სელის ზეთის სამკურნალო თვისებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

სელის ზეთი ,,ამაზონზე”

სელის ზეთის სამკურნალო თვისებები

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები – სელის ზეთის რეგულარული მოხმარება ამცირებს სისხლში ქოლესტერისა და ტრიგლიცერიდების (შესაბამისად 25%  დან 65%-ით) დონეს, ასევე ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და არტერიების  თრომბებით დაცობის ალბათობას.

სელის ზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა  დაავადების პროფილაქტიკაში. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ სელის ზეთის გამოყენება საკვებში  37%-ით  ამცირებს ინსულტის რისკს.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები – სელის ზეთის შემადგენლობაში შემავალი ომეგა–3 მჟავა  აწესრიგებს კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას.

შად-სასქესო სისტემის დაავადებები – ომეგა-3 მჟავა  ხელს უშლის ანთებით პროცესების წარმოქმნას. რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ დასუსტებული პაციენტებისთვის.

შაქრიანი დიაბეტი – სელის ზეთის მცირე რაოდენობით და ხშირი მოხმარება აუმჯობებსებს ინსულინის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტის განვითარებისგან.

ალერგია – საკვებში სელის ზეთის მოხმარება  ამცირებს ალერგიული რეაქციებს; შედეგად  პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

ნერვული სისტემა – სელის ზეთს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, რაც მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებში; ამაღლებს სიცოცხლის უნარიანობასა და ენერგიულობას.

კიბო  – კვების რაციონში სელის ზეთის დამატება, სხვა დამატებითი საკვებ ნივთიერებებთან ერთად,  იძლევა მნიშვნელოვან ეფექტს;  ამდენად,  მისი გამოყენება აუცილებელია კიბოს  პროფილაქტიკისათვის.

სელის ზეთის გამოყენება ასევე ეფექტურია ართრიტის დროს, არეგულირებს ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის პოტენციას, ხელს უწყობს მენსტრუაციისწინა სინდრომისა და მენოპაუზის წინა პერიოდების მსუბუქ მიმდინარეობას;  აუმჯობებსებს თმისა და კანის მდგომარეობას; დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე; აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს ასთმის შესუსტებას და მის მკურნალობას.  ომეგა-3 მჟავა აახალგაზრდავებს კანს, აქვს სამკურნალო ეფექტი დამწვრობისა და მოყინვის დროს, ასევე კანის რადიაციული დაზიანებისას. 

სელის ზეთის ყოველდგიური მოხმარება   ხელს უწყობს: 

  • – გულის შეტევების, ინსულტისა და  მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების პროფილაქტიკას;
  • – არტერიული წნევის შემცირებას;
  • – სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავების კიბოს განვითარების რისკის შემცირებას;
  • – დიაბეტური ნეიროპათიების შემცირებას. 

სელის ზეთი მნიშვნელოვანი ელემეტია ქალებისათვის 

მისი მოხმარება ხელს უწყობს:

  • – მენსტრუაციისწინა სინდრომისა და მენოპაუზისწინა პერიოდების შემსუბუქებას;
  • – კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • – ნერვულ სისტემის ფუნქციონირებას;
  • – აუმჯობესებს თირკმელების მოქმედებას, შეშუპების დროს;
  • – აუმჯობესებს  მხედველობას;
  • – ასთმის შესუსტებასა და მის მკურნალობას

სელის ზეთის სამკურნალო თვისებებისელის ზეთი არ უნდა იყოს თერმულად დამუშავებული!

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია სელის ზეთის მიღება ყოველდღიურად. უზმოზე (ჭამამდე 30-40 წუთით ადრე) უნდა მივიღოთ 1 ს.კ.  სელის ზეთი ან  1 ჩ.კ  2–3 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.  მოკლე დროში თქვენ  შეამჩნევთ ზოგადად ჯანმრთელობის, ასევე თმის, ფრჩილებისა და კანის  გაუმჯობესებას.

სამკურნალო მიზნით – 1 ს.კ  სელის ზეთი 2–3 ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა არანაკლებ  2-3 თვეა.  მიღება შეიძლება როგორც სუფთა, ასევე ნარევებში, მცენარეულ და ცხოველურ ზეთებთან, სალათებში, მაიონეზში. შერევა შეიძლება ცილოვან პროდუქტებშიც (ყველში, კეფირში, იოგურტში), ასევე თაფლთან, ხილთან.

გარეგან სახმარად სელის ზეთის გამოყენება შეიძლება კანის დასაზელად და სველი საფენების სახით. წყარო: http://korkahleba.com.ua/; გადასვლა: ,,ქოლესტერინი


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.