აკტილიზე

აკტილიზე
გამოყენების ინსტრუქცია
აკტილიზე
ACTILYSE
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ალტეპლაზა
წამლის ფორმა:
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი
აღწერილობა:
თითქმის უსუნო, თეთრი ან მკრთალი – ყვითელი მასა .
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
1 ფლაკონი       1 მლ ხსნარი განზავების შემდეგ
ალტეპლაზა
50,0 მგ            1,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
L – არგინინი, ფოსფორის მჟავა, პოლისორბატი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფიბრინოლიზური საშულება .
კოდი ათქ: B01AD02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აკტილიზეს აქტიური კომპონენტი – ალტეპლაზა, წარმოადგენს გლიკოპროტეინს,   პლაზმინოგენისადამიანის ქსოვილების რეკომბინანტულ აქტივატორს, რომელიც უშუალოდ ააქტივებს პლაზმინოგენისპლაზმაში გარდაქმნას . ვენაში შეყვანის შემდეგ, ცირკულაციის სისტემაში, ალტეპლაზა რჩებაშედარებით არააქტიური . ფიბრინთან დაკავშირებისას ის აქტიურდება და იწვევს პლაზმინოგენისპლაზმინად გარდაქმნას, რასაც მოყვება თრომბის ფიბრინის გახსნა .
აკტილიზეს (100 მგ 90 წუთის განმავლობაში ) და ჰეპარინის ვენაში ერთდროულმა შეყვანამ, მიოკარდისმწვავე ინფარქტის მქონე 40000 – ზე მეტ პაციენტში ( GUSTO – ს კვლევები ), სტრეპტოკინაზის (1,5 მლნ . ერ. 60 წუთის განმავლობაში ) და ჰეპარინის კანქვეშ ან ვენაში შეყვანასთან (7,3%) შედარებით, შეამცირა 30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი (6,3%). ნაჩვენებია, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენაკტილიზეს, თრომბოლიზისის 60 და 90 წუთის შემდეგ, ინფარქტის ზონაში მჟღავნდებოდასისხლძარღვების გამტარობის აღდგენის მაღალი სიხშირე, ვიდრე სტრეპტოკინაზის გამოყენებისშემთხვევაში . თერაპიის დაწყებიდან 180 წუთის შემდეგ და მოგვიანებით, განსხვავება სისხლძარღვებისსანათურის გახსნის სიხშირეს შორის არ აღინიშნებოდა .
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აკტილიზეს 30 – ე დღისათვის სიკვდილიანობის მაჩვენებელიმცირდება, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ თრომბოლიზურ თერაპიას .
აკტილიზეს გამოყენებისას მცირდება ფერმენტ ალფა – ჰიდროქსიბუტირატ – დეჰიდროგენაზის ( HBDH )გამონთავისუფლება .
იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ თრომბოლიზურ თერაპიას, პაციენტებს, რომლებიციღებენ აკტილიზეს, აღენიშნათ გულის მარცხენა პარკუჭის საერთო ფუნქციის ნაკლებად მნიშვნელოვანიდაზიანება და მარცხენა პარკუჭის კედლების მოძრაობის რეგიონალური დარღვევის მცირე გამოხატულება .
პლაცებოში – კონტროლირებად კვლევაში ( LATE ) ნაჩვენებია, რომ პლაცებოსთან შედარებით,მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში სიმპტომების გამოვლენიდან 6-12 საათის განმავლობაშიაკტილიზეს 100 მგ დოზის 3 საათიანი თერაპიის შემთხვევაში, პირველ 30 დღეში სიკვდილიანობისმაჩვენებელი მცირდება . მიოკარდიუმის ინფარქტის მკვეთრი ნიშნების მქონე პაციენტებში სამკურნალოეფექტი შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მკურნალობა იწყებოდა სიმპტომებისგამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში .
ფილტვის არტერიის მწვავე მასიური ემბოლიის მქონე პაციენტებში, რომელსაც თან ახლავდა მერყევიჰემოდინამიკა, აკტილიზეს გამოყენება იწვევდა თრომბის ზომის სწრაფ შემცირებას და ფილტვისარტერიაში წნევის დაწევას, თუმცა მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ არ მოიპოვება .
აშშ – ში ჩატარებულ ორ კვლევაში ( NINDS A/B ), სადაც ხდებოდა პრეპარატის ეფექტურობის შესწავლაიშემიური ინსულტის დროს ( სიმპტომების დაწყებიდან 3 საათის განმავლობაში ), დადგინდა, რომპლაცებოსთან შედარებით, ხელსაყრელი შედეგი მიიღწევა უფრო ხშირად ( ქმედით უნარიანობისდარღვევის მინიმალური ხარისხი ან არ არსებობა ).
უფრო გვიან პერიოდში თერაპიის დაწყების შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა, რაც იყო ნაჩვენები 2ევროპულ და აშშ – ის მიერ ჩატარებულ დამატებით კვლევებში, მცირდება .
იმ პაციენტებში კი, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ინსულტის დაწყებიდან პირველი 3 საათისგანმავლობაში, მეტა – ანალიზის შედეგებმა დაადასტურეს ალტეპლაზის დადებითი ეფექტის არსებობა .
