ბაღი და ბოსტანი იძლევიან ,,ვერცხლის“ ბარაქას

ბაღი და ბოსტანი იძლევიან ,,ვერცხლის“ ბარაქას

კოლოიდური ვერცხლი (კონცენტრატი) წარმატებით გამოიყენება მებაღეების და მებოსტნეების მიერ მოსავლიანობის გადიდებისა და შენახვის ვადის გახანგრძლივებისათვის, მავნე მიკრო ორგანიზმებისადმი მცენარეთა იმუნიტეტის ასამაღლებლად, მოჭრილი ყვავილებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის.  

თესლების გაღვივება

თესლთა გაღვივებისთვის საჭირო წყალი მზადდება შემდეგნაირად: ერთ ჭიქა (200 მლ.)  ჩვეულებრივ წყალში გავხსნათ კოლოიდური ვერცხლის კონცენტრატის ორი სუფრის კოვზი. ამ წყლით უნდა დასველებულ იქნეს ქაღალდის ხელსახოცი, რომლის ფენებს შორის უნდა ჩაიყაროს გასაღვივებელი თესლი.

ტუბერებისა   და   თესლის  ჩალბობა  დათესვის წინ

  ტუბერებისა და თესლის ჩალბობისათვის გამოიყენება იგივე კონცენტრაციის    წყალი,    როგორიც ზემოთ იყო აღწერილი.   ჩალბობის ხანგრძლივობაა 2–3    საათი.

მცენარეთა და ჩითილის მორწყვა

კოლოიდური ვერცხლის ხსნარით ოთახის მცენარეების მორწყვისას ხდება მიწის გაუვნებელყოფა მიკრო ორგანიზმებისაგან, ობისაგან და სოკოებისაგან. მცენარეთა მოსარწყავად გამოიყენება შემდეგნაირად დამზადებული წყალი: ერთ ჭიქა კოლოიდური ვერცხლის კონცენტრატი იხსნება 10 ლიტრა წყალში.

მცენარეთა შეწამლვა

მცენარეთა შეწამლვისათვის გამოიყენება ისეთივე კონცენტრაციის წყალი, როგორიც მათი მორწყვისათვის.

მოჭრილი ყვავილების ხანგრძლივად  შენახვა

ამ შემთხვევაშიც გამოიყენება იმავე კონცენტრაციის წყალი, როგორიც მცენარეთა მორწყვისათვის. ყოველდღიურად შევცვალოთ წყალი ახალგამზადებულით.

_________________________________________________

    • პოსტი წარმოადგენს უცხოური მასალების დაიჯესტს და არ ეფუძნება დამოუკიდებელ სამედიცინო კვლევებს.
    • Facebook-ზე კოლოიდური ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მომხმარებელთათვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი.
    • გაწევრიანდით Face-ჯგუფში https://www.facebook.com/groups/354213658073494/, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
    • ქართულ სამედიცინო პორტალზე www.medgeo.net  შექმნილია სპეციალური საიტი.
    • ”კოლოიდური ოქრო, ვერცხლი და სპილენძი” https://www.medgeo.net/2014/10/02/koloiduri-vercxli/
    • ეს პოსტი და მასალები და   ეკუთვნის საქველმოქმედო საზოგადოებას „ამაგდარი“. იგი არის პასუხისმგებელი შინაარსზეც.  ოფისი:  2364946; ელ. ფოსტა   amagdari@gmail.com. მოგვაწოდა პროფ. ვ. შარაშიძემ.

გადასვლა >>>> ,,კოლოიდური ვერცხლი”

..