოვილებზე გადასული ( მეტასტაზირებული );

–             ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო ( გავრცელებული );

–             კანის კიბო ( კაპოშის სარკომა ).

ეგილიტაქსი შეჰყავთ მონოთერაპიის სახით ანთრაციკლინების ჯგუფის პრეპარატის ცისპლატინთან (მაგალითად დოქსორუბიცინთან ) ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში .

2.                     პრეპარატ   ეგილიტაქსის შეყვანის წინ

ეგილიტაქსი არ უნდა შეიყვანოთ შემდეგ შემთხვევებში:

–                 ალერგია პაკლიტაქსელის ან პრეპარატ ეგილიტაქსის 6 მგ / მლ ნებისმიერი სხვაკომპონენტის მიმართ, კერძოდ პოლიეტოქსილირებული აბუსალათინის ზეთის მიმართ:

–                 ორსულობის და ლაქტაციის დროს;

–                 თუ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების ძალზე დაბალირაოდენობა;

–                 თუ გაქვთ სერიოზული განუკურნებელი ინფექცია ( მხოლოდ პრეპარატ ეგილიტაქსის 6მგ / მლ გამოყენებისას კაპოშის სარკომას სამკურნალოდ ).

პრეპარატ ეგილიტაქსის გამოყენებისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე:

–                 თუ თქვენ გაქვთ სისხლის დაავადება . ექიმის მიერ გაკეთდება სისხლის ანალიზიპრეპარატ ეგილიტაქსის ყოველი შეყვანის წინ .

–                 პრეპარატ ეგილიტაქსის 6 მგ / მლ შეყვანისას, აღგენიშნებათ გულის ფუნქციისდარღვევები . ექიმის მიერ შემოწმდება თქვენი გულის ფუნქციები პრეპარატ ეგილიტაქსითმკურნალობის მომდევნო კურსის დაწყებამდე .

–                 თქვენ შეამჩნიეთ გამოხატული ალერგიული რეაქციები ( მაგალითად, ქოშინი,არტერიული წნევის დაქვეითება, სახის შეშუპება ან გამონაყარი კანზე ).

–                 ეგილიტაქსთან ერთად ღებულობთ ასევე დოქსორუბიცინს ან ტრასტუზუმაბს .

–                 გამოვლინდა ან ადრე გაწუხებდათ მუდმივი დაბუჟება, ჩხვლეტა, ხელების ან ფეხებისტკივილი ( პერიფერიული ნეიროპათია; ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატეგილიტაქსის დოზის კორექცია;

–                 გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ამ შემთხვევაში პრეპარატ ეგილიტაქსისშეყვანა რეკომენდებული არ არის;

–                 პრეპარატ ეგილიტაქსის შეყვანის შემდეგ თქვენ აღგენიშნათ დიარეა; შესაძლებელია ესკოლინჯის ანთებასთან იყოს დაკავშირებული ( ფსევდომემბრანული კოლიტი ); თქვენმა ექიმმა უნდაიცოდეს ამ რისკის შესახებ .

–                 ერთდროულად თქვენ გიტარდებათ ფილტვების დასხივება . შესაძლებელია პნევმონიისგანვითარება ( ინტერსტიციური პნევმონიტი ).

–                 ღეპროდუქციული ლორწოვანი გარსების ანთებით ( მუკოზიტით ); შესაძლებელიადაგჭირდეთ პრეპარატ ეგილიტაქსის დოზის შემცირება .

შვილიერების ასაკის ქალებმა და მამაკაცებმა და / ან მათმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონკონტრაცეპტული საშუალებები პრეპარატ ეგილიტაქსის შეყვანიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში .

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

აუცილებლად უნდა ეცნობოს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც იყენებთთქვენ ან გამოიყენეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემთა შესახებ .

ურთიერთქმედება ნიშნავს, რომ სხვადასხვა წამლები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე . ურთიერთქმედებაშესაძლებელია პრეპარატ ეგილიტაქსის და შემდეგი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული შეყვანისას:

–           ერითრომიცინი ( ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ), ფლუოქსეტინი ( დეპრესიისსამკურნალოდ ) ან გემფიბროზილი ( ქოლესტერინის დონის შესამცირებლად ). შესაძლებელიადაგჭირდეთ პრეპარატ ეგილიტაქსის დოზის შემცირება .

