ქოლესტერინის შემცირება ხალხური მეთოდებით

როგორ  შევამციროთ ქოლესტერინი ხალხური მეთოდებით

ცაცხვი ქოლესტერინის დასაწევად

ცაცხვის გამხმარი ყვავილების ფხვნილი მივიღოთ 1 ჩ. კ. დღეში სამჯერ წყალთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში. ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღე კამა და ვაშლი, ვინაიდან პირველი შეიცავს ბევრ C ვიტამინს, ვაშლში კი ბევრი პექტინია, როომელიც ძალზე სასარგებლოა სისხლძარღვებისათვის. ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად აუცილებელია მოწესრიგდეს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობა. ამისათვის საჭიროა მივიღოთ ნაღვლმდენი ბალახების ნაყენი 2 კვირის განმავლობაში. 2-3 თვის შემდეგ ამ ხალხური საშუალებების გამოყენებით ქოლესტერინის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს, ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება.

„ცუდი ქოლესტერინის” გამოსადევნად– პროპოლისი

იმისათვის, რომ  გავწმინდოთ სისხლძარღვები ქოლესტერინისაგან. დღეში სამჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე მიიღეთ 7 წვეთი პროპოლისის 4% იანი ნაყენი, გახსნილი 30 მლ წყალში. კურსი მკურნალობისა არის 4 თვე.

ლობიო შეამცირებს ქოლესტერინს 

საღამოს დავასხათ ნახევარ ჭიქა ლობიოს ან ცერცვს წყალი და დავტოვოთ ღამით. დილით წყალი გადავღვაროთ, დავასხათ ახალი, დავუმატოთ ცოტა საჭმელი სოდა მოვხარშოთ და მივიღოთ ეს ორ ულუფად.მკურნალობა გრძელდება 3 კვირა.

ლუცერნა (მანგოლდი) გამოიყვანს ცუდ ქოლესტერინს 

მკურნალობა უნდა ჩავიტაროთ ახალი ბალახით. ის უნდა გავზარდოთ ოჯახის პირობებში, და როგორც კი გამოჩნდება ახალი ყლორტები, ის უნდა მივიღოთ. შეიძლება წვენი გამოვწუროთ, და მივიღოთ 2 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1 თვე.

სელის თესლი ქოლესტერინის დასაწევად 

მუდმივად უნდა დავუმატოთ საკვებში სელის თესლი. ის აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ქოლესტერინის დონეს.

სამკურნალო ფხვნილი ქოლესტერინის დასაწევად 

ცაცხვის ფოთლები იყიდეთ აფთიაქში, დავფქვით, და მიიღეთ ყოველდღე 3-ჯერ დღეში.  მკურნალობის კურსი 1 თვე.

ათეროსკლეროზის დროს ბაბუწვერის ძირების გამოყენება ხელს შეუწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას 

საკმარისია მივიღოთ 1 ჩ.კ. ფხვნილი ყოველი ჭამის წინ და 6 თვის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება. უკუჩვენება არ გააჩნია. 

ბადრიჯანი, წვენი და კენკრა დასწევს ქოლესტერინს

ხშირად ჭამეთ ბადრიჯანი, დაამატეთ სალათებში, გააჩერეთ მარილიან წყალში, იმისათვის, რომ დაიკარგოს სიმწარე. ყოველ დილით მიირთვით ტომატის და სტაფილოს წვენი (მონაცვლეობით). 5 ცალი ახალი კენკრა 3-4 ჯერ დღეში. კურსი – 4 დღე, შესვენება – 10 დღე, შემდეგ გაიმეორეთ 2 ჯერ, ეს პროცედურა უმჯობესია ზამთრის დასაწყისში, როდესაც პირველი ყინვა ,,დაარტყამს“. 

ნიახური შეამცირებს ქოლესტერინს და გნწმენდს სისხლძარღვებს 

ნიახურის ტოტები დაჭერით, ჩაუსვით ადუღებულ წყალში 2-3 წუთით, შემდეგ ამოიღეთ, მოაყარეთ თესლი, ოდნავ დაამატეთ მარილი და შაქარი, გემოვნებით ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. გამოდის აბსოლუტურად მსუბუქი, ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი. ის შეიძლება ჭამოთ ნებისმიერ დროს, რაც შეიძლება ხშირად.

ძირტკბილა გამოიყვანს ,,ცუდ ქოლესტერინს”

2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დავასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭიქა ამ ნაყენისა დღეში 4 ჯერ ჭამის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში. შემდეგ გავაკეთოთ შესვენება ერთი თვით და მკურნალობა დავიმეოროთ. ამ დროს ქოლესტერინის დონე მოწესრიგდება.

დავანაწევროთ 100 გრამი სოფორას ნაყოფი და ბალახი ომელასი, დავასხათ 1 ლიტრი არაყი, გავაჩეროთ ბნელ ადგილზე სამი კვირა, გავწუროთ. მივიღოთ ერთი ჩაის კოვზი სამჯერ დღეში ნახევარი საათით ადრე ჭამამდე, სანამ ნაყენი არ დამთავრდება. ის აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, მკურნალობს ჰიპერტონიას და გულ-სისხლძარღვთა სხვა  დაავადებებს, ამცირებს კაპილარების მტრევადობას, წმენდს მათ.

ბურახის რეცეპტი (ავტორი ბოლოტოვი)

50 გრამი დანაწევრებული ყვითელას ბალახი ჩავდოთ მარლის პატარა ტომსიკაში, მივამაგროთ მას პატარა ტვირთი და დავასხათ 3 ლიტრი გაციებული ადუღებული წყალი. დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი და 1 ჩაის კოვზი არაჟანი. დავდოთ თბილ ადგილზე, ყოველდღე ვურიოთ. ორ კვირაში ბურახი მზად არის. ეს ბურახი უნდა მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე. რა რაოდენობასაც მოაკლებთ ბურახს, იმდენი წყალი უნდა დაამატოთ ერთი ჩაის კოვზს შაქართან ერთად. ერთი თვის მკურნალობის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ქოლესტერინის დონე დაიწევს, გაუმჯობესდება მეხსიერება, ხმაური „თავში“. მოწესრიგდება არტერიული წნევა.

იმისათვის, რომ თქვენი ქოლესტერინი მუდამ იყოს ნორმის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი ასეთი კოქტეილით:

1 კგ ლიმონის ახლადგამოწურული წვენი შეურიეთ 200 გრ ნივრის ფაფას;  გააჩერეთ ცივ ბნელ ადგილზე 3 დღე; მიიღეთ დღეში 1 სუფრის კოვზი, წყალში განზავებული.

მოამზადა: რუსუდან მაჩალაძემ; წყარო: http://xn—-jtbaaldsgaoflxr4fyc.xn--p1ai/народные-рецепты/болезни-крови/482-как-быстро-понизить-холестерин-народными-средствами

________________________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..