სელის თესლის გამოყენება

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის თესლის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

1998 წ. გამომცემლობა „პროფ-პრესმა“ გამოსცა  მ. გოგულანის ბროშურა „სრულფასოვანი კვების კანონები“, რომლის დიდი ნაწილი მთლიანად  მიეძღვნა სელის თესლს, როგორც მრავალი  დაავადების სამკურნალო ხალხურ საშუალებას. ქვემოთ მოყვანილია (ზემოთხსენებული ბროშურიდან) რეცეპტები სელის თესლის გამოყენებით,  სხვადასხვა დაავადებების დროს.

სელის თესლისაგან მიღებული ლორწო, როგორც შემომგარსავი საშუალება, გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, კოლიტისა და  ენტერიტის დროს.

  1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში; პერიოდულად შეანჯღრიეთ და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

სელის თესლი ჰემოროისა და სწორი ნაწლავის ანთების დროს

რეკომენდებულია სელის თესლის ლორწოსაგან დამზადებული, ოდნავ შემთბარი სამკურნალო ოყნები (½ ჭიქა). ოყნის შემდეგ საჭიროა 1 საათით დაწოლა.

სელის თესლი, როგორც სასაქმებელი საშუალება

სელის თესლი მზადდება შემდეგი სახით: 1 სუფრის კოვზს დაასხით  2 ჭიქა ადუღებული წყალი, ანჯღრიეთ 10-15 წუთი; გაწურეთ და მიიღეთ  ½ ჭიქა დილით უზმოზე.

სელის თესლი  შინაგანი შეშუპების დროს

4 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას.  გააჩერეთ 1 საათი, შეგიძლიათ არ გაწუროთ. გემოს მისაცემად დაუმატეთ  ლიმონის წვენი. მიიღეთ  2 საათის შემდეგ, ½ ჭიქა 6-8-ჯერ დღეში. ეფექტი მიიღწევა 2- 3 კვირაში. უმჯობესია ცხელის დალევა.

სელის თესლი  პოდაგრისა  და რევმატიზმის დროს

2 ჩაის კოვზი სელის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი და  ხარშეთ 15 წუთი. გააჩერეთ 10 წუთი; შემდეგ ანჯღრიეთ 5 წუთი; გაწურეთ  დოლბანდში.  მიიღეთ  1 სუფრის კოვზი, დღეში 4-5-ჯერ.

სელის თესლი  ქრონიკული შეკრულობის დროს

ყოველდღიურად  (საღამოობით) მიიღეთ  1 ჭიქა გაუწურავი ნაყენი, დოზით –  1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა ადუღებულ  წყალში.  ბავშვებს ½ ჭიქა. ნაყენი  ყოველთვის უნდა იყოს ახალი.

სელის თესლი  ფაღარათის დროს

1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით  ½ ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.  გაწურეთ  და გამოიყენეთ 1 ოყნისათვის.

სელის თესლი  პიელონეფრიტის დროს

სელის თესლი – 40 გრამი,  ფშნის ეკალი (стальник полевой) (ფესვი) – 30 გრამი; არყის ხის  ფოთლები – 30 გრამი. მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 10 გრამი ნედლეული,  დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური  და გააჩერეთ  წყლიან აბაზანაზე 15 წუთი.  გააციეთ 45 წუთი; დარჩენილი მასა  გადაწურეთ და  შეავსეთ  ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ  1/3-1/4 ჭიქა ნაყენი, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ.

სელის თესლი  ხველის დროს

2-3 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა ცხელი წყალი, ანჯღრიეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაამატეთ  5 ჩაის კოვზი ძირტკბილასფესვი, 1,5 ჩაის კოვზი ანისი, 400 გრამი თაფლი (უმჯობესია ცაცხვის) და კარგად აურიეთ. შემდეგ  ეს ნარევი ხარშეთ  5 წუთი, გააგრილეთ და  გაწურეთ. მიიღეთ    2/3 ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

სელის თესლი  წყალმანკის დროს

4 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით  1 ლიტრი წყალი და ადუღეთ  15 წუთი; შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი; შეგიძლიათ არ გაწუროთ. მიიღეთ  2 საათის შემდეგ  ½ ჭიქა,  დღეში 6-8-ჯერ, ცხელ მდგომარეობაში.  შედეგი –  2-3 კვირაში მიიღწევა.

სელის თესლი  გასტრიტის დროს

20 გრამ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ 5 საათი და გაწურეთ.  მიიღეთ  ½ ჭიქა.

სელის თესლი, როგორც შარდმდენი

1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი  3-4-ჯერ დღეში.

სელის თესლი პირში მწარე გემოს დროს

დაფქვით  სელის თესლი, ისე, რომ  მიიღოთ ერთი სუფრის კოვზი სელის ფხვნილი; მოადუღეთ,  როგორც თხევადი კისელი. მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამამდე.

სელის თესლი ხველის დროს

1 კვირის განმავლობაში პაციენტს დაალევინეთ  სელის თესლის ჩაი.

აღნიშნულ ბროშურაში მოყვანილია ასევე მრავალი კულინარული რეცეპტი, რომელიც სელის თესლისა და მისი ფხვნილის გამოყენებას უკავშირდება.

წყარო: http://healthonrawfood.ru/semya-lna-pishhevaya-tsennost-sostav-semeni-lna-polza-semeni-lna-primenenie-semeni-lna-retsepty-video-o-polze-lna#ixzz3OMEU6lOu
მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”