ქალასშიდა სერიოზული და ფატალური სისხლჩაქცევის მომატებული საშიშროების მიუხედავად,პლაცებოსთან შედარებით, ალტეპლაზით თერაპიის შემდეგ ხელსაყრელი გამოსავალის განვითარებისშესაძლებლობა იზრდებოდა 14,9%- ით (95% სანდო ინტერვალი: 8,1% და 21,7%). თუმცა ეს მონაცემები არიძლევიან სიკვდილიანობის მაჩვენებელზე თერაპიის გავლენის შესახებ ზუსტი დასკვენის გაკეთებისსაშულებას . მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, იშემიური ინსულტის დაწყებიდან 3 საათისგანმავლობაში ალტეპლაზის გამოყენების შემთხვევაში, თანაფარდობა სარგებელი / საშიშროება   ( ზემოთნახსენები გაფრთხილებებზე დაყრდნობით ), შეიძლება მივიჩნიოთ ხელსაყრელად .
ყველა არსებული კლინიკური მონაცემების მეტა – ანალიზი აჩვენებს, რომ ალტეპლაზა ნაკლებადეფექტურია პაციენტებში, რომელთა მკურნალობა იწყება სიმპტომების დაწყებიდან 3 საათის შემდეგ, იმთერაპიასთან შედარებით, რომელიც ტარდება კლინიკური გამოვლენების განვითარების პირველი 3საათის განმავლობაში . ინსულტის თერაპიისას, რომელიც იწყება 3 – დან 6 საათამდე შუალედში,გართულებების საშიშროება უფრო მაღალია, რაც იწვევს თანაფარდობა სარგებელი / საშიშროებისარახელსაყრელ განვითარებას .
ფიბრინის მიმართ შედარებით სპეციფიურობის შედეგად, ალტეპლაზის 100 მგ დოზით გამოყენება იწვევსცირკულირებადი ფიბრინოგენის დონის ზომიერ შემცირებას ( დაახლოებით 60%- მდე 4 საათის შემდეგ ),რომელიც, როგორც წესი,  24 საათის შემდეგ აღდგება 80%- მდე . 4 საათის შემდეგ პლაზმინოგენის დაალფა – 2 – ანტიპლაზმინის კონცენტრაცია მცირდება, საწყისი დონიდან 20%- მდე და 35%- მდე შესაბამისად, და 24 საათის შემდეგ კი ისევ იწევს 80%- მდე . ცირკულირებადი ფიბრინოგენის დონის მნიშვნელოვანიდა ხანგრძლივი შემცირება აღინიშნა მხოლოდ რამდენიმე პაციენტში .
ფარმაკოკინეტიკა
აკტილიზე სწრაფად გამოიყოფა სისხლის მიმოქცევიდან და ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში (პლაზმური კლირენსი შეადგენს 550-680 მლ / წთ .). პლაზმიდან ნაწილობრივად გამოსვლის მნიშვნელოვანიპერიოდი ( T 1/2 a ) შეადგენს 4-5 წუთს . ეს ნიშნავს, რომ 20 წუთის შემდეგ პლაზმაში რჩება პრეპარატისსაწყისი რაოდენობის 10%- ზე ნაკლები . ნაჩვენებია, რომ დარჩენილი პრეპარატისთვის T 1/2 ß შეადგენსდაახლოებით 40 წუთს .
გამოყენების ჩვენება
1. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია .
– დოზირების 90 წუთოვანი რეჟიმი ( იხილეთ,, გამოყენება და დოზა ’’): პაციენტებისათვის, რომელთამკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6 საათის განმავლობაში;
– დოზირების 3 საათიანი რეჟიმი ( იხილეთ,, გამოყენება და დოზა ’’): პაციენტებისათვის, რომელთამკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6 და 12 საათამდე შუალედში .
დამტკიცებულია, რომ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს აკტილიზე ამცირებს სიკვდილიანობისმაჩვენებელს ინფარქტის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში .
2. ფილტვის არტერიის მწვავე მასიური ემბოლის თრომბოლიზური თერაპია, რომელსაც თან ახლავსარასტაბილური ჰემოდინამიკა . შეძლებისდაგვარად, ეს დიაგნოზი უნდა დამტკიცდეს ობიექტურად,მაგალითად, ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიით, ან არაინვაზიური მეთოდებით, მაგალითადფილტვების ტომოგრაფიით .
ფილტვის ემბოლიის მკურნალობის შორეულ შედეგებზე და სიკვდილიანობაზე კლინიკური კვლევები არარის ჩატარებული .
3. მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია .
ალტეპლაზის შეყვანა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეყვანა იწყება ინსულტის სიმპტომებისგანვითარებიდან პირველი 3 საათის განმავლობაში და მხოლოდ ქალასშიდა სისხლჩაქცევის არსებობისგამორიცხვის შემდეგ ( ჰემორაგიული ინსულტი ) ( ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდების დახმარებით,მაგალითად თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ( კტ )).