–           რიფამპიცინი ( ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ), კარბამაზეპინი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ ), ეფავირენზი ან ნევირაპინი ( ინფექციის სამკურნალოდ ).შესაძლებელია დაგჭირდეთ პრეპარატ ეგილიტაქსის დოზის გაზრდა .

–           აივ – ინფექციის და შიდსის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები, წოდებული პროთეაზასინჰიბიტორებად . თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ ამ პრეპარატებს და პრეპარატ ეგილატაქსს 6მგ / მლ, შესაძლებელია დაგჭირდეთ პრეპარატ ეგილიტაქსის დოზის შემცირება .

–           ცისპლატინი ( კიბოს სამკურნალოდ ); ეგილატაქსი უნდა შეიყვანოთ ცისპლატინისშეყვანამდე . შესაძლებელია დაგჭირდეთ თირკმლების უფრო ხშირი კონტროლი .

–           დოქსორუბიცინი ( კიბოს სამკურნალოდ ); ეგილატაქსი უნდა შეიყვანოთ დოქსორუბიცინისშეყვანიდან არაუადრეს 24 საათისა, თქვენს ორგანიზმში დოქსორუბიცინის დონის გაზრდისთავიდან ასაცილებლად .

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა ქიმიოთერაპიის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია, და თქვენუნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტივები . ორსულობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამისშესახებ ექიმს .

პრეპარატ ეგილიტაქსით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება . არ შეიძლება ძუძუთი კვებისგანახლება ექიმის ნებართვის გარეშე .

ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მიღების წინ მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა .

სატრანსპორტო საშუალებების და მექნიზმების მართვა

პრეპარატ ეგილიტაქსით მკურნალობის კურსებს შორის, არ არსებობს მიზეზები, რომლებიც შეზღუდავენსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების თქვენს მიერ მართვის უნარს . აღნიშნული პრეპარატიშეიცავს ალკოჰოლს ( იხ . კარი 6). რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების დამექანიზმების მართვისაგან უშუალოდ პრეპარატის შეყვანის შემდეგ . ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში,თქვენ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალბები და მექანიზმები, თუ გრძნობთ თავბრუსხვევის ანგულწასულობის სიმპტომებს .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ეგილიტაქსის   ზოგიერთი კომპონენტის შესახებ .

პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს კონცენტრაციით 396 მგ / მლ . აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია ზიანიმიაყენოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ეპილეფსიის, თავის ტვინის დაზიანების ან დაავადების მქონეპაციენტებს და ასევე ბავშვებს, ორსულ ქალებს და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს . ალკოჰოლმაშეიძლება შეცვალოს ან გააძლიეროს სხვა პრეპარატების ეფექტები .

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს პოლიეტოქსილირებულ გაწმენდილ აბუსალათინის ზეთს, რომელსაცშეუძლია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოწვევა არტერიული წნევის დაქვეითებით, შოკით,სუნთქვის დარღვევით .

3.   როგორ უნდა შევიყვანოთ ეგილიტაქსი

დოზა

ექიმი შეარჩევს დოზას ინდივიდუალურად თქვენი სიმაღლის და სხეულის მასის შესაბამისად .

პრეპარატ ეგილიტაქსის შეყვანის წინ, თქვენ მიიღებთ წამლებს, რომლებიც თავიდან აიცილებენჰიპერმგრძნობელობის შესაძლო რეაქციების წარმოქმნას . აღნიშნული წამლები მიიღება ტაბლეტების,ინტრავენური ინფუზიის სახით ან ამ ორივე მეთოდის გამოყენებით .

თქვენს მიერ მისაღები დოზა ასევე სისხლის ანალიზების შედეგებზეა დამოკიდებული . კიბოს სახის დასიმძიმის შესაბამისად, თქვენ მიიღებთ ეგილიტაქსს სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატთანკომბინაციაში ან მის გარეშე .

ექიმი გაცნობებთ პრეპარატ ეგილიტაქსით მკურნალობის ჩასატარებელი კურსის შესახებ .

შეყვანის წესი

ეგილიტაქსი შეჰყავთ ინფუზიის გზით ვენაში 3 ან 24 საათის განმავლობაში . ეგილიტაქსი ჩვეულებრივ,შეჰყავთ ყოველ 2 ან 3 კვირაში, თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული .

თუ თქვენ შეგიყვანეს პრეპარატი ეგილიტაქსი ჭარბი რაოდენობით

ეს არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ეგილიტაქსი შეჰყავს ექიმს ან მედდას .

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილიტაქსის შეყვანა

ეს არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ეგილიტაქსი შეჰყავს ექიმს ან მედდას .

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ეგილიტაქსის შეყვანა

ეს არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ეგილიტაქსი შეჰყავს ექიმს ან მედდას .

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

4.                   შესაძლო გვერდითი მოქმედება

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ეგილიტაქსმა შეიძლება გამოიწვიოსგვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველა პაციენტს არ აღენიშნება .

თუ ვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს თმის დაცვენა და სისხლში უჯრედების რაოდენობისშემცირება . მკურნალობის დასრულებისას თმები კვლავ გაიზრდება და სისხლის უჯრედების რაოდენობანორმას მიაღწევს .

ძალზე ხშირი (10 პაციენტიდან 1-
ზე მეტ პაციენტში ვითარდება
):

–                 ინფექცია ( ძირითადად, შარდგამომყოფი გზების და ზედა სასუნთქი გზების )ლეტალური შემთხვევებით . ციებ – ცხელების ან ინფექციის სხვა ნიშნის შემთხვევაში,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს . ზოგჯერ ვითარდება მძიმე ინფექციები, რომლებიც საჭიროებსანტიბიოტიკებით მკურნალობას საავადმყოფოში .

–                 სისხლის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული ძვლის ტვინის დათრგუნვასთან;თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ( თრომბოციტოპენია ), რომელიც იწვევს სისხლდენას;სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ( ლეიკოპენია, ნეიტროპენია ), რომელიციწვევს მგრძნობელობის მომატებას ინფექციების მიმართ; ანემია, სისხლდენა .

–                 ჰიპერმგრძნობელობის სუსტი რეაქციები ( ძირითადად გამონაყარი ).

–                 მუდმივი დაბუჟება, ჩხვლეტა ხელის მტევნებში და ფეხის ტერფებში ( პერიფერიულინეიროპათია ).

–                 უძილობა;

–                 არტერიული წნევის დაქვეითება;

–                 თმის დაცვენა;

–                 სახსრების და კუნთების ტკივილი;

–                 გულისრევა, ღებინება, დიარეა, ლორწოვანი გარსების ანთება

ძალზე ხშირი (100 პაციენტიდან 1-10-
ზე მეტ პაციენტს წარმოექმნება
):

–                 გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება ( ბრადიკარდია )

–                 ფრჩხილების და კანის უმნიშვნელო ცვლილებები

–                 რეაქციები შეყვანის ადგილას, მათ შორის კანის შეშუპება, ტკივილი, შეწითლება,გამკრივება, გასქელება ( კანის ფიბროზი ), კანის ქსოვილის კვდომა ( კანის ნეკროზი ).

–                 ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევისმაჩვენებელია .

არახშირი (1000 პაციენტიდან 1-10- ზე მეტ
პაციენტში ვითარდება ):

–                 შოკური მდგომარეობა სისხლის მოწამვლის შედეგად, არტერიული წნევის მძიმედაქვეითება სისხლში ბაქტერიების არსებობის გამო; ამას თან ახლავს ფერწასულობა, შფოთვა,მაჯისცემის აჩქარება, ტენიანი კანი ( სეპტიკური შოკი ).

–                 ჰიპერმგრძნობელობის გამოხატული რეაქციები ( ანგიონევროზული შეშუპება ),რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ( მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითება, ენის ანტუჩების შეშუპება, რესპირატორული დისტრეს – სინდრომი, გენერალიზებული გამონაყარი ).

–                 სიცივის შეგრძნება და წელის ტკივილი .

–                 მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთის დაზიანება ( მიოკარდიოპათია, გულისრითმის ცვლილება ( გულის რითმის აჩქარება: უსიმპტომო პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ტაქიკარდიაბიგემინიით ), გულში ინპულსების გატარების დარღვევა ( წინაგულის და პარკუჭის ბლოკადა ),ზოგჯერ გონების დაკარგვა, ელექტროკარდიოგრამის ცვლილება .

–                 მაღალი არტერიული წნევა .

