პერინდოპრილი ლეკი 2 მგ 4 მგ

პერინდოპრილი ლეკი 2 მგ 4 მგ

ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისათვის

მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი ფურცელისშინაარსი .

შეინახეთ მოცწემული ჩანართი ფურცელი . შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისიწაკითხვა .

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მოცემული სამკურნალო პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის . N ნუ გადასცემთ მასსხვა პირებს . P პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივესიმპტომები .

სერიოზული ან ახალი გვერდითი ეფექტების გაჩენისას, რომლებიც არ არის ნახსენებიინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მოცემული ჩანართი ფურცლის შინაარსი:

1.         რა არის პერინდოპრილ ლეკი და რისთვის გამოიყენებენ მას .

2.        პერინდოპრილ ლეკის მიღებამდე .

3.        როგორ უნდა იქნას მიღებული პერინდოპრილ ლეკი .

4.        შესაძლებელი გვერდითი ეფექტები .

5.        შენახვის პირობები .

პერინდოპრილი ლეკი  2 მგ   ტაბლეტები

Perindopril Lek  2mg  tablets

პერინდოპრილი ლეკი  4 მგ ტაბლეტები

Perindopril Lek  4mg  tablets

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილი

შემადგენლობა

პერინდოპრილი ლეკი  2 მგ ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილს ერბუმინის სახით .

პერინდოპრილი ლეკი  4 მგ ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილს ერბუმინის სახით .

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსილპროპილბეტადექსი, ცელულოზა მიკროკრისტალური, კალიუმისპოლაკრილინი, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა, მაგნიუმის სტეარატი .

პერინდოპრილი ლეკი  4 მგ ტაბლეტები ორ თანაბარ ნაწილად იყოფა .

შეფუთვა

30 ტაბლეტი შეფუთვაში .

სარეგისტრაციო სერტიფიკატის მფლობელი და მწარმოებელი

ლეკი დ . დ ., ვეროვშკოვა 57, ლიუბლიანა, სლოვენია .

რა არის პერინდოპრილ ლეკი და რისთვის გამოიყენებენ მას

პერინდოპრილი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანგიოტენზინ გარდამქმნელიფერმენტის ( აგფ ) ინჰიბიტორები . პერინდოპრილი მოქმედებს ნებისმიერი ხარისხის არტერიულიჰიპერტენზიის დროს: მსუბუქი, ზომიერი, მძიმე; აღინიშნება სისტოლური და დიასტოლური წნევისდაცემა, როგორც ზურგზე წოლის, ასევე ვერტიკალური მდგომარეობის დროს . ის ამცირებსპერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას . ამისშედეგად ძლიერდება პერიფერიული სისხლის ნაკადი გულის შეკუმშვის სიხშირეზე გავლენის გარეშე .ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიური აქტიობა მაქსიმალურია 4 და 6 საათს შორისდა ნარჩუნდება არანაკლებ 24 საათის განმავლობაში . მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნისეფექტს . პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას .

პერინდოპრილ ლეკი  გამოიყენება:

მომატებული A არტერიალური წნევის სამკურნალოდ ( არტერიალური ჰიპერტენზია );

გულის გართულებების რისკის შესამცირებლად ( მაგ ., გულის შეტევა ) პაციენტებში გულის სტტაბლეტილური იშემიური დაავადებით (მდგომარეობა, როდესაც დაქვეითებულია ან დაბლოკილია გულის კუნთის სისხლით მომარაგება ) და პაციენტებში, რომლებსაც უკვეგადატანილი აქვთ გულის შეტევა და / ან ოპერაცია გულის სისხლით მომარაგების გაუმჯობესებაზე სისხლძარღვების გაფართოების გზით,რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მიწოდებას .

პერინდოპრილ ლეკის მიღების წინ

ნუ მიიღებთ პერინდოპრილ ლეკს 

ალერეგიის ( მომატებული მგრძნობელობის ) დროს პერინდოპრილის, პრეპარატის დამხმარე კომპონენტების ან აგფ ინგჰიბიტორენის მიმართ;

თუ თქვენ ადრე აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ აღგენიშნებოდათ სტვენითი სუნთქვა, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ინტენსიურიქავილი, გამონაყარი კანზე, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან ეს სიმპტომები აღგენიშნებოდათ სხვა გარემოებებისას ( ამ მდგომარეობას ეწოდებაანგიოშეშუპება );

თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ქსოვილების შეშუპების მიმართ, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი წარმოშვების (მემკვიდრეობითი ან იდიოპათური ანგიოშეშუპება;

ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში .

თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, ნუ მიიღებთ ამტაბლეტებს . ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან .

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პერინდოპრილ ლეკის მიღებისას .

მიმართეთ ექიმს პერინდოპრილ ლეკის  მიღებამდე

თუ თქვენ გაგაჩნიათ არტერიალური წნევის მეტისმეტად დაცემის   რისკი, რომელიცგარდა სხვა მიზეზებისა, შეიძლება იყოს გამოწვეული გულის უკმარისობით, თირკმელებისფუნქციის დარღვევით ან წყლისა და მარილების დისბალანსით, რომელიც ჩნდება ღებინების,დიარეის, დიურეტიკების მიღების ( წამლების, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას ) ანმარილის დაბალი შემცველობის დიეტის შედეგად;

აორტალური სტენოზის ( გულისკენ მიმავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება ),მიტრალური სარქველის სტენოზის ( გულის მიტრალური სარქველის შევიწროება ),ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის ( გულის კუნთის დაავადება ) ან თირკმელის არტერიისსტენოზის დროს;

თუ თქვენ პერინდოპრილით ან აგფ სხვა ინჰიბიტორების მკურნალობისას აღგენიშნებოდათმომატებული მგრძნობელობის ან ქსოვილის შეშუპების ( ანგიოშეშუპება ) რეაქციები;ანგიონევრო ზ ული შეშუპება უფრო ხშირად გვხდება შავი ფერის კანის მქონე პაციენტებში;

გულის მხრიდან პრობლემების არსებობისას;

ღვიძლის მხრიდან პრობლემების არსებობისას;

თირკმელების მხრიდან პრობლემების არსებობისას;

დიალიზით მკურნალობისას;

კოლაგენოზის დროს, მაგალითად წითელი მგლურას ან სისტემური სკლეროდერმიის დროს;

დიეტის დაცვისას შეზღუდული რაოდენიბის მარილის ან კალიუმის შემცველი მარილისშემცვლელების გამოყენების დროს;

ცუდად კონტროლირებადი შაქრის დიაბეტის დროს;

თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულობის პირველ ტრემესტრში;

თუ თქვენ კვებავთ ძუძუთი .

პერინდოპრილ ლეკის  ტაბლეტები უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის .

ჩააყენეთ ექიმი ან სამედიცინო პერსონალი საქმის კურსში იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთპერინდოპრილს:

თუ თქვენ გაქვთ ტკივილები გულმკერდის არეში ( სტენოკარდია );

ანესთეზიისთვის და / ან საოპერაციო ჩარევისათვის მზადებისას;

თუ თქვენ ახლახან გქონდათ ფაღარათი ან ღებინება;

მადესენსიბილიზირებელი თერაპიისათვის მზადებისას ფუტკრის ან კრაზანის კბენით ალერგიული გამოვლინებების შესამცირებლად;

დსლპ აფერეზის პროცედურის წინ ( სისხლიდან ქოლესტერინის გამოძევების მექანიკური გზა );

არტერიული წნევის არასაკმარისად დაქვეითების შემთხვევაში თქვენი ეთნიკური კუთვნილების შედეგად ( განსაკუთრებით შავი ფერის კანის მქონეპაციენტებში );

თუ თქვენ გაქვთ მუდმივი მშრალი ხველა .

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

თუ ამჟამად ან ახლო წარსულში თქვენ იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოს,მცენარეული ან ნატურალური ნედლეულიდან, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ანფარმაცევტს .

თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს, გაარკიეთ ექიმთან უსაფრთხოა თუ არა მათი მიღებაპერინდოპრილთან ერთად:

სხვა წამლები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, დიურეზულების ჩათვლით ( შარდმდენი საშუალებები );

კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები ( მაგ ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი ), კალიუმის კვების დანამატები ან კალიუმისშემცველი მარილის შემცვლელები;

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლები ( ინსულინი ან ტაბლეტები ), რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს;

ლითიუმის პრეპარატები მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ;

წამლები ფსიქი კ ური მოშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, ღელვა, შიზოფრენია ან სხვა ფსიქოზები;

ალოპურინოლი ნეკრესის სამკურნალოდ;

იმუნოდეპრესანტები, რომლებსაც იყენებენ აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ( მაგ ., რევმატოიდული ართრიტი ) ან ორგანოებისტრანსპლანტაციის შემდეგ;

პროკაინამიდი არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ;

საინექციო პრეპარატი ნატრიუმის აუროთიომალატი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – ტკივილის მომხსნელი წამლები, მათ შორის ასპირინი (3 გ
/ დღეში ტოლი ან მეტი დოზებისშემთხვევაში );

წამლები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ბრონქიალური ასტმის   ( მაგ ., ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი )სამკურნალოდ;

ვაზოდიალატორები, ნიტრატების ჩათვლით (
სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები );

ჰ ეპარინი ( სისხლის გამათხ იერებელი წამლები ).

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, თუ რა წამლებს ღებულობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს .

ანესთეზიის ან ოპერაციის ჩატარების წინ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს პერინდოპრილისმიღების შესახებ, რადგანაც ანესთეზიის დროს შეიძლება დაეცეს არტერიული წნევა .

პერინდოპრილ ლეკის  მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატზე საკვების გავლენის შესამცირებლად მიიღეთ ის ჭამამდე, საკმაო რაოდენობით სითხისდაყოლებით ( მაგ ., წყლის ).

ნუ მიიღებთ პერინდოპრილ ლეკთან   კალიუმის შემცველ კვების დანამატებს ან მარილის შემცვლელებს,რადგანაც შეიძლება მეტისმეტად გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია სისხლში, სუფრის მარილისდიდმა რაოდენობამ კი სეიძლება შეამციროს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება .

ორსულობა და ლაქტაცია

არ შეიძლებას პერინდოპრილ ლეკის მიღება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში .

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობის პირველტრემესტრში .

პერინდოპრილ ლეკით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთპრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს .

ნუ მიიღებთ პერინდოპრილ ლეკს  ლაქტაციის პერიოდში .

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან .

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ ჩატარებულა კვლევები პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მართვის დამექანიზმებთან მუშაობის უნარზე .

როგორც წესი პერინდოპრილი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ ზოგ პაციენტსშეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა ან სისუსტე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზისგაზრდისას, და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთანმუშაობის უნარზე .

როგორ მივიღოთ პერინდოპრილ ლეკი 

მოცემული პრერპარატის მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები . თუ თქვენ არ ხართ რაიმეშიდარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

პერინდოპრილ ლეკის  გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ასევე სხვა არტერიული წნევის დამწევსაშუალებებთან კომბინაციაში .

მომატებული არტერიული წნევა

ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა დიდების სამკურნალოდ არის 4 მგ დღეში ერთხელ .ერთი თვის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 8 მგ – მდე დღეში, რაც არის მაქსიმალური დოზა .

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 2 მგ დღეში ერთხელ . ერთითვის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 მგ – მდე დღეში, საჭიროების შემთხვევაში – 8 მგ – მდედღეში .

გულის სტაბილური იშემიური დაავადება

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ დღეში ერთხელ . ორი კვირის შემდეგ, კარგად ატანისშემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ – მდე დღეში .

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 2 მგ დღეში ერთხელ . ერთიკვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 4 მგ – მდე დღეში, კიდევ ერთი კვირის შემდეგ – 8 მგ – მდედღეში .

8 მგ – მდე დოზის გაზრდამდე ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თირკმელების მუშაობისშესამოწმებლად .

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა ირჩევაინდივიდუალურად .

ზემოთ მოყვანილი მდგომარეობების მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება .

მიიღეთ ტაბლეტი ( ტაბლეტები ) ყოველ დღე, სასურველია ერთსა და იმავე დროს, დილით, ჭამის წინ,დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი . თუ თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს ( დიურეტიკებს ), ექიმსშეუძლია შეამციროს მათი დოზა ან მოხსნას პრეპარატები პერინდოპრილით მკურნალობის დასაწყისში .

პერინდოპრილ ლეკი  არ ენიშნებათ ბავშვებს .

