ლიგნანები სელის თესლში

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ლიგნანები სელის თესლში

1927 წელს მეცნიერებმა მცენარეებში აღმოაჩინეს ფენოლური ნაერთი, რომელსაც 1936 წელს ლიგნანი უწოდეს. აღნიშნული პოლიფენოლები ჯანმრთელობისათვის ორმხრივ საინტერესო თვისებებით ხასიათდებიან. ერთი მხრივ, ისინი ასრულებენ ანტიოქსიდანტურ როლს, მეორე მხრივ მოქმედებენ, როგორც ფიტოესტროგენები.  ზოგიერთი  მცენარის ფიტოჰორმონი ქიმიური შემადგენლობით  ძალიან ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონ ესტროგენს, ამიტომ ის გამოიყენება ჰორმონალური დარღვევების დროს. ამასთან, განსხვავებით სინთეზური ჰორმონებისაგან,  არ ავლენენ უარყოფით გვერდით  ეფექტს ქალის ორგანიზმზე.

   სელის თესლმა კვლავ მოხსნა რეკორდები –  100 გრამზე  0,3 გრამი, შემდეგ პროდუქტებთან შედარებით.

წყარო 100 გრამში შემცველობა
სელის თესლი 300 000 მკგ (0,3 გ)
ქუნჯუტის თესლი 29 000 მკგ (29 მგ)
კომბოსტო 185 – 2321 მკგ
მარცვლეული 7 – 764 მკგ
წითელი ღვინო 91 მკგ

ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში მიმდინარეობს უამრავი რეაქცია და პროცესი, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია სიცოცხლე. თუმცა ამ რეაქციების დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებსაც დაჟანგვისას შეუძლიათ ზიანის მიყენება ან ცოცხალი უჯრედების განადგურება.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზმი საჭიროებს  ანტიოქსიდანტებს, რომლებიც რეაგირებენ თავისუფალ რადიკალებთან, იცავენ უჯრედებს დაზიანებისაგან (დაზიანებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიმსივნეები და გულის დაავადებები, ასევე ორგანიზმის დაბერება). ანტიოქსიდანტების საჭირო რაოდენობით არსებობა ორგანიზმში უზრუნველყოფს მის დაცვას აღნიშნული დაავადებებისაგან და ანელებს  დაბერების პროცესებს.

წყარო: http://healthonrawfood.ru/; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”

___________________________________

Share this...Share on Facebook
Facebook