უკუჩვენება

პრეპარატი აკტილიზე გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არის სისხლდენის განვითარებისმომატებული საშიშროება:
– მნიშვნელოვანი სისხლდენა აწმყოში ან წინა 6 თვის განმავლობაში, ჰემორაგიული დიათეზი;
– პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება, მაგალითად ვარფარინ ნატრიუმი (საერთაშორისო ნორმალიზაციური ინდექსი INR > 1,3);
– ანამნეზში ცენტრალური ნერვული სისტემის ნებისმიერი დაზიანებები და დაავადებები ( მათ შორის,ახალწარმონაქმნები, ანევრიზმა, თავის ან ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევები );
– ქალაშიდა სისხლდენა აწმყოში ან ანამნეზში ( მათ შორის სუბარაქნოიდული ); ჰემორაგიულ ინსულტზეეჭვის არსებობის დროს;
– მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
– ფართო ქირურგიული ჩარევა ან მნიშვნელოვანი ტრავმა წინა 10 დღის განმავლობაში ( არსებულიმიოკარდიუმის მწვავე ინფარქტთან თანმხლები ნებისმიერი ტრავმის ჩათვლით ), წინა დღეებში არსებულიქალა – ტვინის ტრავმა;
– გულ – ფილტვის ხანგრძლივი ან ტრავმატული რეანიმაცია (>2 წუთ .), მშობიარობა  10 დღისგანმავლობაში; წინა პერიოდში ჩატარებული მიუწვდომელი სისხლძარღვის პუნქცია ( მაგალითადლავიწქვეშა ან საუღლე ვენა );
– ღვიძლის მძიმე დაავადებები, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, პორტული ჰიპერტენზია (მათ შორის საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება ) და აქტიური ჰეპატიტი;
– ჰემორაგიული რეტინოპათია, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ( მხედველობის გაუარესებაშეიძლება მიუთითებდეს ჰემორაგიული რეტინოპათიის არსებობაზე ); თვალების სხვა ჰემორაგიულიდაავადებები;
– ბაქტერიალური ენდოკარდიტი, პერიკარდიტი;
– უკანასკენელი სამი თვის განმავლობაში აღმოჩენილი კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანიდაავადება;
– არტერიული ანევრიზმები, არტერიების / ვენების განვითარების დეფექტები;
– სისხლდენის განვითარების მომატებული საშიშროების მქონე ახალწარმონაქმნები;
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და ფილტვის არტერიის ემბოლიის სამკურნალოდგამოყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი
უკუჩვენებების გარდა, არსებობს სხვა დამატებითი უკუჩვენება:
– ანამნეზში ინსულტის არსებობა .
პრეპარატის მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ გამოყენების შემთხვევაში, ზემოთჩამოთვლილი უკუჩვენებების გარდა, არსებობს სხვა უკუჩვენებები:
– იშემიური ინსულტის სიმპტომების დაწყება ინფუზიის დაწყებამდე 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში,ან სიმპტომების დაწყების დროის შესახებ ზუსტი მონაცემების არ არსებობა;
– მწვავე იშემიური ინსულტის დროს მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება, ან ინფუზიის დაწყებისმომენტისათვის სიმპტომების სუსტი გამოხატულება;
– კლინიკური მონაცემების საფუძველზე ( მაგალითად, თუ მაჩვენებელი NIHSS>25 ) და / ანვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდების დახმარებით დადგენილი მძიმედ მიმდინარე ინსულტი;
– კრუნჩხვები ინსულტის დასაწყისში;
– წინა 3 თვის განმავლობაში თავის სერიოზული ტრავმის ან გადატანილი ინსულტის შესახებ ცნობებისარსებობა;
– არსებული ინსულტის და შაქრიანი დიაბეტის შეხამება;
– ინსულტის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ჰეპარინის მიღება, თუ დროის მოცემულ მომენტშიმომატებულია აქტივირებული ნაწილობრივი თრომბირების დრო ( ანთდ );
– ინფუზიის მომენტისთვის და ინფუზიის შემდეგ პერიოდში, პირველი 24 საათის განმავლობაში,ანტიაგრეგანტების მიღება;
– თრომბოციტების 100 000/ მმ 3 – ზე ნაკლები რაოდენობა;
-185 მმ ვერც . წყ . სვ .- ზე მაღალი სისტოლური არტერიული წნევა, ან, 110 მმ ვერც . წყ . სვ – ზე მაღალიდიასტოლური წნევა, ან ამ დონემდე არტერიული წნევის დასაწევად ინტენსიური თერაპიის გამოყენებისაუცილებლობა ( პრეპარატების ვენაში შეყვანა );
– სისხლში გლუკოზის დონე <50 ან >400 მგ / დლ .
პრეპარატი აკტილიზე არ არის ნაჩვენები მწვავე ინსულტის თერაპიისათვის ბავშვებში, 18 წლამდემოზარდებში და 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში .
სიფრთხილით
აკტილიზეს დანიშვნისას შემდეგ შემთხვევებში, საჭიროა შემოთავაზებული სარგებელის და სისხლდენისშესაძლებელი საშიშროების დონის გულმოდგინე შეფასება:
– უახლოეს წარსულში ჩატარებული ინექცია კუნთში ან ისეთი მცირე ჩარევები, როგორიცაა ბიოფსია,მსხვილი სისხლძარღვების პუნქცია, რეანიმაციის დროს გულის მასაჟი .
– დაავადებები ( რომლებიც არ იყო ნახსენები უკუჩვენების სიაში ), რომელთა დროსაც მომატებულიასისხლდენის საშიშროება .
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და ფილტვის არტერიის მწვავე ემბოლიის მკურნალობისასდამატებით საჭიროა შემდეგი განსაკუთრებული სიფრთხილის და სიფრთხილის ზომებისმხედველობაში მიღება:
– სისტოლური არტერიული წნევა >160 მმ ვერც . წყ . სვ .
– მოხუცებულობა, რომლის დროსაც შესაძლებელია ქალაშიდა სისხლჩაქცევის საშიშროების მატება .ვინაიდან მოცემული მკურნალობის დადებითი შედეგი იმატებს ასაკიან პაციენტებშიც, საჭიროათანაფარდობა სარგებელი / საშიშროების გულდასმით შეფასება .
მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობისას დამატებით საჭიროა შემდეგი განსაკუთრებულისიფრთხილის და სიფრთხილის ზომების მხედველობაში მიღება:
აკტილიზეს სხვა ჩვენებით გამოყენებასთან შედარებით, პრეპარატის გამოყენება მწვავე იშემიურიინსულტის მქონე პაციენტებში თანდართულ ქალაშიდა სისხლჩაქცევის მნიშველოვნად მომატებულისაშიშროებით, ვინაიდან სისხლდენა უპირატესად ხდება ტვინის ინფარქტის მიდამოში . ეს აუცილებლადუნდა მივიღოთ მხედველობაში შემდეგ შემთხვევებში:
– ყველა მდგომარეობა, რომელიც ჩამოთვლილია,, უკუჩვენების ’’ ნაწილში, და მთლიანობაში ყველამდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სისხლდენის განვითარების მომატებული საშიშროება;
– ცერებრული სისხლძარღვების მცირე, უსიმპტომოდ მიმდინარე ანევრიზმის არსებობა;
– პაციენტებში, რომელთაც ადრე უტარდებოდათ აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა ანტიაგრეგანტულიპრეპარტებით   მკურნალობა, შესაძლებელია ტვინში სისხლჩაქცევის საშიშროების მომატება,განსაკუთრებით თუ აკტილიზეს გამოყენება დაწყებულია უფრო გვიან ვადებში .
ტვინის სისხლჩაქცევის მომატებული საშიშროების გათვალისწინებით, ალტეპლაზის გამოყენებული დოზაარ უნდა აღემატებოდეს 0,9 მგ / კგ ( მაქსიმალური დოზა შეადგენს 90 მგ ).
მკურნალობა უნდა იწყებოდეს სიმპტომების დაწყებიდან არა უგვიანეს 3 საათის შემდეგ, ვინაიდანთანაფარდობა სარგებელი / საშიშროება შეიძლება იყოს არადამაკმაყოფილებელი, რაც განპირობებულიაშემდეგი გარემოებებით:
– თერაპიის გვიანი დაწყების შემთხვევაში მკურნალობის დადებითი ეფექტი მცირდება;
– პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ აცეტილსალიცილის მჟავას, მნიშვნელოვნად იზრდებასიკვდილიანობის მაჩვენებელი;
– იმატებს სისხლდენის საშიშროება .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკტილიზეს გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია . ისეთიდაავადებების დროს, რომლებიც უშუალოდ საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს, საჭიროა სარგებელსა დაპოტენციურ საშიშროებას შორის თანაფარდობის განსაზღვრა . დედის რძეში ალტეპლაზის შეღწევისსაკითხი არ არის შესწავლილი .
ამასთან დაკავშირებით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკტილიზეს გამოყენება არ არისრეკომენდებული .
გამოყენების წესი და დოზირება
აკტილიზეს გამოყენება საჭიროა სწრაფად სიმპტომების დაწყების შემდეგ .
1 მიოკარდიუმის ინფარქტი
a) მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა მკურნალობა შეიძლება დაიწყოსსიმპტომების გამოვლენიდან 6 საათის განმავლობაში, დოზირების 90 წუთიანი ( დაჩქარებული ) რეჟიმი: 15 მგ – ვენაში ნაკადით, 50 მგ – ვენაში ინფუზიით პირველი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ 60 წუთისგანმავლობაში 35 მგ ინფუზიით მაქსიმალური დოზის, 100 მგ – ის მიღწევამდე .
65 კგ – ზე ნაკლები სხეული წონის მქონე პაციენტებში ჯამურ დოზას აკორექტირებენ სხეულის წონისგათვალისწინებით:
15 მგ – ვენაში ნაკადით,
0,75 მგ / კგ ( მაქსიმუმი 50 მგ ) 30 წუთის განმავლობაში ვენაში წვეთოვნად, შემდეგი ინფუზიით 0,5 მგ /კგ ( მაქსიმუმი 35 მგ ) 60 წუთის განმავლობაში .
б ) დოზირების 3 საათიანი რეჟიმი იმ პაციენტებში, რომელთა მკურნალობა შეიძლება დაიწყოსსიმპტომების გამოვლენიდან 6 – დან 12 საათამდე პერიოდში:
10 მგ – ვენაში ნაკადით,
50 მგ – ვენაში ინფუზიით პირველი საათის განმავლობაში, შემდეგ ვენაში ინფუზია სიჩქარით 10 მგ 30წუთის განმავლობაში, 3 საათის განმავლობაში მაქსიმალური დოზის 100 მგ მიღწევამდე .
65 კგ – ზე ნაკლები სხეული წონის მქონე პაციენტებში ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოს 1,5 მგ / კგ .მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ალტეპლაზის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 100მგ .
დამხმარე თერაპია:
აცეტილსალიცინის M მჟავა ინიშნება სიმპტომების დაწყებიდან რაც შეიძლება ადრე, მიოკარდიუმისინფარქტის შემდეგ ამ პრეპარატის გამოყენება გრძელდება პირველი თვეების განმავლობაში .რეკომენდებული დოზა: 160-300 მგ დღეში .
ერთდროულად იწყება ჰეპარინის მიღება 24 საათის ან მეტ პერიოდზე; ( ალტეპლაზის დოზირებისდაჩქარებული რეჟიმის შემთხვევაში – სულ მცირე 48 საათით ). თრომბოლიზური თერაპიის დაწყებამდერეკომენდებულია ვენაში 5000 ერ / ს ნაკადით შეყვანის დაწყება . შემდგომში ჰეპარინი შეიყვანებაინფუზიით სიჩქარით 1000 ერ / სთ .
