სელის თესლის ცხიმები

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის თესლის ცხიმები

სელის თესლის 100 გრამი შეიცავს 41 გრამ ცხიმს, რომელიც შედგება ძირითადად ნახევრადუჯერი ცხიმოვან მჟავეებისაგან (ოლეინის მჟავა – ომეგა 9, ლინოლის მჟავა – ომეგა 6, ალფა ლინოლის მჟავა –  ომეგა 3).  ცხიმების შემადგენლობაში არსებული მჟავები, როგორც წესი, შეიცავენ 16 – 18 ატომ ნახშირბადს ჯაჭვში და განსხვავდებიან ნაჯერობით.

ადამიანის რაციონისათვის არასასურველი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა გაცილებით დაბალია სელის ზეთში, სხვა ზეთებთან  შედარებით.

სელის თესლი უნიკალურობა იმაშია, რომ  გამოირჩევა ლინოლის მჟავას მაღალი შემცველობით (ომეგა 3), რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, გამოდევნის ქოლესტერინს და ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის საჭირო დონეზე შენარჩუნებას.

 გარდა ამისა, ის ხელს უშლის გულის ზოგიერთი დაავადების განვითარებას, ასტაბილიზირებს  არტერიული წნევას, ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხოლო ომეგა 6-თან კომბინაციაში,  დადებით ეფექტს ახდენს თავის ტვინზე და მხედველობაზე.

   მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტების  უფრო აქტიურად გამოყენებას საკვებში, მაგალითად: სალათა, პარკოსნები, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები.

წყარო: http://healthonrawfood.ru/; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”