ქოლესტერინის მაღალი დონე სმენას აუარესებს

ყურის ნიჟარას უჯრედების მემბრანებში ქოლესტერინის მაღალმა დონემ შეიძლება ადამიანის სმენაზე გავლენა იქონიოს. მედიცინის კოლეჯ Baylor (ა.შ.შ) -ის ოტოლარინგოლოგები ამბობენ, რომ ნივთიერებების რაოდენობა ორგანიზმის ამ ნაწილში დაბადებიდან ფორმირდება და სიცოცხლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ იცვლება. თუმცა, ქოლესტერინის დონე სისხლში ადამიანის დიეტური პარამეტრების მიხედვით იცვლება, რაც ასევე მოქმედებს მის რაოდენობაზე ყურის უჯრედებში.

მედიკებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი პორციებით ცხიმიანი საკვების რეგულარული მიღება ზრდის ქოლესტერინის დონეს, მოქმედებს არამარტო გულის ჯანმრთელობაზე, არამედ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს სმენაზეც. ექიმების ახსნით, არსებობს ორი ტიპის სენსორული უჯრედი ყურში – გარეთა და შიგნითა. გარეთა უჯრედები, თუ მათზე ქოლესტერინის არასწორი დონე მოქმედებს, აზიანებენ ყურის არხებს და არასწორად რეაგირებენ გარე ბგერებზე.

ამის გამო, ხმაურის ტალღები თანდათანობით წყვეტენ უჯრედებამდე მისვლას, და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადამიანი პრაქტიკულად ყრუ ხდება. ამასთან დაკავშირებით, ჯანმრთელი საკვების არჩევა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცხიმიანი პროდუქტების რაციონიდან ამოღებით შეგვიძლია რეგულირება მოვახდინოთ ქოლესტერინის რაოდენობის პასუხისმგებელ უჯრედულ მექანიზმებზე, ვარაუდობენ სპეციალისტები.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა

_______________________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი

..