ჰეპარინის დოზა საჭიროებს კორექციას აქტივირებული ნაწილობრივი თრომბინული დროის ანთდგანმეორებითი განსაზღვრის შედეგების მიხედვით ( მნიშვნელობები უნდა აღემატებოდნენ საწყის დონეს1,5-2,5 – ჯერ ).
2 ფილტვის არტერიის ემბოლია
ჯამური დოზა, რომელიც შეადგენს 100 მგ, შეჰყავთ 2 საათის განმავლობაში .
დიდი გამოცდილება არის მიღებული დოზირების შემდეგი რეჟიმის გამოყენებისას:
10 მგ ვენაში ნაკადით 1-2 წუთის განმავლობაში,
90 მგ ვენაში წვეთოვნად 2 საათის განმავლობაში .
65 კგ – ზე ნაკლები სხეული წონის მქონე პაციენტებში ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოს 1,5 მგ / კგ .
დამხმარე თერაპია:
აკტილიზეს გამოყენების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ანთდ – ს მნიშვნელობა სულ მცირედ ორჯერაღემატება ნორმის ზედა ზღვარს, იწყება ( ან გრძელდება ) ჰეპარინის ინფუზური გამოყენება . ჰეპარინისდოზა უნდა კორექტირდეს   ანთდ – ს განმეორებით განსაზღვრის შედეგის მიხედვით ( მნიშვნელობებიუნდა აღემატებოდნენ საწყის დონეს 1,5-2,5 – ჯერ ).
3. იშემიური ინსულტი:
პრეპარატის თავდაპირველი დოზის ვენაში ნაკადით ბოლუსური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეადგენსჯამური დოზის რაოდენობის 10 %- ს, 60 წუთის განმავლობაში   ინფუზიით შეჰყავთ რეკომენდებულიდოზა 0,9 მგ / კგ ( მაქსიმალური 90 მგ ). თერაპია იწყება რაც შეიძლება ადრე და სიმპტომებისწარმოშობიდან არა უგვიანეს 3 საათისა .
დამხმარე თერაპია:
სიმპტომების წარმოშობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ჰეპარინთან და აცეტილსალიცილისმჟავასთან ერთად ზემოთ მითითებული თერაპიის რეჟიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არისსაკამარისად შესწავლილი . ამასთან დაკავშირებით, აკტილიზეს თერაპიის დაწყებიდან პირველი 24საათის განმავლობაში საჭიროა აცეტილსალიცილის მჟავის ან ვენაში ჰეპარინის შეყვანისაგან თავისარიდება . თუ ჰეპარინის გამოყენება ნაჩვენებია სხვა მიზეზით ( მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზისპროფილაქტიკა ), მისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 სე დღეში, ამასთან პრეპარატი შეჰყავთკანქვეშ .
გამოყენების ინსტრუქცია
აკტილიზეს 50 მგ ფლაკონი ინექციებისათვის შეიცავს მშრალ ნივთიერებას, რომელიც სტერილურპირობებში იხსნება საინექციო წყალში ისე, რომ ალტეპლაზის საბოლოო კონცენტრაცია შეადგენდეს 1 მგ /მლ ( ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით ).
A აკტილიზეს ფლაკონი – 50 მგ
საინექციო წყლის მოცულობა, რომელიც ემატება მშრალნივთიერებას – 50 მლ
საბოლოო კონცენტრაცია:
ალტეპლაზის 1 მგ / მლ
ამგვარად, ალტეპლაზის საბოლოო კონცეტრაციის მისაღებად, რომელიც შეადგენს 1 მგ / მლ,აკტილიზეს ფლაკონში, რომელიც შეიცავს მშრალ ნივთიერებას, ემატება თან დართული გამხსნელისმთელი მოცულობა .
გახსნის შემდეგ მიღებული ხსნარი შეჰყავთ ვენაში ისე, როგორც ეს მითითებულია ზემოთ . შემდგომშიმიღებული ხსნარი შეიძლება განზავდეს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით (0,9%) ალტეპლაზისმინიმალურ კონცენტრაციამდე 0,2 მგ / მლ .
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება თავდაპირველად მიღებული ხსნარის განზავება საინექციო წყლით ანნახშირწყლების საფუძველზე დამზადებული საინფუზიო ხსნარებით, მაგალითად დექსტროზები .
არ შეიძლება პრეპარატი აკტილიზეს შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ( თუნდაც ჰეპარინთან ) არცინფუზიისათვის განკუთვნილ ფლაკონში და არც ვენაში შესაყვან საერთო სისტემაში .
გვერდითი მოვლენებიაკტილიზეს გამოყენების შედეგად განვითარებული ყველაზე ხშირი, არასასურველი ეფექტი არისსისხლდენა, რომელიც იწვევს ჰემატოკრიტის და / ან ჰემოგლობინის შემცირებას . სისხლდენა, რომელიცდაკავშირებულია თრომბოლიზურ თერაპიასთან, შეიძლება გაიყოს ორ ძირითად კატეგორიად:
– გარეგანი სისხლდენა ( როგორც წესი, პუნქციის ან დაზიანებული სისხლძარღვების ადგილიდან );
– შინაგანი სისხლდენა კუჭ – ნაწლავის, შარდ – სასქესო ტრაქტიდან, სისხლდენა მუცლის ღრუში,სისხლჩაქევა თავის ტვინში ან სისხლდენა პარენქიმატოზული ორგანოებიდან .
