იზოდინიტი 10 მგ

იზოდინიტი 10 მგ

გამოყენების ინსტრუქცია

იზოდინიტი    10 მგ
I sodinit 10mg
იზოსორბიდის დინიტრატი
ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი 10 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, სილიციუმისდიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა .

წამლის ფორმა

ტაბლეტები .

მოქმედება

იზოდინიტი არის ნიტრატების ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი . ძირითადად   ავლენს ვენურისისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტს, მათი გლუვი მუსკულატურის ტონუსის შემცირების გზით,ამცირებს წნევას ვენოზურ სისტემაში, გულში ვენურ სისხლმიწოდებას და პარკუჭთა სისხლით შევსებას .ასევე მოქმედებს არტერიულ სისხლძარღვებზე, რაც იწვევს სისტემური წინააღმდეგობის შემცირებას (დატვირთვის შემდეგ ). შესაბამისად, პრეპარატი აუმჯობესებს გულის ფუნქციას, მის მუშაობას დაამცირებს მის მოთხოვნილებას ჟანგბადში . ამ გზით იგი ხსნის ანგინალური წარმოშობის გულის ტკივილსდა აუმჯობესებს გულის მუშაობას მისი ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობისას .

ჩვენება

იზოდინიტი გამოიყენება:

– სტენოკარდიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

– როგორც თანმხლები მკურნალობა გულის შეგუბებითი უკმარისობისას .

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე

უკუჩვენებაარ გამოიყენოთ იზოდინიტი შემდეგი მდგომარეობებისას:

– ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

– მწვავე ცირკულატორული სისუსტე, მძიმე ჰიპოტონია ან ჰიპოვოლემია ( დაბალი არტერიული წნევა ანცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება ), კოლაფსი და შოკი;

– პარკუჭთა შევსების დაბალი წნევით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

– გამოხატული ანემია;

– ახლო წარსულში გადატანილი თავის ტვინის ტრავმა ან სისხლჩაქცევა ტვინში .

სპეციალური გაფრთხილება

იზოდინიტით მკურნალობისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება   და ექიმის კონტროლი შემდეგშემთხვევებში:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპოთირეოზის ( ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება ),ჰიპოთერმიის ( გადაციება ), არასრულფასოვანი კვების, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმედარღვევების მქონე პირებში .

პირველი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ცირკულატორული კოლაფსისსიმპტომები, განსაკუთრებით კი ლაბილური ცირკულაციის მქონე პირებში . ზოგიერთ პაციენტშიშესაძლებელია გამოვლინდეს ორთოსტატული ჰიპოტონია ( არტერიული წნევის მკვეთრი დაწევაადგომისას ) და სინკოპე ( გონების ხანმოკლე დაკარგვა არტერიული წნევის დაცემის შედეგად ).

ეს მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს პარკუჭებისგართულებული შევსება ( პერიკარდის ღრუს ტამპონადა, კონსტრიქციული პერიკარდიტი, აორტული ანმიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია ), ვინაიდან მან შეიძლებაგაზარდოს ანგინოზური ( ტკივილის ) სიმპტომატიკა .

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება გლაუკომის ( მომატებული თვალშიდა წნევა ) ანმომატებული ქალაშიდა წნევის მდგომარეობებისას .

მაღალი დოზის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეთჰემოგლობინემია ( დაავადება, რომლისდროსაც იზრდება რედუცირებული ჰემოგლობინის დონე ).

იზოდინიტის გამოყენებამ შესაძლებელია იმოქმედოს ზოგიერთი ბიოქიმიური სინჯის შედეგზე (ქოლესტერინის კალორიმეტრიული განსაზღვრა ).

მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას, სტენოკარდიის ახალი სიმპტომატიკის განვითარებისთავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით .

იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაცული რეკომენდებული ინტერვალი დოზებს შორის, შესაძლებელიაგანვითარდეს ნიტრატული ტოლერანტობა ( მისი სამკურნალო მოქმედების შემცირება ).

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა ფორმები

თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთშეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

უკუნაჩვენებია ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორებთან ( მაგალითად, ერექციის დისფუნქციისსამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები ) ერთდროული გამოყენება, ვინაიდან, ასეთშემთხვევაში, იზრდება ნიტრატების ჰიპოტენზიული ეფექტი .

მსგავსი ეფექტი ასევე ვლინდება ნიტრატებისა და ნეიროლეფსიურების და ტრიციკლიდურიანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას .

