სელის თესლი კულინარიაში

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის თესლი კულინარიაში

არასოდეს გაგისინჯიათ  სელის თესლი? არა? მაშინ აუცილებლად სცადეთ. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა.
მაგალითად, გერმანიაში ყოველწლიურად პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში  60 000 ტონამდე  სელის თესლს მოიხმარენ (ეს დაახლოებით 1 სულზე 1 კგ-ია წელიწადში).  კანადაში კი სელის თესლი სრულფასოვან საკვებ პროდუქტად ითვლება.

სწორედ ამიტომ,  კანადაში მიღებული აქვთ სპეციალური ეროვნული პროგრამა, რომელიც პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში  12 %-მდე სელის თესლის ჩართვის რეკომენდაციას იძლევა.

   სელის თესლის საკვებში მოხმარების რეკომენდებული ნორმა დღეში 1 ჩაის კოვზია. უმჯობესია სელის თესლის  სალათებში გამოყენება, უშუალოდ მიღების წინ ( შეიძლება ყავის საფქვავში დაფქვა). სასურველია, რომ სელის თესლი გაფუვდეს  კუჭში.

წყარო: www.edimdoma.ru; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”