ამპრილანი ნდ რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი

ამპრილანი ნდ რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ამპრილანი ნდ რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი (Amprilan HD) (ramipril + hydrochlorthiazide)

სავაჭრო დასახელება
ამპრილანი ნდ (Amprilan HD)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი (ramipril + hydrochlorthiazide).

წამლის ფორმა: ტაბლეტები .
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: რამიპრილი 5.0 მგ, ჰიდროქლოროთიაზიდი 25 მგ .
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმისკროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი .
აღწერილობა
ბრტყელი, კაფსულის ფორმის, ჩამოთლილი ნაპირებით თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები,ნაზოლით ცალ მხარეს და ტვიფრით “25” მეორე მხარეს .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება: ანგიოტენზინ – გარდამქმნელი ფერმენტის ( აგფ )ინჰიბიტორი + დიურეზული . ათქ კოდი [ C09BA05 ].
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალიკომპონენტების მიერ .
რამიპრილი – აგფ – ს ინჰიბიტორია . რამიპრილი “ პროწამალია ”: მისი მეტაბოლიზმის შედეგად ღვიძლშიწარმოიქმნება რამიპრილატი, რომელიც აინჰიბირებს აგფ – ს . პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითრამიპრილის ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიური ეფექტები წარმოადგენს რეზისტულისისხლძარღვების გაფართოვებისა და ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების შედეგს, რაცთავის მხრივ თანდათან ამცირებს არტერიულ წნევას ( აწ ). გულის რითმი ჩვეულებრივ არ იცვლება .ხანგრძლივი მკურნალობისას მცირდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია გულის ფუნქციაზე უარყოფითიზეგავლენის გარეშე . ერთეული დოზის ჰიპოტენზიური ეფექტი მიღებიდან 1-2 საათში ვლინდება,მაქსიმუმს 3-6 საათში აღწევს და 24 საათი გრძელდება .
რამიპრილი ასევე ეფექტურია გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას . პაციენტებში გულისქრონიკული უკმარისობის ნიშნებით მიოკარდის ინფარქტის შემდეგ პრეპარატი ამცირებს უეცარისიკვდილის რისკს, გულის უკმარისობის პროგრესირებას მძიმე / რეზისტენტულ უკმარისობაში დაამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზების რიცხვს .
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, რამიპრილი მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდის ინფარქტის,ინსულტის და გულ – სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის სიხშირეს პაციენტებში კარდიოვასკულურიდაავადებების მაღალი რისკით ( როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინსულტი ანპერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები ) ან შაქრიანი დიაბეტის შედეგად, რომლებსაც გააჩნიათრისკის ყველაზე მცირე ერთი ფაქტორი ( მიკროალბუმინურია, არტერიული ჰიპერტენზია, ზოგადიქოლესტერინის დონის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაბალი დონე, მოწევა ).პრეპარატი ასევე ამცირებს ზოგად სიკვდილიანობას და რევასკულარიზაციის პროცედურებისმოთხოვნილებას, ანელებს გულის ქრონიკული უკმარისობის წარმოქმნასა და პროგრესირებას . როგორცპაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ასევე მის გარეშე, პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულმიკროალბუმინურიას და ნეფროპათიის განვითარების რისკს . ეს ეფექტები აღენიშნებათ პაციენტებსროგორც მაღალი, ასევე ნორმალური არტერიული წნევით .
ჰიდროქლოროთიაზიდი – თიაზიდური დიურეზულია . მოქმედებს თირკმელების დისტალური არხებისდონეზე ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფის გაზრდით .
ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის დასაწყისში სისხლძარღვებში სითხის მოცულობა მცირდებანატრიუმისა და სითხის გამოყოფის მომატების შედეგად, რაც არტერიული წნევის ( აწ ) დაწევასა დაგულის განდევნის ფრაქციის შემცირებას იწვევს .