–                 თრომბოზი, ვენების ანთება და სისხლის შედედება კანის მტკივნეულობით,დაჭიმვით და შეწითლებით .

–                 სისხლში ბილირუბინის დონის მომატება ( დაშლის ყვითელი პროდუქტი, რომელსაცშეიცავს ნაღველი ).

–                 ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ტკივილი გულმკერდის არეში,მაჯისცემის აჩქარება, მუცლის ტკივილი, კიდურების ტკივილი, მომატებული ოფლიანობა დაარტერიული წნევის მომატება .

იშვიათი (10 000   პაციენტიდან 1-10-
ზე მეტ პაციენტში ვითარდება
):

–                 მძიმე და ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობის სასიკვდილო რეაქციები ( ანაფილაქსიურირეაქციები ).

–                 სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ციებით და ინფექციისგაზრდილი რისკით ( ფებრილური ნეიტროპენია ).

–                 სისხლის მოწამვლა .

–                 ქსოვილის უჯრედების თხელი ფენის ანთება მუცლის ღრუს და მენჯის შიგნითაზედაპირზე ( პერიტონიტი )

–                 ნერვების დაზიანება ხელების და ფეხების კუნთების სისუსტის შეგრძნებით .

–                 პნევმონია, ქოშინი, პლევრული ექსუდატი, ფილტვების ფიბროზი, ფილტვებისემბოლია, სუნთქვის გაძნელება .

–                 მუცლის ტკივილი, მაგალითად, ნაწლავთა გაუვალობის, ნაწლავის პერფორაცია,კოლინჯის ანთების ( იშემიური კოლიტი ) შედეგად .

–                 კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება ( პანკრეატიტი ).

–                 ქავილი, შეწითლება, გამონაყარი, სისუსტე, გაუწყლოება, შეშუპება, შეუძლოდყოფნა .

–                 სისხლში კრეატინინის დონის მომატება, რაც თირკმლების ფუნქციის დარღვევისმანიშნებელია .

ძალზე იშვიათი (10 000   პაციენტიდან 1-
ზე ნაკლებ პაციენტში ვითარდება
):

–                 მძიმე და ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობის სასიკვდილო რეაციები შოკით .

–                 სისხლმბადი ორგანოების უჯრედების უეცარი დარღვევები ( მწვავე მიელოლეიკოზი,მიელოდისპლაზიური სინდრომი ).

–                 ანორექსია ( მადის დაქვეითება ).

–                 გონების დაბინდვა .

–                 ნერვების დაზიანება ( ვეგატატური ნეიროპათია ), რაც იწვევს ყაზბობას ( ნაწლავისპარალიზური გაუვალობა ).

–                 არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ზოგჯერ თავბრუსხვევით, მჯდომარე ანმწოლიარე მდგომარეობიდან სწრაფად ადგომის შემთხვევაში ( ორთოსტატური ჰიპოტენზია ).

–                 დიდი კრუნჩხვითი შეტევები, თავის ტვინის დაზიანება კრუნჩხვებით და გონებისნაწილობრივი დაკარგვით, თავის ტვინის დაავადება ( ენცეფალოპათია ).

–                 თავბრუსხვევა, თავის ტკივილი . მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ( ატაქსია ),არამგრადი სიარული .

–                 მხედველობის და / ან მხედველობის ნერვის დაზიანება, მაგალითად, თვალწინმოძრავი საგნების შეტევითი შეგრძნება ( მოციმციმე სკოტომა )

–                 სმენის დაქვეითება ( ყურზე ტოქსიური მოქმედება ), სიყრუე, შუილი ყურში .

–                 გულის არარეგულარული რითმი ( წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულურიტაქიკარდია ).

–                 შოკი .

–                 ხველა .

–                 სისხლის შედედება მუცლის ღრუს და ნაწლავის სისხლძარღვში ( ჯორჯლისსისხლძარღვთა თრომბოზი ), კოლინჯის ანთება ზოგჯერ მუდმივი და მძიმე დიარეით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენური კოლიტი ), საყლაპავი მილის ანთება, ყაზბობა,წყალმანკი ( ასციტი ).

