ნახშირწყლები სელის თესლში

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ნახშირწყლები სელის თესლში

სელის თესლის შემადგენლობაში შედის პოლისაქარიდები – რთული მაღალმოლეკულური ნახშირწყლები, რომელიც  ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. პოლისაქარიდები მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში, უზრუნველყოფენ ქსოვილებში უჯრედთა  დაკავშირებას. მათი შემცველობა სელის თესლში მაღალია: წყალში მოთავსებისას იგი იფარება უფერო ლორწოთი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანზე  ახდენს შემომგარსავ და  ბაქტერიოციდულ ზემოქმედებას. სწორედ ამიტომ, სელის თესლი  შეუცვლელია გასტრიტისა და კუჭის წყლულის მკურნალობაში.

ცნობილია, რომ სელის თესლის ლორწო ხასიათდება შემომგარსავი  თვისებებით, ამცირებს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების გამაღიზიანებელ მოქმედებას, ხელს უშლის ნივთიერებების შეწოვას. მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების წყლულოვანი და ანთებითი პროცესების დროს გაღიზიანების შესამცირებლად, მოწამვლის, ასევე სასუნთქი გზების კატარის დროს, მწარე და მჟავე ნივთიერებების გემოს შესარბილებლად, ასევე წამლის მოქმედების დროის გასახანგრძლივებლად.

სელის თესლის ბიოქიმიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაში სახამელებელი არაა.

სელის თესლის დაქუცმაცება იწვევს პოლისაქარიდების შემცველობის დაქვეითებას. ამიტომ, თუ გსურთ თესლის ლორწოვანი ნაყენის მიღება, ისარგებლეთ მთელი თესლით და არ დაფქვათ ის. სელის თესლის პოლისაქარიდები ანელებენ პურ-ფუნთუშეულის  ხმობას. ამიტომ, რეკომენდებულია სელის თესლის ცომში დამატება.

წყარო: http://healthonrawfood.ru/; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ქოლესტერინი