ცხოვრება ჭარბი ქოლესტერინით

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია ერთ-ერთი ლიზოსომური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება პლაზმაში ქოლესტერინის ძირითადი გადამტანი ცილის – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონის მომატებით. ხოლო ადამიანური ენით რომ ვთქვათ,  ეს არის  ორგანიზმში ჭარბი ქოლესტერინის დაგროვება.

ყოველთვის გვესმოდა ფრაზა, რომ „ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია.“ ეს ასეა, დღეს ჭარბი ქოლესტერინის მატარებელ ადამიანთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, უზარმაზარი ამერიკიდან დაწყებული  პატარა ქვეყნების მოსახლეობით დამთავრებული,  განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ამ დაავადების წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გლობალურ პრობლემამდე მივიდა. მიზეზი ერთია, ადამიანები არ ერიდებიან არაფრის ჭამაზე უარის თქმას, ირგვლივ სწრაფი კვების ობიექტები მუდამ სავსეა ცხიმიანი საკვების მოყვარული ხალხით, იმ ადამიანებით, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ, თუ რა შედეგი მოჰყვება გემრიელი, მაგრამ არაჯანსაღი საკვების მიღებას.

მოსახლეობას არც კი აქვს გაცნობიერებული, თუ რა საშიშია ჭარბი ქოლესტერინი მათ ორგანიზმში და რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ამ ყოველივეს ზოგჯერ ადამიანი. მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზული ბალთების განვითარება, ინფარქტი,  ეს მცირე ჩამონათვალია იქიდან, თუ რას იწვევს ჭარბი ქოლესტერინის დაგროვება.

დღეს მირთმეული და დაგემოვნებული გემრიელი საკვები შესაძლოა, ხვალ სისხლძარღვების კედლების დაცობის და სისხლის გადაადგილების შემაფერხებელი აღმოჩნდეს. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს არაერთი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით, იღებენ სხვადასხვა წამლებს, იცავენ დიეტებს. ეს ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველა ზემოთხსენებული სავალალო შედეგი.

ამრიგად, ჭარბი ქოლესტერინით ცხოვრება, ეს გაუსაძლისი ყოფაა, ერთგვარი მოლოდინი ორგანიზმის საბოლოოდ განადგურების. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა გააანალიზოს ეს ყოველივე, გააცნობიეროს, რომ ჯანსაღი ცხოვრება სიცოცხლის გამახანგრძლივებელია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის. სტატია მოამზადა რუსუდან ცქიტიშვილმა; გადასვლა >>> ქოლესტერინი