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო ან მიმართეთ ექიმს . ჭარბიდოზირების შემთხვევაში პრეპარატის სავარაუდო მოქმედებაა არტერიული წნევის დაცემა . არტერიულიწნევის მნიშვნელოვანი დაცემის შემთხვევაში შეიძლება შედეგი გამოიღოს ჰორიზონტალურიმდგომარეობის მიღებამ მაღლა აწეული ფეხებით .

თუ თქვენ დაგავიწყდათ წამლის მიღება

მნიშვნელოვანია წამლის მიღება ყოველ დღე . თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზის მიღება,მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ მიღება ჩვეულებრივი სქემით

ნუ მიიღებთ პრეეპარატის ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ .

პრეპარატის მიღების შეწყვეტა

თუ თქვენ გსურთ მოცემული წამლის მიღების შეწყვეტა ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან . ამ პრეპარატისმიღების გაგრძელება შეიძლება დაგჭირდეთ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავს კარგად გრძნობთ .

თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთანან ფარმაცევტთან .

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც სხვა პრეპარატებს, პერინდოპრილ ლე კ – საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცაისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს .

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნება არახშირად (100 კაციდან ერთზე ნაკლებს ), მაგრამ, თუთქვენ შენიშნეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ დაუკავშირდითექიმს:

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება;

გაძნელებული სუნთქვა;

თავბრუსხვევა ან სისუსტე;

უჩვეულო სწრაფი ან არარეგულარული გულის რითმი .

ეს არის მძიმე რეაქციის ( ანგიოშეშუპების ) სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია აგფინჰიბიტორებისათვის და მოითხოვენ დაუყოვნებლივ მკურნალობას, როგორც წესი, სტაციონარში .

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებიხშირი ( აღენიშნებათ 10 – დან ერთზე ნაკლებ ადამიანს )

ხველება, ქოშინი

თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის შედეგად ( განსაკუთრებით პირველი დოზებისმიღების შემდეგ, დოზის გაზრდისას ან შარდმდენ საშუალებებთან ერთად მიღებისას );

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთისკრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა ( მაგ ., არამკაფიო მხედველობა, თვალის ტკივილი ),ყურებში ხმაური და შუილი;

გულის რევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, გემოვნების შეგრძნების ცვლილება, კუჭის აშლა,დიარეა, შეკრულობა;

გამონაყარი კანზე, ქავილი .

არახშირი ( აღენიშნებათ 100 – დან ერთ ადამიანზე ნაკლებს ):

ხასიათის ან ძილის ხასიათის ცვლილებები;

ბრონქოსპაზმი ( მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი );

სიმშრალე პირში;

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები;

იმპოტენცია;

ოფლიანობა .

ძალიან იშვიათი ( აღენიშნებათ 10 000 – დან ერთ ადამიანზე ნაკლებს ):

ცნობიერების დარღვევა;

გულის არარეგულარული რითმი, გულის შეტევა და ინსულტი ( აღწერილია აგფ ინჰიბიტორებისათვის დაბალ არტერიულ წნევასთან კომბინაციაში );

სტენოკარდია (
მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში );

ეოზინოფილური პნევმონია (
პნევმონიის იშვიათი ტიპი ), რინიტი (
გაჭედილი ცხვირი ან სურდო );

პანკრეატიტი ( კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება );

ჰეპატიტი ( ღვიძლის ანთება );

მულტიფორმული ერითემა ( კანის რეაქცია ალერგიული რეაქციის შედეგად, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით );

სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება: კონტროლის მიზნით   ექიმს შეუძლია დანიშნოს სისხლი ანალიზის რეგულარულად ჩატარება .

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მძიმდება ან თქვენ შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არისაღნიშნული მოცემულ ჩანართ ფურცელში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

შენახვის პირობებიშეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 ° C   ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

ნუ გამოიყენებთ F შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . ვარგისიანობისვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე .

ნუ გადააგდებთ სამკურნალო საშუალებებს კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში . კითხეთ ექიმს ანფარმაცევტს როგორ განთავისუფლდეთ ზედმეტი წამლებისაგან . ეს ზომები დაგვეხმარება გარემოსდაცვაში .

აფთიაქიდან გაცემის პირობებიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტით ).

ტექსტის ხელახალი განხილვის თარიღი

2008 წლის იანვარი .