სექსუალური ცხოვრება: ქალის ორგაზმი და ქოლესტერინის დონე

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჯანმრთელობა – ეს არის ცხოვრების ყველა სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილი. ნაწილობრივ ის სექსუალურ ცხოვრებაზეც ახდენს პირდაპირ გავლენას. როგორც გაირკვა, ქოლესტერინის დონის კონტროლი აუცილებელია არა მარტო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, არამედ ნორმალური სექსუალური ცხოვრებისთვისაც. თუ ქალი სირთულეებს განიცდის ორგაზმის მიღწევაში, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ, მაშინ მან უნდა შეამოწმოს ქოლესტერინის დონე სისხლში.

ორი სამეცნიერო უნივერსიტეტი – მილანში და ნეაპოლში – ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა ერთი და იგივე დასკვნამდე:  ქოლესტერინის მაღალი დონე ქალის ლიბიდოს თრგუნავს.

ადრე ითვლებოდა, რომ ქოლესტერინის ზედმეტობა მარტო მამაკაცის სექსუალურ ფუნქციებზე ახდენდა გავლენას: ქოლესტერინი კეტავს სისხლძარღვებს, რომლებიც ორგანოებამდე მიდიან, მათ რიცხვში სასქესო ორგანოებამდეც, და ამის შედეგად მცირდება და ჩნდება სხვადასხვა დარღვევები სექსუალურ ცხოვრებაში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქალის ორგანიზმშიც მიმდინარეობს იგივე პროცესი, ვინაიდან ქალის სასქესო ორგანოებიც მასთან მისული სისხლის ნაკადით სტიმულირდება. და როცა სისხლის ნაკადი სუსტია, მაშინ ქალი განიცდის აგზნებასთან, სასქესო ორგანოების მიერ გამომუშავებულ ნაცხთან და  ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე ქალის სექსუალურ დისფუნქციაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ზედმეტი წონა, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული მუშაობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქოლესტერინის მომატებული დონის დროს ქალისთვის საკმარისია დროულად აღმოაჩინოს პრობლემა, მკურნალობა კი მდგომარეობს ქოლესტერინის საწინააღმდეგო სამედიცინო პრეპარატების მიღებაში და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დაცვაში: არანაირი მოწევა, არანაირი ალკოჰოლის ბოროტი გამოყენება, სპორტით რეგულარული დაკავება, ცხიმიანზე და ტკბილეულზე უარის თქმა. წყარო: http://ladydiary.ru/otnosheniya/seksualnaya-zhizn-zhenskiy-orgazm-i-uroven-holesterina.html; სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.