–                 ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( ღვიძლის ნეკროზი, სიცოცხლისათვის საშიშიღვიძლისმიერი ენცეფალოპათია )

–                 ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის ციებ – ცხელება, კანისშეწითლება, სახსრების ტკივილი და / ან თვალის ანთება ( სტივენს – ჯონსის სინდრომი ), კანისადგილობრივი აქერცვლა ( ეპიდერმული ნეკროლიზი ), შეწითლება არასწორი ფორმის (მრავალფორმიანი ერითემა ) წითელი ლაქებით ( ექსუდაციური ), კანის ანთება აქერცვლით (ექსფოლიატური დერმატიტი ), ჭინჭრის გამონაყარი .

–                 ფრჩხილების დაზიანება ( პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ აღნიშნულ პრეპარატს, უნდა დაიცვან ფეხის ტერფები და ხელის მტევნები მზის სხივების ზემოქმედებისაგან )

მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში,   ან რომლებიც აღნიშნულ ინსტრუქციაში არარის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

5 . როგორ შევინახოთ ეგილიტაქსი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ორიგინალურ შეფუთვაში .

არ გამოიყენოთ ეგილიტაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ( ვარგისია… – მდე ). გასვლის ვადას წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე .

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში . თუპრეპარატი გადასაგდებია და აღარ გჭირდებათ, მიიღეთ ფარმაცევტის კონსულტაცია . აღნიშნული ზომებისაშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება .

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ეგილიტაქსი

–                 მოქმედი ნივთიერება: პაკლიტაქსელი . კონცენტრატის ერთი მილილიტრი შეიცავსპაკლიტაქსელის 6 მგ – ს .

–                 სხვა ინგრედიენტები: უწყლო ეთილის სპირტი და აბუსალათინის ზეთიპოლიეთოქსილირებული გაწმენდილი .

როგორ გამოიყურება ეგილიტაქსი   და რას შეიცავს შეფუთვა

გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი სუსტი ოპალესცირებით .

კონცენტრატი შეფუთულია ფლაკონებში: 5 მლ . ფკალონი შეიცავს პაკლიტაქსელის 30 მგ – ს: 16,7 მლ – ანი ფლაკონი შეიცავს პაკლიტაქსელის 100 მგ – ს: 25 მლ – ანი ფლაკონი შეიცავს პაკლიტაქსელის 150 მგ – ს და 50 მლ ფკალონი შეიცავს პაკლიტაქსელის 300 მგ – ს:

შენახვის პირობებიშეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ორიგინალურ შეფუთვაში .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა ექიმის რეცეპტით ).

ვარგისიანობის ვადა   3 წელი

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ !

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს ფარმაცევტული ქარხანა ეგის

1106, ბუდაპეშტი, კერესტურისქუ \ ჩა, 30-38-, უნგრეთი

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო მუშაკთათვის

გახსნიდან განზავებამდე

28 დღის განმავლობაში 25 °C ტემპერატურაზე დადგენილია ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობანემსების მრავალჯერადი შეყვანის და პრეპარატის არჩევის შემდეგ .

მიკრობიოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით, პრეპარატის შენახვა გახსნის შემდეგ შესაძლებელიაარაუმეტეს 28 დღისა 25 °C ტემპერატურაზე . პრეპარატის გამოყენებისას დაცული სხვა ვადები დაპირობები, დგინდება მომხმარებლის მიერ .

კონცენტრატის გაზავების შემდეგ ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნაჩვენებია 96 საათისგანმავლობაში არანაკლებ 25 °C ტემპერატურაზე .

განზავებული ხსნარი არ შეინახოთ მაცივარში .

გამოყენების ინსტრუქცია

ციტოსტატური საშუალება

პრეპარატის გამოყენება .

ისევე როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილისდაცვა ეგილიტაქსის გამოყენებისას . განზავება უნდა განახორციელოს მომზადებულმა პერსონალმაასეპტიკურ პირობებში სპეციალურად გამოყოფილ ზონაში . საჭიროა ისარგებლოთ შესაბამისი დამცავიხელთათმანებით . საჭიროა თავიდან აიცილოთ პრეპარატის მოხვედრა კანზე და ლორწოვან გარსზე .პრეპარატის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა იგი დაიბანოთ წყლითა და საპნით . ადგილობრივიგამოყენებისას აღწერილია ჩხვლეტის შეგრძნება, დამწვრობა და შეწითლება . პრეპარატის ლორწოვანგარსებზე მოხვედრისას, საჭიროა მათი ზედმიწევნითი დაბანა წყლით . პრეპარატის ინჰალაციის შემდეგაღწერილია სუნთქვის დარღვევები, ტკივილი გულმკერდის არეში, ყელის წვა და გულისრევა .