ჰიპონატრიემიისა და სითხი მოცულობის შემცირების შედეგად აქტიურდება რენინ – ანგიოტენზინ – ალდოსტერონული სისტემა . ანგიოტენზინი II – ს კონცენტრაციის რეაქტიული მომატება ნაწილობრივზღუდავს აწ – ს დაწევას . თერაპიის გაგრძელებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტიდაფუძნებულია სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებაზე . რენინ – ანგიოტენზინ – ალდოსტერონული სისტემის გააქტიურების შედეგს წარმოადგენს ზეგავლენა სისხლისელექტროლიტურ ბალანსზე, შარდმჟავაზე, გლუკოზასა და ლიპიდებზე, რაც ნაწილობრივ ანეიტრალებსანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ეფექტურობას . აწ – ს ეფექტურად დაწევის მიუხედავად თიაზიდურიდიურეზულები არ ამცირებენ სტრუქტურულ ცვლილებებს გულსა და სისხლძარღვებში .
რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად დანიშვნას დამატებითი ანტიჰიპერტენზიულიმოქმედება გააჩნია . გარდა ამისა, აგფ – ს ინჰიბიტორი ახდენს პრევენციას ან ასუსტებს დიურეზულითერაპიის მეტაბოლურ ეფექტებს და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებში სტრუქტურულცვლილებებზე .
აგფ – ს ინჰიბიტორისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება მაშინ, როდესაც თითოეულიპრეპარატი ცალცალკე არასაკმარისად ეფექტურია ან მონოთერაპია პრეპარატის მაქსიმალური დოზებისგამოყენებით ტარდება, რაც ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების რისკს . ეს კომბინაციასაუკეთესო თერაპიული ეფექტის მიღებისა და არასასურველი ეფექტების განვითარების შემცირებისსაშუალებას იძლევა .
კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი 24 საათის განმავლობაში გრძელდება .
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის სისრულე50-60%, საკვები შეწოვას არ ანელებს . სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია 1 საათში მიიღწევა .
რამიპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის – რამიპრილატის წარმოქმნით, რომლისაქტივობა 6 – ჯერ მეტია, ვიდრე რამიპრილისა და არააქტიური დიკეტოპიპერაზინის, რომელიც შემდეგგლუკურონიზდება . რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიღებიდან 2-4 საათშიმიიღწევა, წონასწორული კონცენტრაცია – ვლინდება მე – 4 დღისათვის .
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის 56% უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს .
რამიპრილი და რამიპრილატი ორგანიზმიდან უპირატესად შარდთან ერთად ( დაახლოებით 60%)გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით, მიღებული დოზის 2%- ზე ნაკლები გამოიყოფაუცვლელი რამიპრილის სახით .
რამიპრილი რამოდენიმე ეტაპად გამოიყოფა . თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ ნახევარგამოყოფისპერიოდი 13-17 საათს შეადგენს .
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რძესთან ერთად პრეპარატის სეკრეცია არ გამოავლინა .
65 – დან 76 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომრამიპრილის ფარმაკოკინეტიკა მათში არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეებისფარმაკოკინეტიკისაგან .
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას რამიპრილისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა კრეატინინისკლირენსის შემცირების პროპორციულად ნელდება . პაციენტებში თირკმლის უკმარისობით რამიპრილისმეტაბოლიზმი რამიპრილატში შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია– გაიზარდოს .
ჰიდროქლოროთიაზიდი შეიწოვება, ძირითადად, თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავისპროქსიმულ ნაწილში .   აბსორბცია 70% შეადგენს და საკვებთან ერთად მიღებისას 10%- ით იზრდება .მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში 1.5-5 საათში მიიღწევა . განაწილების მოცულობადაახლოებით 3 ლ / კგ . უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს 40%- ით . პრეპარატი ერითროციტებშიგროვდება, აკუმულაციის მექანიზმი უცნობია . არ მეტაბოლიზირდება ღვიძლში, პრეპარატის 95%გამოიყოფა უცვლელი სახით უპირატესად თირკმელებით . ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსიჯანმრთელ მოხალისებსა და პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით დაახლოებით 5.58 მლ / წმ (335 მლ /წთ ) შეადგენს . ჰიდროქლოროთიაზიდს გამოყოფის ორფაზიანი პროფილი გააჩნია . ნახევარგამოყოფისპერიოდი ( T1/2 ) საწყის დოზაში 2 საათს შეადგენს, საბოლოო ფაზაში ( მიღებიდან 10-12 საათში ) –დაახლოებით 10 სთ . აღწევს პლაცენტურ ბარიერში და ამნიონურ სითხეში გროვდება .ჰიდროქლოროთიაზიდის შრატისმიერი კონცენტრაცია ჭიპლარის ვენის სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა,როგორიც დედის სისხლში . ამნიონურ სითხეში არსებული კონცენტრაცია ჭიპლარის ვენის სისხლშიარსებულს 19 – ჯერ აღემატება . ჰიდროქლოროთიაზიდის რაოდენობა დედის რძეში ძალიან მცირეა .ჰიდროქლოროთიაზიდი არ აღმოჩნდა იმ ჩვილი ბავშვების სისხლის შრატში, რომელთა დედებიცლაქტაციის პერიოდში ჰიდროქლოროთიაზიდს იღებდნენ .