ქვემოთ მოყვანილი რიცხვითი მონაცემები დაფუძნებულია აკტილიზეს კლინიკურ კვლევებზემიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე 8 299 პაციენტში .
ქოლესტერინის კრისტალებით ემბოლიზაციის შემთხვევები, რომელიც არ არის გამოვლენილიპაციენტების პოპულაციაში, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კლინიკურ კვლევებში, ეფუძვნებაცალკეულ მონაცემებს .
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, ფილტვის არტერიის ემბოლიისდა ინსულტის მქონე პაციენტების რიცხვი, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას კლინიკურ კვლევებში ( ამდაავადებების სიმპტომების წარმოშობის მომენტიდა 0-3 საათის შუალედში ), იყო ძალიან მცირე . ამიტომ,მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მიღებულ მონაცემებთან შედარებით მიღებული მცირე რიცხობრივიგანსხვავებები სავარაუდოდ იყო ამორჩევითობის მცირე მოცულობის შედეგი . ინსულტის დროს ქალაშიდასისხლჩაქცევის და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს რეპერფუზიული არითმიების გარდა, როგორცგვერდითი მოვლენები, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან მწვავე იშემიური ინსულტის და ფილტვისარტერიის ემბოლიის შემთხვევაში პრეპარატი აკტილიზეს გამოყენებისას არ არის მისი გვერდითიმოვლენების სპექტრში ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსხვავებების ვარაუდის კლინიკურისაფუძველი .
გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს:
დარღვევები გულის მხრიდან:
ძალიან ხშირი:
რეპერფუზიული არითმიები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლეს და მოითხოვდესზოგადად მიღებული არითმიის საწინააღმდეგო თერაპიის გამოყენება .
გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის და ფილტვის არტერიის ემბოლიის დროს:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან:
იშვიათი:
ქალაშიდა სისხლჩაქცევა .
გამოყენება მწვავე იშემიური ინსულტის დროს:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან:
ხშირი:
ქალაშიდა სისხლჩაქცევა .
ძირითადი არასასურველი მოვლენა იყო კლინიკურად გამოვლენილი ქალაშიდა სისხლჩაქცევა ( მათისიხშირე აღწევდა 10%). თუმცა, ამან არ გამოიწვია სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის ზრდა .
გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის, ფილტვის არტერიის ემბოლიის და მწვავე იშემიურიინსულტის დროს:
დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან:
ხშირი:
კუჭ – ნაწლავის სისხლდენა, ღებინება, გულისრევა . ღებინება და გულისრევა შეიძლება ასევე იყოსმიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები .
არახშირი:
სისხლჩაქცევა მუცლის ღრუში, სისხლდენა ღრძილებიდან .
პრეპარატის შეყვანის ადგილას განვითარებული საერთო ხასიათის დარღვევები და რეაქციები:
ძალიან ხშირი:
გარეგანი სისხლდენები, ხშირად პუნქციის ადგილიდან ან დაზიანებული სისხლძარღვიდან .
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების შედეგად განვითარებული ტოქსიკურიმოვლენები, გართულებები და დაზიანებები:
არახშირი:
ანაფილაქტოიდური რეაქციები . უფრო ხშირად ეს რეაქცია გამოვლენილია სუსტად, თუმცა ცალკეულშემთხვევებში ის შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში . რეაქცია გამოვლინდება გამონაყარის, ჭინჭრისციების, ბრონქოსპაზმის, ანგიონევროზული შეშუპების, ჰიპოტენზიის, შოკის ან ალერგიულირეაქციების სხვა ნებისმიერი სიმპტომის სახით . ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში გამოიყენებაზოგადად მიღებული ალერგიის საწინააღმდეგო თერაპია . დადგენილია, რომ ასეთი რეაქციების მქონეპაციენტებში ხდებოდა ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება .აკტილიზეს მიმართ ანაფილაქსიური რეაქციები ( ამ მნიშვნელობის ზუსტი გაგებით, ანუ IgEგანპირობებული ) ცნობილი არ არის . იშვიათ შემთხვევებში აკტილიზეს მიმართ გამოვლენილიატრანზიტორული ანტისხეულების წარმოშობა ( დაბალ ტიტრებში ), თუმცა ამ ფენომენის კლინიკურიმნიშვნელობა არ არის დადგენილი .
იშვიათი:
ემბოლიზაცია ქოლესტერინის კრისტალებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩართული შინაგანიორგანოების მხრიდან შესაბამისი შედეგების განვითარება .
რეაქციები, რომლებიც გამოვლენილია სპეციალური კვლევების დროს:
ძალიან ხშირი:
არტერიული წნევის დაწევა
ხშირი:
სხეულის ტემპერატურის მომატება .
რეპროდუქტიული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან:
ხშირი:
სისხლდენა შარდ – სასქესო ტრაქტიდან .
სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრიდან: ხშირი:
სისხლდენა ცხვირიდან .
ქირურგიული და თერაპიული პროცედურების ჩატარების აუცილებლობა:
ხშირი: სისხლის გადასხმის საჭიროება .
სისხლძარღვების მხრიდან:
ხშირი: ექხიმოზები
არახშირი:
თრომბოემბოლია, რომელიც შეიძლება თანდართული იყოს ჩართული შინაგანი ორგანოების მხრიდანშესაბამისი შედეგებით .
იშვიათი: სისხლდენა პარენქიმატოზული ორგანოებიდან .


ჭარბი დოზა

ფიბრინზე პრეპარატის შედარებით სპეციფიური ზემოქმედების მიუხედავად, ჭარბმა დოზამ შეიძლებაგამოიწვიოს ფიბრინოგენის დონის და სისხლის შედედების სხვა ფაქტორების კლინიკურად მნიშვნელოვანიშემცირება . უმრავლეს შემთხვევაში, საკმარისია აკტილიზეს შეყვანის შეწყვეტა და ამ ფაქტორებისფიზიოლოგიური აღდგენის დაცდა . თუმცა, მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში,რეკომენდებულია ახალგაყინული პლაზმის ან ახალი სისხლის ინფუზია; საჭიროების შემთხვევაშიშეიძლება სინთეზური ანტიფიბრინოლიზური საშუალებების დანიშვნა .
ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
აკტილიზეს სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენებიან მიოკარდიუმისინფარქტის დროს, ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა .
აკტილიზეს თერაპიის დაწყებამდე, თერაპიის დროს ან შემდეგ, თრომბოციტების ფუნქციის შემცვლელიან სისხლის შედედებაზე ზემოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ, შეიძლებაგაზარდოს სისხლდენის საშიშროება .
ამფ ინჰიბიტორებთან ერთდოული გამოყენებისას იზრდება ანაფილაქტოიდური რეაქციების რისკი . ესრეაქიები უფრო ხშირად ვლინდებოდა იმ პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ამფ ინჰიბიტორებს, როგორც თანმხლებ თარაპიას .
განსაკუთრებული მითითებებიაკტილიზით მკურნალობა უნდა ჩაატაროს ექიმმა, რომალსაც აქვს თრომბოლიზური თარაპიის ჩატარებისგამოცდილება და მისი ეფექტურობის კონტროლის ტექნიკური აღჭურვილობა . ისევე, როგორც სხვათრომბოლიზური პრეპარატების გამოყენებისას, აკტილიზეს გამოყენებისას რეკომენდებულიასტანდარტული რეანიმაციული აღჭურვილობის და შესაბამისი სამკურნალო პრეპარატების არსებობა .
უსაფრთხოების საერთო ზომები
სისხლდენა
აკტილიზეს თერაპიის ყველაზე ხშირი გართულება არის სისხლდენა . ჰეპარინის ერთდროული გამოყენებახელს უწყობს სიხლდენის წარმოქმნას . ვინაიდან აკტილიზე ხსნის ფიბრინს, შესაძლებელია სისხლდენისწარმოქმნა პუნქციების ჩატარების ადგილებიდან . ამიტომ, თრომბოლიზური თერაპია ითხოვს შესაძლოსისხლდენის ზონებზე გულმოდგინე დაკვირვებას ( კათეტერის შეყვანის, არტერიული და ვენურიპუნქციების, ჭრილობების და ინექციების ადგილის ჩათვლით ). აკტილიზეთი მკურნალობის დროსსაჭიროა თავის არიდება ხისტი კათეტერის გამოყენებისაგან, კუნთში ინექციების და   დაუსაბუთებელიმანიპულაციების ჩატარებისაგან .
მძიმე სისხლდენის, განსაკუთრებით ცერებრყლის, წარმოშობის შემთხვევაში ფიბრინოლიზური თერაპია,და ასევე ჰეპარინის გამოყენება, დაუყოვნებლივ წყდება . იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლდენისწარმოშობამდე 4 საათით ადრე იყო გამოყენებული ჰეპარინი, საჭიროა პროტამინის გამოყენებისმიზანშეწონილობის საკითხის განხილვა . იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ზემოთ ხსენებულიკონსერვატული ღონისძიებები არაეფექტურია და სისხლდენა გრძელდება, დასაშვებია სისხლისპრეპარატების გამოყენება .
კრიოპრეციპიტატის, ახალგაყინული პლაზმის და თრომბოციტების ტრანსფუზიური შეყვანა შეიძლებადაინიშნოს კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების შესაბამისად, რომელთა ჩატარება მეორდებაყოველი შეყვანის შემდეგ . კრიოპრეციპიტატის ინფუზია მიზანშეწონილია ჩატარდეს ფიბრინოგენის 1 გ /ლ კონცენტრაციამდე მიღწევამდე . შესაძლებელია განიხილოს ანტიფიბრინოგენული საშუალებებისგამოყენების შესაძლებლობა ( მაგალითად, ტრანიკსამინის მჟავები ), თუმცა ამასთან დაკავშირებითსპეციალური კვლევები არ ჩატარებულა .
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და ფილტვის არტერიის ემბოლიის დროს არ არის რეკომენდებულიაკტილიზეს 100 მგ – ზე მეტი დოზის გამოყენება, ხოლო მწვავე იშემიური ინსულტის დროს – 90 მგ მეტიდოზის გამოყენება, ვინაიდან იზრდება ქალასშიდა სისხლჩაქცევის საშიშროება .
ბავშვებში აკტილიზეს გამოყენების გამოცდილება   შეზღუდულია .
მკურნალობის დასრულების შემდეგ ქსოვილის პლაზმინოგენის ადამიანის რეკომბინანტულ აქტივატორისმიმართ ანტისხეულების მდგრადი წარმოშობა არ აღინიშნებოდა . აკტილიზეს განმეორებითი გამოყენებისსისტემური გამოცდილება არ არის . ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, საჭიროაინფუზიის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება . რეკომენდებულია რეგულარული კონტროლიმკურნალობის ამტანობაზე, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამფინჰიბიტორებს ( იხილეთ გვერდითი მოვლენები ).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობისას დამატებით საჭიროა შემდეგი განსაკუთრებულისიფრთხილის და სიფრთხილის ზომების მხედველობაში მიღება:
არითმიები
კორონალურმა თრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს რეპერფუზიასთან დაკავშირებული არითმიისგანვითარება .
გლიკოპროტეინი IIb/IIIa ანტაგონისტები .
გლიკოპროტეინი IIb/IIIa ანტაგონისტების გამოყენების გამოცდილება მკურნალობის დაწყებიდანპირველი 24 საათის განმავლობაში არ არის .
თრომბოემბოლიები
თრომბოემბოლიური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოემბოლიის საშიშროებისზრდა გულის მარცხენა ნაწილის თრომბოზის მქონე პაციენტებში, მაგალითად, მიტრალური სტენოზის ანწინაგულების ფიბრილაციის დროს .
მწვავე ინსულტის მკურნალობისას დამატებით საჭიროა შემდეგი განსაკუთრებული სიფრთხილის დასიფრთხილის ზომების მხედველობაში მიღება:
მკურნალობა უნდა ტარდებოდეს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ინტენსიურინევროლოგიური დახმარების გაწევის გამოცდილება და ჩვევა, სპეციალიზებული განყოფილებისპირობებში, სადაც არის ნეიროვიზუალიზაციური კვლევების მთელი კომპლექსის ჩატარების საშუალება .
მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში საჭიროა არტერიული წნევის ( აწ )მონიტორინგი . სისტოლური აწ >180 მმ ვერც . წყ . სვ . ან დიასტოლური აწ > 105 მმ ვერც . წყ . სვმომატებისას რეკომენდებულია ვენაში ანტიჰიპერტენზული პრეპარატების გამოყენება .
სამკურნალო ეფექტი მცირდება იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ გადატანილი   ინსულტი ანარაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის არსებობისას . ასეთ პაციენტებში თანაფარდობა სარგებელი -საშიშროება ითვლება ნაკლებად ხელსაყრელად, თუმცა მაინც რჩება დადებითი .
მსუბუქი ფორმის ინსულტის მქონე პაციენტებში საშიშროება მოსალოდნელ სარგებელზე მეტია, ამიტომაკტილიზეს გამოყენება არ არის რეკომენდებული .
მძიმე ფორმის ინსულტის მქონე პაციენტებში მომატებულია ქალასშიდა სისხლჩაქცევის და სიკვდილისსაშიშროება, ასეთ შემთხვევაში აკტილიზეს გამოყენება არ არის რეკომენდებული .
ტვინის ფართო ინფარქტის მქონე პაციენტებში აღინიშნება არასასურველი შედეგის მომატებულისაშიშროება, ასევე გამოხატული სისხლჩაქცევა ტვინში და სიკვდილი . ასეთ შემთხვევაში საჭიროათერაპიის ჩატარების საშიშროების და სარგებელის გათვალისწინება .
ინსულტის დროს მკურნალობის სასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა მცირდება ასაკის მატებასთან, ასევე ინსულტის ფორმის სიმძიმის ზრდის და სისხლში გლუკოზის დონის მომატების დროს . ამასთანერთად, ქმედით უნარიანობის სერიოზული დარღვევის და სასიკვდილო გამოსავალის, ან სერიოზულიქალასშიდა სისხლჩაქცევის შესაძლებლობა იზრდება მკურნალობის მიუხედავად . არ არისრეკომენდებული აკტილიზეს გამოყენება 80 წელზე უფროს პაციენტებში, მძიმე ინსულტის ( კლინიკურიმონაცემების და / ან ვიზუალური კვლევების საფუძველზე ) და ისეთ შემთხვევებში, როდესაც სისხლისგლუკოზის საწყისი კონცენტრაცია შეადგენს < 50 მგ / დლ ან > 400 მგ / დლ .
იშემიური მიდამოს რეპერფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტის მიდამოში ტვინის შეშუპება .ჰემორაგიების მომატებული საშიშროების გამო არ არის რეკომენდებული თრომბოციტების აგრეგაციისინჰიბიტორების გამოყენება ალტეპლაზის დახმარებით თრომბოლიზისის ჩატარებიდან პირველი 24 საათისგანმავლობაში .
შენახვის პირობებიპრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას .ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 0 C.
გამოშვების ფორმა
ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი ინფუზიებისათვის 50 მგ უფერო შუშის ტიპი 1ფლაკონში, თავდახურული კაუჩუკის საცობით, შემორგოლებული ალუმინის ხუფით და ქლორბუტილისდამცავი საცობით, და უფერო შუშის ტიპი 1 – ის 1 ფლაკონი 50 მლ გამხსნელით,   თავდახურულიკაუჩუკის საცობით, შემორგოლებული ალუმინის ხუფით და ქლორბუტილის დამცავი საცობით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
ვარგისიანობის ვადა3 წელი .
დამზადებული ხსნარი შეიძლება ინახებოდეს 24 საათის განმავლობაში მაცივარში; 25C– მდეტემპერატურისას 8 საათამდე .
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის წესირეცეპტით
ფირმა – მწარმოებელიბერინგერ ინგელხაიმ
ფარმა გმბხ და კო კგ, გერმანია
მისამართი: ბინგერშტრასე 173
55216 ინგელხაიმ – ნა – რეინე,
გერმანია
წარმომადგენლობა მოსკოვში:
119049, მოსკოვი,
ქ . დონსკაია, 29/9, შენობა 1
ტელ .:   (0 95) 411 78 01,
ფაქსი: (0 95) 411 78 02.