ორსული ქალებისთვის რეკომენდებული არ არის პრეპარატთან მუშაობა .

თუ გაუხსნელი ფლაკონები ინახება მაცივარში ან საყინულე კამერაში, შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა,რომელიც იხსნება შენჯღრევის გარეშე ან სუსტი შენჯღრევისას ოთახის ტემპერატურის მიღწევის შემდეგ .ეს გავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხზე . ნალექის არსებობის შემთხვევაში ხსნარი უნდაგადაიღვაროს .

მომზადება ინტრავენურად შესაყვანად

ინფუზიის წინ საჭიროა მოხდეს პრეპარატ ეგილიტაქსის განზავება საბოლოო კონცენტრაციამდე 0,3-1,2 მგ /მლ ასეპტიკურ პირობებში 0,9%- ანი საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, 5%- ანი საინფუზიოგლუკოზის ხსნარით, 0,9%- ანი საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის და 5%- ანი საინფუზიოგლუკოზის ხსნარის ნარევით ან საინფუზიო რინგერის ხსნარით გლუკოზის 5%- ით .

დამზადების შემდეგ ხსნარი შეიძლება ოდნავ ოპალესცირდეს, რაც მატარებლის თვისებას წარმოადგენსდა არ შორდება ფილტრაციით . ეგილატაქსი შეჰყავთ მიკროფოროვანი მემბრანის მქონე ჩაშენებულიფილტრის მეშვეობით ≤ 0,22 მკმ . პრეპარატის შეყვანის მოდელირებისას ჩაშენებული ფილტრით მილებისინტრავენური სისტემის მეშვეობით, გამოვლენილი არ იყო მოქმედი ნივთიერების მნიშვნელოვანიშემცირება .

იშვიათად აღინიშნებოდა ნალექის წარმოქმნა პრეპარატ ეგილიტაქსის ინფუზიის დროს, – ჩვეულებრივ,ინფუზიის 24 – საათიანი პერიოდის ბოლოს . მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დალექვის მიზეზი არ არისდადგენილი, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს განზავებული ხსნარის ჭარბნაჯერობას . ნალექისწარმოქმნის რისკის შესამცირებლად, ეგილატაქსი უნდა შეიყვანოთ რაც შეიძლება მალე განზავებისშემდეგ, თავიდან აიცილეთ მისი ზედმეტი შენჯღრევა ან ვიბრაცია .

გამოყენების წინ აუცილებელია საინფუზიო ნაკრების ზედმიწევნითი დაბანა წყლით .

ინფუზიის დროს საინფუზიო ხსნარი რეგულარულად უნდა დათვალიერდეს და ნალექის არსებობისშემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს .

პაციენტებზე დიოქტილფტალატის ( დი -(2 – ეთილგექსიკ ) ფტალატა ) ზემოქმედების მინიმიზაციისმიზნით, რომლის გამოტუტვა შეიძლება მოხდეს პლასტიფიცირებული პვქ – დან დამზადებულისაინფუზიო მოწყობოლობიდან, ეგილიტაქსის გაზავებული პრეპარატები უნდა შეინახოთ ფლაკონებში,რომლებიც არ შეიცავს პვქ – ს ( შუშას ან პოლიპროპილენს ) ან პლასტიკურ პარკებში ( პოლიპროპილენი,პოლიოლეფინი ) და შეყვანისას გამოიყენეთ მოწყობილობა პოლიეთილენის საფარით .პლასტიფიცირებული პვქ – დან დამზადებული მოკლე შესასვლელი და / ან გამოსასვლელი მილებისშემცველი მფილტრავი მოწყობილობის გამოყენება არ იწვევს დიოქტილფტალატის   მნიშვნელოვანგამოტუტვას .

გადაყრა ნარჩენებში

ყველა მასალა, რომელიც გამოიყენებოდა პრეპარატის დამზადების და შეყვანის პროცესში, ან რომელსაცურთიერთშეხება ჰქონდა პრეპარატთან, უნდა მოაშოროთ ნარჩენებში ციტოტოქსიკური ნივთიერებებისგამოყენების ადგილობრივი წესების შესაბამისად .

Share this...Share on Facebook
Facebook