ქოლესტერინის გასაზომი აპარატები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ქოლესტერინის გასაზომი ტესტები ,,ამაზონზე”

სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში.

ქოლესტერინის გასაზომი აპარატები

ექიმთა რეკომენდაციით, 30 წლის ზევით აუცილებელია ქოლესტერინის კონტროლი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. რისკის ჯგუფში შედიან:

  • ასაკოვნები
  • ჭარბწონიანები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტები
  • ჰორმონული დისბალანსის მქონე პაციენტები
  • პაციენტები ჰიპერქოლესტერინემიისადმი გენეტიკური მიდრეკილებით

ამ კატეგორიის წარმომადგენლებმა კი ყოველ 6 თვეში უნდა ჩაიტარონ ქოლესტერინის ანალიზი. სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით ქოლესტერინის გაზომვა სახლის პირობებში.

ქოლესტერინის საზომი აპარატის ხმარების წესები

სახლის პირიობებში ქოლესტერინის გაზომვისას აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

  • წინასწარ კვების რაციონიდან გამორიცხეთ ცხოველური ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები
  • ანალიზის ჩატარებამდე უარი თქვით კოფეინზე, სპირტიან სამლებზე, სიგარეტზე
  • თუკი ჩაიტარეთ რაიმე ოპერაცია, ანალიზი უნდა გაკეთდეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ
  • სისხლი აიღეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში
  • პროცედურის წინ მსუბუქად დაიქნიეთ ხელი, საიდანაც სისხლი უნდა აიღოთ
  • მანიპულაციის წინ სასურველია ყველანაირი ფიზიკური აქტივობის შემცირება
  • თუკი ქოლესტერინთან ერთად იზომება სისხლში შაქრის კონცენტრაციაც, საუზმე არ უნდა მიირთვათ. ხოლო წინადღის ვახშამი მიღებული უნდა გქონდეთ  სისხლის აღებამდე არაუგვიანეს 12 საათისა

აპარატის მუშაობის პრინციპი

აპარატი კომპაქტურია, მოყვება სპეციალური ტესტს-ფირფიტები. გამოკვლევის ჩატარებამდე რეკომენდებულია გაიტესტოს მაჩვენებლები.

თავად პროცედურა ასეთია:

  • ფირფიტაზე დააწვეთეთ სისხლის წვეთი
  • მოათავსეთ აპარატში
  • 1-2 წუთში დისპლეიზე გამოჩნდება ანალიზის შედეგი

გაითვალისწინეთ – არ შეეხოთ ტესტ-ფირფიტის ბოლოს თითებით. ფირფიტები ინახება 6 – 12 თვე, მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, გრილ ადგილზე.

როგორ შევარჩიოთ აპარატი

შეძენისას გაითვალისწინეთ შემდეგი ნიუანსები:

  • აპარატი უნდა იყოს ადვილად სახმარი და კომპაქტური.
  • თანმხლები ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს ნორმატივებს, რომლის საშუალებითაც მოახდენთ ორიენტირებას შედეგების შეფასებისას.
  • კომპლექტში აუცილებლად უნდა შედიოდეს ტესტ-ფირფიტები, ასევე სპეციალური კალმისტარი თითის საჩხვლეტად. აპარატის მეხსიერებაში უნდა ინახებოდეს შედეგები.
  • მოცემული მოდელის შეძენისას გაითვალისწინეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები.
  • მოითხოვეთ გარანტია აპარატის შეძენისას. ხარისხიან აპარატს ყოველთვის მოყვება გარანტია

ქოლესტერინის გასაზომი აპარატებიქოლესტერინის საზომი აპარატი აუცილებელია არა მხოლოდ რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისათვის, არამედ მათთვისაც, ვის ნათესავებსაც ადრეულ ასაკში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები. წყარო: https://myholesterin.ru/; გადასვლა > ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სამედიცინო ტექნიკა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.