სელის ზეთი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის ზეთი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

წონაში დაკლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დახმარებით, ბევრის ოცნებაა. სელის ზეთი საუკეთესო ალტერნატივაა საფაღარათო ჩაებისა და სხვა ხელოვნური საშუალებების, რომლებსაც გასახდომად იყენებენ. დიდი ხანია დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სელის ზეთი  ორგანიზმში მოხვედრისას ცხიმს შლის  წყლად და გლიცერინად; ორგანიზმი ამ ორ პროდუქტს არ ითვისებს, არამედ გამოდევნის ბუნებრივი გზით. სელის ზეთი ასეთი ეფექტური მხოლოდ ღამის საათებშია, როდესაც ორგანიზმი ისვენებს.

სელის ზეთი არა მარტო შლის ცხიმებს, არამედ ათავისუფლებს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისაგან, რომლებიც მსხვილი ნაწლავის კედლებში რჩება. ამგვარი ,,გაწმენდის“ შედეგად ნორმალიზდება წნევა, უჯრედები ახალგაზრდავდება, მატულობს სისხლძარღვთა ელასტიკურობა,  უმჯობესდება საერთო გუნებ-განწყობა.

სელის ზეთი ხელს უწყობს გაძლიერებული მადის დაქვეითებას. სელის ზეთის მიღების შემდეგ თქვენ აღარ  გექნებათ სურვილი ძილის წინ დანაყრდეთ.

სელის ზეთის გამოყენების პრინციპები  წონაში დასაკლებად 

სელის ზეთის მიღება  თავიდან შეიძლება ჩაის კოვზით, ერთი კვირის განმავლობაში;  შემდეგ ნელ–ნელა მიიყვანთ სუფრის კოვზამდე.  კურსის ხანგრძლივობა 2–3 თვეა. შემდგომში ზეთის რაოდენობას ისევ ჩაის კოვზამდე ამცირებთ და ბოლოს ამთავრებთ კურსს.

სელის ზეთით ორგანიზმის კლასიკური გაწმენდა, ასევე გახდომა, შემდეგში მდგომარეობს:   1. უზმოზე უნდა მიღოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი;  15–20 წუთის შემდეგ საუზმობთ.  ქოლეცისტიტის დროს ზეთის მიღება  აუცილებელია მხოლოდ ჭამის დროს. 2. საღამოს ვახშმიდან 15 – 20 წუთის შემდეგ, უშუალოდ ძილის წინ,  უნდა მიიღოთ იგივე რაოდენობის ზეთი, როგორც დილას. თანდათანობით დოზა უნდა გაზარდოთ სუფრის კოვზამდე. სელის ზეთი შეგიძლიათ ასევე დაამატოთ მზა კერძებშიც – სალათებში, ფაფებში.

გახსოვდეთ, არ შეიძლება სელის ზეთის თერმულად დამუშავება! და აუცილებლად  შეინახეთ მაცივარში. გარდა სელის ზეთის  გამოყენებისა, აუცილებელია დამზოგავი დიეტის დაცვაც, რომელიც ზღუდავს კალორიებს, მაგრამ ამავე დროს, გულისხმობს ორგანიზმის უზრუნველყოფას აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. გახდომის მიზნით, სელის ზეთის რეგულარული  გამოყენება საკვებში, ამავდროულად ხელს უწყობს სახსრების უკეთ მოძრაობას, თმის გაჯანსაღებას, კარგი აღნაგობის ჩამოყალიბებას. სელის ზეთის ეფექტი გაიზრდება  თუ თქვენ ივარჯიშებთ მსუბუქი გადახრებით, ბრუნებით და ა. შ.  ყველაფერი ეს ადვილად სრულდება  და არ საჭიროებს დამატებით ინვენტარს.

 კვება სელის ზეთის დიეტის შემდეგ 

წონაში დაკლების კურსის შემდეგ, აუცილებელია გამოვიყენოთ სელის ზეთი, ვინაიდან  იგი მცენარეული ცხიმების ერთ–ერთ ძირითადი წყაროა, რომლებიც მდიდარია ვიტამინებითა და ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. სელის ზეთს უმატებენ ფაფებში, ვინეგრეტში,  სალათებში  და ასევე სხვა  მზა  კერძებში. აღსანიშნავია,  რომ სელის ზეთის გაცხელება არ შეიძლება –  იგი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს და გემოს.

წონაში დასაკლები ერთკვირიანი დიეტის მენიუ 

მოცემული დიეტა იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც უნდათ ერთ კვირაში 5 კილოგრამის დაკლება. ამ დიეტით წონაში კლება თანაბრად ხდება, მრავალფეროვანი რაციონის წყალობით, ამასთან, არანაირი შეზღუდვა არ არის ფიზიკური დატვირთვის მხრივ.   ეს დიეტა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც დროის დეფიციტი აქვს.

