ქოლესტერინი და ბავშვები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

 ბავშვის სიცოცხლის პირველი წლები ადგენენ იმას, თუ როგორი ჯანმრთელობა ექნება მას მომავალში, და ამიტომ მშობლებმა არ უნდა გამოტოვონ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. ბევრი „უფროსების“ დაავადებები (მაგალითად ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება გაუვითარდეს ბავშვებს ქოლესტერინის არასწორი დონის გამო. ამ დაავადებების მიზეზია არტერიების გაუვალობა, რომელებიც გულის სისხლმომარაგებას უზრუნფელყოფენ, რაც ქოლესტერინული ბალთების ჩალაგების გამო ხდება.

რისკის ჯგუფში არამარტო უფროსები არიან, რომლებიც ცხოველური წარმოშობის ცხიმიან საკვებს ზიანის მომტანად იყენებ, რომელშიც ქოლესტერინი ძალიან ბევრია, არამედ ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც როდესმე ქონდათ პრობლემები სისხლში ცხიმების დონის მომატებასთან ან კიდევ ქონდათ კარდიოლოგიური დაავადება ძალიან ადრე (კაცები 55 წლამდე, ქალებში 65 წლამდე).
ექიმები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ქოლესტერინის შემოწმებას 2 წლამდე ბავშვებში, არ აქვს აზრი, რადგანაც ეს სწრაფი ზრდის და განვითარების პერიოდია, როდესაც ცხიმები აუცილებელია. მაგრამ თუ ბავშვი სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი, უკვე აქვს „შაქრიანი დიაბეტის“ დიაგნოზი და არტერიულ წნევასთან პრობლემები, მაშინ ქოლესტერინის დონის განსაზღვრის დროა. ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთება სჯობს 10 წლის მიღწევამდე. 

თუ ქოლესტერინი მომატებულია

თუ სისიხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა ანახა ქოლესტერინის ნორმიდან გადახრები, დროა რადიკალური ზომების მიღების. არაძლიერი მომატების დროს შეიძლება წამლების გარეშე მოხდეს მკურნალობა, საკმარისი იქნება მხოლოდ სწორი კვების დაცვა და ბავშვის ფიზიკური აქტივობისთვის ყურადღების მიქცევა. ამ შემთხვევაში საკვებიდან მიღებული ცხიმების წილი არ უნდა აღემატებოდეს დღიური რაციონის 30%-ს.

ტრანსცხიმები უნდა მთლიანად გამოირიცხოს, ისინი ჯანმრთელ ბავშვებსაც კი არ ჭირდებათ, გაჯერებული ცხიმები უნდა შემცირდეს 10%-მდე (უკიდურეს შემთხვევაში 7%-მდე ექიმის რეკომენდაციით). ბავშვის კვება მაქსიმალურად უნდა გავამდიდროთ, რათა მან არ იგრძნოს მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.

სასარგებლო პროდუქტები

  • საუზმედ – მარცვლეულის ფაფები, იოგურტი და რძის პროდუქტები (ცხიმის დაბალი შემადგენლობით), ხილი;
  • სადილზე ან ვახშამზე – ბოსტნეულის სუპები, პარკოსნები (ლობიო, სოია და ა.შ.), ბრინჯი, თევზი, გამომცხვარი ფრინველი კანის გარეშე, მაკარონი მაგარი ხორბლისგან;
  •  ლანჩზე – ხილი და ბოსტნეული, მთლიან-მარცვლოვანი პური („ხლებცი“).

ტკბილი წვენები და გაზირებული სასმელები არ უნდა იყოს ქოლესტერინის დონის მომატებულ ბავშვის რაციონში. რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, ბავშვებს მოუხდებათ აერობული დატვირთვები – სეირნობა, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და ცურვა.

თუმცა თუ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი) ექსტრემალურად მღალია, და მისი „კარგი“ მოწინააღმდეგე (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი) ნორმას ვერ აღწევს, თან თუ ბავშვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ აქვს  მემკვიდრული მიდრეკილება, მაშინ შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი წამლების მიღება სტატინების ჯგუფიდან (ნება დართულია 8 წლის ასაკზე უფროსი ბავშვებისთვის). ის აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს. მაგრამ მედიკამენტოზური მკურნალობა მშობლებს არ ათავისუფლებთ ბავშვის სწორი კვებისა და მისი ფიზიკური აქტივობის კონტროლისგან, რადგან მარტო წამლებზე დაყრდნობა ქოლესტერინთან ბრძოლის დროს არ შეიძლება. წყარო: http://vitaportal.ru/serdechno-sosudistaya-sistema/holesterin-i-deti-kogda-nachinat-kontrol.html; სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ქოლესტერინი და ბავშვები