ალკოჰოლურ სასმელთან და არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულიგამოყენებისას, მაგალითად ბეტაბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ვაზოდილატატორები დასხვა, შესაძლებელია გაძლიერდეს მათი ჰიპოტენზიული ( განსაკუთრებით ორთოსტატული ) ეფექტი .

ნიტრატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შესუსტდეს ნორადრენალინის,აცეტილქოლინის, ჰისტამინის და სხვათა ეფექტი .

სიმპათომიმეტურებმა შესაძლებელია შეამცირონ ნიტრატების ანტიანგიოზური ეფექტი .

ნიტრატებმა შესაძლებელია გაზარდონ დიჰიდროერგოტამინის შრატისმიერი დონე და გააძლიერონ მისიჰიპერტენზიული ეფექტი .

გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტისრჩევა .

ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური გამონაკლისის შემთხვევაში,მხოლოდ სარგებელი / საშიშროების შეფარდების შეფასების შემდეგ .

ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისათვის ზიანის მიყენების შესაძლო საშიშროების გათვალისწინებით,საჭიროა ბუნებრივი კვების ან იზოდინიტით მკურნალობის შეწყვეტის საკითხის განხილვა .

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია დაარღვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისმართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარი ( პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოსგაფანტულობა და ძილიანობა ).

იზოდინიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

იზოდინიტით მკურნალობისას კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვის საჭიროების შესახებ მონაცემებიმოწოდებული არ არის .

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო პრეპარატი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც იგი არ ინიშნებალაქტოზის აუტანლობის მქონე პირებში .

გამოყენება

გამოყენების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ იზოდინიტი თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად .

ჩივილის შესაბამისად, ექიმი განსაზღვრავს თქვენი დაავადების მკურნალობისათვის საჭირო დოზას .

იზოდინიტის ტაბლეტები გამოიყენება შიგნით, კვებამდე, არ იღეჭება, სითხის საკმარისი რაოდენობისდაყოლებით .

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზები:

ჩვეულებრივ, სტენოკარდიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ (1ტაბლ .) დღეში 3 – ჯერ . ეს დოზა შესაძლებელია   მერყეობდეს დღეში 30 – დან 120 მგ – მდე (3-12 ტაბლ .),განაწილებული 2 ან 3 მიღებად, რაც დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნილებასა და ექიმის შეფასებაზე. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია დღეში 240 მგ – მდე მიღება . ასეთი დოზა არ არისდაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიუპირატესობა ენიჭება უფრო მაღალი კონცენტრაციისა და სამკურნალო საშუალების პროლონგირებულიმოქმედების მქონე სამკურნალო ფორმებს .

მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით, რეკომენდებულია მედიკამენტისინდივიდუალური დოზირება, რაც დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნილებაზე, მის პასუხსა დაამტანობაზე . ნებისმიერი დოზირების რეჟიმის ჩატარებისას, ნიტრატული ტოლერანტობის განვითარებისთავიდან აცილების მიზნით, საჭიროა 10-12 საათიანი უნიტრატო ინტერვალის უზრუნველყოფა (ჩვეულებრივ ღამით, როცა პაციენტს სძინავს ).

გულის შეგუბებითი უკმარისობის თანმხლები მკურნალობის სახით – დღეში 30-160 მგ (3-16 ტაბლ .),განაწილებული ოთხ მიღებად, ან ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად .

ასეთ პირებში, ინდივიდუალური დოზირების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია გულ – სისხლძარღვთაფუნქციის კონტროლი .

ბავშვები

ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული . ბავშვთა ასაკში მისი ეფექტურობა დაუსაფრთხოება დამტკიცებული არ არის .

თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იზოდინიტი მოქმედებს ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად,მიმარეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის !

ჭარბი დოზის შემთხვევაში ვლინდება ისეთი ნიშნები, როგორიც არის არტერიული წნევის დაწევა ≤ 90 მმვერ . წყ . სვ ., სიფერმკრთალე, ოფლიანობა, სუსტი პულსი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა ადგომისას,თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და ღებინება .

მაღალი თერაპიული დოზის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს პარადოქსული ეფექტი – გულის სისხლძარღვების სისხლმომარაგების გაუარესება და სტენოკარდიული ტკივილის კრიზისპროვოცირება .

მედიკამენტის მაღალი დოზების გამოყენებისას ვლინდება – ტუჩების, ფრჩხილების, ხელის გულების  სიწითლე; შფოთვა, დაძაბულობა; ქოშინი, დაღლა და სისუსტე; ღებინება; მხედველობის გაორმაგება;ტაქიკარდია, დაბალი არტერიული წნევა, სინკოპე, კონვულსია; იშვიათად სილურჯე, მეტჰემო – გლობინემია, სუნთქვის დარღვევა და პულსის შენელება, ცხელება . ჭარბი დოზის გამოყენებისასშესაძლებელია გაიზარდოს დამახასიათებელი სიმპტომატიკით ქალასშიდა წნევა .

მძიმე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა . მეთჰემოგლობინემიის შემთხვევაში ვენაში ნელაშეჰყავთ მეთილენის ლურჯი, C ვიტამინი, ჩვენებისას გამოიყენება ჰემოდიალიზი . ნორმალური სისხლისმიმოქცევის შენარჩუნება შესაძლებელია პაციენტის ლოგინზე დაწვენით, ჟანგბადის მიწოდებით,პლაზმის ან ელექტროლიტების შესაბამისი ხსნარების გადასხმით . სუნთქვის ან გულის მუშაობისგაჩერებისას, დაუყოვნებლივ ტარდება რეანიმაციული ზომები .

ჭარბი დოზის სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს !

თუ თქვენ გამოტოვეთ იზოდინიტის დოზა

თუ თქვენ გამოტოვეთ იზოდინიტის დოზა, მიიღეთ იგი შემდეგი რეგულარული მიღების დროს .

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ანფარმაცევტს .

გვერდითი ეფექტებისხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, იზოდინიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პირში .

იზოდინიტის გამოყენებისას ყველაზე ხშირად ( სიხშირე >10%)   ვლინდება – თავის ტკივილი, რაცუმრავლეს შემთხვევაში თანდათანობით მცირდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ, გვერდითირეაქცია შესაძლებელია იყოს ძლიერი და მუდმივი . მისი კონტროლი ხშირად შეიძლება დოზისშემცირებით .

მკურნალობის დაწყებისას, ასევე დოზის გაზრდისას, შედარებით ხშირად ვლინდება (1-10%) ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა ) და / ან გაფანტულობა . სიმპტომებს შესაძლებელია თან ახლდესთავბრუსხვევა, ძილიანობა, ტაქიკარდია და სისუსტე .

იშვიათად (1%- ზე დაბალი სიხშირით ) ვლინდება გულისრევა, ღებინება, სახის კანის სიწითლე, კანისალერგიული რეაქციები . ცალკეულ შემთხვევაში, კანის მხრიდან შესაძლებელია გამოვლინდეს უფრომძიმე რეაქციები ( ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს – ჯონსის სინდრომი ან ანგიოშეშუპება ).

სისტემური არტერიული წნევის დაწევის გამო, კომპენსირებული   რეაქციის შედეგად შესაძლებელიაგამოვლინდეს რეფლექსური ტაქიკარდია . ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდესრიტმის დარღვევითა და ბრადიკარდიით ( პულსის შენელება ) მიმდინარე კოლაფსი . ცალკეულშემთხვევაში ვლინდება პარადოქსული რეაქცია – სტენოკარდიული ტკივილის შეტევის გაძლიერება .

ძალიან იშვიათად – გულისრევა და ღებინება .

ხანგრძლივი, და ხშირად, მაღალი დოზის გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ტოლერანტობასამკურნალო საშუალების მიმართ ( სამკურნალო ეფექტის შემცირება, რასაც თან ახლავს ანტიანგინოზურიდა ანტიიშემიური აქტივობის გაქრობა ).

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პირებში ვლინდება თვალშიდა წნევის გაზრდა .

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან,თუ გამოვლენილი გვერდითი ეფექტი მძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

შეფუთვა

შეფუთვაში 60 ტაბლეტი .

შენახვის პირობებიშენახვის ტემპერატურა არა უნდა აღემატებოდეს 25 ̊C .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

ვარგისიანობის ვადა5 ( ხუთი ) წელი .

იზოდინიტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ !

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა რეცეპტით ).

მწარმოებელი

ბალკანფარმა – დუპნიცა ად,

,, სამოკოვსკოე შოსე ’’ ქ . # 3,

2600, ქ . დუპნიცა, ბულგარეთი

ტელ .: +359/701 58 196; ფაქსი: +359/701 58 555