ორშაბათი 

საუზმე: გრეიპფრუტი, უშაქრო ყავა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი. წახემსებ: 5 სუფრის კოვზი დიეტური ხაჭო, ერთი კოვზი დიეტური არაჟნით მოსხმული. სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი ან ზღვის კოქტეილი, რაც შეიცავს ზღვის პროდუქტებს ბოსტნეულის  სალათთით. დესერტზე კი ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი  ან ვაშლის უშაქრო კომპოტი. სამხარი:  3 ცალი კაკალი ვახშამი: 400 გრამი უცხიმო კეფირი (შეიძლება შევცვალოთ იოგურტით).

სამშაბათი 

საუზმე:  თხელ ტოსტზე წასმული  ხარისხიანი კარაქი, მწვანე უშაქრო ჩაი ან ბალახების ჩაი. წახემსება:  5ცალი  ზეთის ხილი. სადილი:  დიეტური წვნიანი, ხილი. სამხარი:  ცოტაოდენი გამხმარი  ხილი  ან კენკრა. ვახშამი: უცხიმო ხაჭო (400გ)

ოთხშაბათი

საუზმე:   შვირია დიეტური რძზე  და ქიშმიში (200გ),  უშაქრო ყავა, ბანანი. წახემსება: გახეხილი სტაფილო ერთ კოვზ არაჟანთან. სადილი: 100გ მოხარშული საქონლის ხორცი, სალათის ფურცლები, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ერთი ჭიქა უშაქრო კომპოტი. სამხარი: დაბალკალორიული ხაჭო (150გ)  1ს. კ თაფლი. ვახშამი: ვაშლი.

ხუთშაბათი

საუზმე:  ერთი ნაჭერი ყველი, ომლეტი (2კვერცხით), ჩაი. წახემსება:  ნახევარი ავოკადო უცხიმო სოუსით  ლიმონის წვენთან. სადილი:  ბოსტენეულის ტოლმა  (200გ),  ბოლოკი, კიტრი, ლიმონათი (ლიმონის წვენი, წყალი მინერალური, ფორთოხლის ნაჭერები) სამხარი: ხილის სალათი, ბანანის გარეშე (150გ) ვახშამი:  ერთი ჭიქა უცხიმო რძემჟავა  პროდუქტი.

პარასკევი

ვაკეთებთ განტვირთვის დღეს: სტაფილო, კეფირი, ვაშლი და ა შ.

შაბათი

საუზმე: წიწიბურას ურძეო ფაფა, ქიშმიშით (200გ, ), ყავა. წახემსება: მწვანილი და ნებისმიერი ბოსტნეული. სადილი:  სამარხვო ბორშჩი (200გ), მოხარშული ქათმის გულმკერდი (100გ) სამხარი: კედრის კაკალი და ხილი. ვახშამი: უცხიმო ხაჭო (250გ).

კვირა

 საუზმე:   ხილის ფლავი უშაქროდ (200გ), გახეხილი სტაფილო ქიშმიშით,  მინერალური წყალი. წახემსება:  ნახევარი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი. სადილი:  რომელიმე პირველი კერძი სამარხვო (100–200გ), 100გ მოხარშული ან გაჟღენთილი მარილიანი სოკო. სამხარი:  ერთი ჭიქა წვენი, რომელიც გინდათ, ახლადგამოწურული ვახშამი:  150გ  უცხიმო ხაჭო, დამატებული მასში კენკრა.

სელის ზეთის მიღებისას კლებულობს ქოლესტერინის დონე სისხლში, რეგულირდება ლიპიდების ცვლა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის, ინფარქტის, ინსულტის პროფილაქტიკისათვის. სელის თესლი პრაქტიკულად შეუცვლელია ღვიძლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და წონაში დასაკლებად.

სელის ზეთის მოხმარება აჩქარებს ცხიმების ღამით წვას 

სელის ზეთი  განუმეორებელია ჭარბი წონის დროს, ის ეხმარება სხეულს შეამციროს წონა ჯამრთელობის დაზიანების გარეშე. სელის ზეთში შემავალი ნივთიერებები შლიან ცხიმოვან ჩანართებს წყლად და გლიცერინად, და შემდეგში გამოდევნიან ორგანიზმიდან დაუბრკოლებლად.

სელის ზეთი რჩება  საჭმლის მომნელებელ სისტემაში დიდი ხნით, მისი მოქმედება გრძელდება, მაშინაც როცა ორგანიზმი ისვენებს, და  არ აძლევს საშუალებას  განვითარდეს ახალი ცხიმოვანი ფენები.

ძილის დროს ის წვავს ცხიმებს და დევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან; რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი – იძინე და გახდი!

წყარო: http://diet.passion.ru; წყარო: ქოლესტერინი