ჰიდროქლოროთიაზიდის დანიშვნისას პაციენტებში გულის უკმარისობით მისი შეწოვა 20-70%- ითმცირდება დაავადების სიმძიმის პროპორციულად . ჰიდროქლორთიაზიდის T1/2 28.9 საათამდე გრძელდება; თირკმლისმიერი კლირენსი 0.17-3.12 (10-187 მლ / წთ ), საშუალოდ 1.28 მლ / წმ (77 მლ / წთ ) შეადგენს .
რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად დანიშვნისას ფარმაკოკინეტიკაზე ურთიერთზეგავლენაარ ხდება .
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია ( პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ).
გამოყენების წესი და დოზები

ამპრილანი ნდ მიიღება შიგნით, სასურველია დილით, საკვების მიღების მიუხედავად . რამიპრილი /ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ ცალკეულიკომპონენტების ინდივიდუალური დოზების შერჩევისას . დოზის გაზრდა შეიძლება არანაკლებ 3 – კვირიანიინტერვალებით . ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს ამპრილანი ნდ – ს 1/2 ტაბლეტს (2.5 მგრამიპრილი და 12.5 ჰიდროქლოროთიაზიდი ). მაქსიმალური დოზა – 1 ტაბლეტი (5 მგ რამიპრილი და 25ჰიდროქლოროთიაზიდი ).
დიურეზულებით თერაპიაზე პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალობის მოხსნა ან დიურეზულებისდოზის შემცირება ყველაზე ცოტა სამი დღით ადრე ამპრილანი ნდ – თი მკურნალობის დაწყებამდესიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების პრევენციისათვის . მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდესთირკმელების ფუნქციის გამოკვლევა .
დოზირება თირკმელების დარღვეული ფუნქციისას
პაციენტებში 0.5 მლ / წმ – ზე მეტი კრეატინინის კლირენსით ან 265 მკმოლი / ლ (3 მგ /100 მლ )- ზენაკლები შრატისმიერი კრეატინინით შეიძლება პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის დანიშვნა .
გვერდითი მოქმედება
ზოგადი გამოვლინებები: სისუსტე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ( ანგიონევროზული შეშუპება,თრომბოციტოპენიური პურპურა, ნეკროტიზირებადი ანგიიტი, ცხელება, რესპირატორული დისტრეს – სინდრომი, პნევმონიტისა და ფილტვების შეშუპების, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით ).
გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები, აწ – სგამოხატული დაწევა, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, გულის გაჩერება, მიოკარდის ინფარქტი,ცერებროვასკულური ინსულტი, სტენოკარდია, რეინოს სინდრომი .
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: სიმშრალე პირში, გლოსიტი, სტომატიტი, სანერწყვეჯირკვლების ანთება, ანორექსია, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილიეპიგასტრიუმში, ნაწლავური კოლიკები, ილეუსი, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი,სიყვითლე, მელენა .
სუნთქვის სისტემის მხრივ: რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩვა, ბრონქოსპაზმი, ასთმა,პნევმონია, ფილტვისმიერი ინფილტრატები, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვის არტერიის ემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ფილტვების შეშუპება .
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ოლიგურია, გინეკომასტია, პოტენციის დაქვეითება, თირკმლისუკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი .
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი .
კანის მხრივ: ოფლიანობა, გამონაყარი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმულინეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, სტივენ – ჯონსონის სინდრომი, სირსველი, ალოპეცია,ფოტომგრძნობელობა .
გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, ყნოსვის დარღვევა, შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივას სიმშრალე, ცრემლდენა .
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესია, ატაქსია, ძილიანობა, უძილობა, შფოთვა,ნევროზულობა, პერიფერიული ნეიროპათია ( პარესთეზიები, დისესტეზია ).
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია,ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია,ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, “ ღვიძლის ” ფერმენტების აქტივობის მომატება,ჰიპერბილირუბინემია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, პანციტოპენია .
სხვა: ლიტერატურაში აღწერილია მგლურასმაგვარი სინდრომი ( სხეულის ტემპერატურის მომატება,მიალგია, ართრალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება,ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე, დადებითი ტესტი ანტინუკლეურ ანტისხეულებზე).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ( მ . შ . პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ან სულფონამიდების მიმართ );
ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ – ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან, ასევე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიურიანგიონევროზული შეშუპება;
თირკმლის მძიმე უკმარისობა ( კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ – ზე ნაკლები );
ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
ადისონის დაავადება;
პოდაგრა;
პორფირია;
ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი, ლაქტაცია .
სიფრთხილით ინიშნება შემდეგ მდგომარეობებში:
თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიების სტენოზი, თირკმლების ფუნქციის დარღვევები კრეატინინის კლირენსით30-75 მლ / წთ );
აორტის თავის გამოხატული სტენოზი ან იდიოპათური ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზი;
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადებები ( მ . შ . ტვინის სისხლმიმოქცევის უკმარისობა );
გულის ქრონიკული უკმარისობა;
შემაერთებელი ქსოვილის მძიმე აუტოიმუნური დაავადებები ( მ . შ . სისტემური წითლი მგლურა, სკლეროდერმია );
ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;
შაქრიანი დიაბეტი;
ჰიპერკალიემია;
თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;
მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირება ( დიურეზულებით თერაპიის შედეგად, საკვებიმარილის მოხმარების შეზღუდვისას, დიარეისა და გულისრევის დროს );
ხანდაზმული ასაკი .
გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებებიამპრილანი ნდ – ს მიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში გულისმძიმე უკმარისობითა და ჰიპონატრიემიით, თირკმლის მძიმე უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიითან მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპოვოლემიით დიურეზულებითთერაპიის, უმარილო დიეტის, დიარეის, გულისრევის ან ჰემოდიალიზის შედეგად . პირველი დოზისმიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია და მისი უფრო სერიოზული შედეგები იშვიათი დაგარდამავალი მოვლენაა . მისი პრევენცია შესაძლებელია დიურეზულების მოხსნით, თუ შესაძლებელია,პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე .

სიფრთხილეა აუცილებელი მისი გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ / წმ . პაციენტებში, რომლებიც ჰიდროქლოროთიაზიდს იღებენ,შეიძლება აზოტემია განვითარდეს . პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით შეიძლებაგამოვლინდეს პრეპარატის კუმულირების ნიშნები .
ამპრილანი ნდ – ს დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ანცალი თირკმლის არტერიის სტენოზით, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციისგაუარესება ან თირკმლის მწვავე უკმარისობამდე .
სიფრთხილე საჭიროა პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, გამოხატული ცერებროვასკულურიდაავადებებით, აორტის ან სხვა სტენოზით, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლისგამოსროლას, გამოხატული ათეროსკლეროზით, ხანდაზმულ პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიისრისკის და გულის, თავის ტვინისა და თირკმელების პერფუზიის გაუარესების შედეგად . აუცილებელიაელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი მკურნალობის დროს შესაძლოდისბალანსის გამოსავლენად და საჭირო ზომების დროულად მიღების მიზნით . შრატშიელექტროლიტების განსაზღვრა აუცილებელია პაციენტებში ხანგრძლივი დიარეით, გულისრევით დამათთვის, ვისაც ვენაში უტარდება ინფუზია . პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამპრილანი ნდ – ს,აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა სიმშრალე პირში,წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, მოთენთილობა, აგზნებადობა, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები (ძირითადად ფეხის კუნთბის ), აწ – ს დაწევა, ტაქიკარდია, ოლიგურია და კუჭ – ნაწლავის მხრივდარღვევები ( ღებინება, გულისრევა ). პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოსჰიპომაგნიემია და კალციუმის შენელებული გამოყოფა შარდთან ერთად ჰიდროქლოროთიაზიდისზემოქმედებით . კალციუმის შრატისმიერი რაოდენობის მნიშვნელოვნად მომატება შეიძლება ფარულიჰიპერპარათირეოზის ნიშანი იყოს .
