ქოლესტერინის გაზომვა სახლში

♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ქოლესტერინის გაზომვა სახლში

მეცნიერების განვითარებამ გამოიწვია ცხოვრების გაადვილება. ვისაც პრობლემა აქვს ქოლესტერინთან მიმართებაში, შეუძლია სახლში გაიზომოს ის. სახლის პირობებში ქოლესტერინის გასაზომი თანამედროვე აპარატები პორტატული და საკმაოდ მოსახერხებელია;  ამასთან, გამოირჩევიან მაღალი სიზუსტით.

აპარატი ანალიზის პასუხს საკმაოდ სწრაფად იძლევა და ინახავს მეხსიერებაში. ეს საშუალებას აძლევს ექიმს  შეაფასოს  დაავადების მიმდინარეობის  დინამიკა და საჭიროებისამებრ, შეცვალოს მკურნალობის სქემა.

სახლში ქოლესტერინის გაზომვის უპირატესობებია:

1. არ არის აუცილებელი ყოველთვის მიმართო უბნის თერაპევტს;
2. არ არის აუცილებელი პოლიკლინიკაში წასვლა, რიგში დგომა და სისხლის ვენიდან აღება;
3. არ არის აუცილებელი წინასწარ მოემზადო ანალიზების ჩაბარებისთვის: დაიცვა მკაცრი დიეტა, უარი თქვა ჩაისა და ყავაზე;
4. შედეგის მიღების შემდეგ ყოველთვის მიმართო ექიმს;
5. ანალიზის პასუხის მიღება შესაძლებელია ერთი წუთის განმავლობაში.

ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ზომავს ქოლესტერინს სახლის პირობებში, შედის: სპეციალური ქიმიური ნივთიერებით  დაფარული  ტესტ-ფირფიტები. ქოლესტერინის საზომი ერთეული არის მმოლ/ლ – ეს არის მიღებული რუსეთში, ან მილიგრამები დეცილიტრზე – რაც მიღებულია ამერიკაში

ქოლესტერინის მაჩვენებლის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, დიეტა და მედიკამენტების მიღება.

თანამედროვე აპარატები ზომავენ არა მხოლოდ ქოლესტერინის, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების,  არამედ შაქრის დონესაც სისხლში. ამასთან მკურნალი ექიმის მუდმივი კონტროლი და მისი ყველა რეკომენდაციის დაცვა, თავიდან აგაცილებთ მძიმე პათოლოგიის განვითარებას.

წყარო: http://net-holesterinu.ru/; მოამზადა: რუსუდან მაჩალაძე; ბმები:  ქოლესტერინი