სიფრთხილე აუცილებელია ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ჰიპოგლიკემიურისაშუალებებით ან ინსულინით, ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია დაასუსტოს, ხოლორამიპრილს შეუძლია გააძლიეროს მათი მოქმედება . პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით უფრო ხშირად უნდაჩაუტარდეთ კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიურისაშუალებების დოზების შეცვლა . სახის ან ყელის ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაშიჩვეულებრივ საკმარისია თერაპიის მოხსნა და პაციენტისათვის ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა .უფრო მძიმე შემთხვევებში ( ენის, ყელისა და ხორხის შეშუპება ) ანგიონევროზული შეშუპებისმკურნალობა ხდება ადრენალინით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნება (ინტუბაციით ან ლარინგოტომიით ).
პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატექტომიის შემდეგ .ანაფილაქსიური რეაქციების რისკის გაზრდის შედეგად პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში,რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე პოლიაკრინოლიტრილური მემბრანების გამოყენებით, რომლებიცექვემდებარებიან აფერეზს დექსტრანსულფატთან და უშუალოდ ვერხვის ან ფუტკრის შხამის მიმართდესენსიბილიზაციის პროცედურის წინ .
პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების აღნიშვნა პაციენტებშიადრე არსებული ალერგიის ან ბრონქული ასთმის გარეშე . არსებობს შეტყობინებები სისტემური წითელიმგლურას მიმდინარეობის გაუარესების შესახებ .
არსებობს შეტყობინებები ღვიძლის მწვავე უკმარისობის რამოდენიმე შემთხვევის შესახებ ქოლესტაზურისიყვითლით, ღვიძლის ნეკროზით და ლეტალური დასასრულით ( იშვიათად ) აგფ – ს ინჰიბიტორებითმკურნალობის დროს . ამ სინდრომების მიზეზი სრულად გარკვეული არ არის . სიყვითლისგანვითარებისას და “ ღვიძლის ” ფერმენტების აქტივობის მომატებისას მკუნალობა დაუყოვნებლივ უნდაშეწყდეს, ხოლო პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .
სიფრთხილე ასევე აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სულფონამიდებს ანსულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ( შესაძლებელია ჯვარედინიჰიპერმგრძნობელობა ).
მკურნალობის დროს საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლი განსაკუთრებით პაციენტებშიშემაერთებელი ქსოვილის ან თირკმელების დაავადებებით .
ფართო ქირურგიული ჩარევის ან იმ საშუალებებით ანესთეზიის დროს, რომლებიც ჰიპოტენზიას იწვევენ,რამიპრილს შეუძლია მოახდინოს ანგიოტენზინი II – ს ხელახლა წარმოქმნის ბლოკირება რენინისკომპენსაციური გამოთავისუფლების მიმართ . თუ ექიმი ამ მექანიზმს არტერიული ჰიპოტენზიადმოიაზრებს, მკურნალობის მიმართვა შეიძლება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდისკენ .
მკურნალობის დროს აუცილებელია ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციის, გლუკოზის,შარდოვანას, კრეატინინის, „ ღვიძლის “ ფერმენტების აქტივობის, ასევე შარდის ცილების პერიოდულიკონტროლი .
პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევებისჩატარებამდე .
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, ვინაიდან ამ ასაკობრივკატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის . თუ ორსულობაიგეგმება ან დადგინდა, აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად დაინიშნოს ალტერნატიულიმკურნალობა . აგფ – ს ინჰიბიტორების კონტროლირებადი კვლევები ადამიანებზე არ ჩატარებულა, მაგრამშემთხვევათა შეზღუდულ რაოდენობაში პირველ ტრიმესტრში გამოყენებამ განვითარების ნაკლი არგამოავლინა . პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრისმესტრში, ვინაიდან ამვადებში მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე .
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს .
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
ამპრილანი ნდ არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე,მაგრამ ზოგიერთ პაციენტს, ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, შესაძლოა განუვითარდესარტერიული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვისა დამექანიზმებთან მუშაობის უნარი . ამიტომ მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია თავის შეკავებაავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ბარბიტურატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან,ფენოთიაზინებთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად გამოყენება, ისევე როგორც ალკოჰოლისმიღება, აძლიერებს ამპრილანი ნდ – ს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას .
ანალგეზიურები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, დიეტაში დიდირაოდენობით მარილი, კოლესტირამინთან ან კოლესტიპოლთან ერთად მიღება აქვეითებს ამპრილანი ნდ – ს ეფექტურობას . ამპრილანი ნდ – სა და ლითიუმის პრეპარატების ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოსლითიუმით ინტოქსიკაცია, ვინაიდან რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებენ ლითიუმისგამოყოფას . აუცილებელია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში .
ამპრილანი ნდ – სა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ანალგეზიურებისერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რამიპრილის ეფექტურობა და გააუარესოს თირკმლის ფუნქციადა / ან გულის უკმარისობის მიმდინარეობა . ზოგიერთ პაციენტს ერთდროული მკურნალობისას შეიძლებაშეუმცირდეს რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ამიტომ პაციენტებმა უნდა იმყოფებოდნენმეთვალყურეობის ქვეშ .
კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ( სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი ) ანკალიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ჰიპერკალიემია გამოიწვიოს .
ალოპურინოლთან, ციტოსტატურებთან, იმუნოდეპრესანტებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთანკომბინირება შეიძლება გახდეს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის მიზეზი, ამიტომ საჭიროაჰემოგრამის პერიოდული კონტროლი .
სულფანილამიდებისა და სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებისერთად დანიშვნა შეიძლება გახდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მიზეზი ( შესაძლებელია ჯვარედინიჰიპერმგრძნობელობა ).
აუცილებელია სიფრთხილე საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდანჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რაციწვევს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის მომატებას .
კორტიკოსტეროიდებთან კომბინირება ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს .
ციმეტიდინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს რამიპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი .
არტერიული ჰიპოტენზიის რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან არამადეპოლარიზებელიმიორელაქსიურების ( მაგ ., ტუბოკურარინის ) გამოყენების დროს .
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ჭარბი დიურეზი, აწ – ს გამოხატული დაწევა ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვადარღვევებით, კრუნჩხვები, დამბლები, პარალიზური ილეუსი, ცნობიერების მოშლა (კომის ჩათვლით), თირკმლის უკმარისობა, მჟავა – ტუტე ბალანსის დარღვევა, სისხლის ელექტროლიტური ბალანსისდარღვევა .
მკურნალობა: პაციენტი გადაჰყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავით დაბლა . მსუბუქშემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და შიგნით მარილის ხსნარის მიღება, უფრო სერიოზულშემთხვევებში – აწ – ს სტაბილიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები ( ფიზიოლოგიური ხსნარის,პლაზმის შემცვლელების ვენაში შეყვანა ). აუცილებელია აწ – ს, გშს – ს, სუნთქვის სიხშირის,შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, კრეატინინის, ელექტროლიტებისა და დიურეზის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ანგიოტენზინი II ვენაში, ტარდება ჰემოდიალიზი .
შენახვის პირობებიინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა2 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არშეიძლება .
გაცემის პირობები
რეცეპტით .
შეფუთვა
7 ტაბლეტი ბლისტერში . 2, 4, 8, 12 ან 14 ბლისტერი მუყაოს კოლოფში .
10 ტაბლეტი ბლისტერში . 3, 6 ან 9 ბლისტერი მუყაოს კოლოფში .
მწარმოებელი
კრკა, დ . დ ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა, 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია .