ქოლესტერინი დიაბეტის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი
გლუკომეტრები

თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, მაშინ ქოლესტერინის მომატებული დონე მისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც სისხლის მაღალი წნევა. ნორმად მიღებულია ჩაითვალოს საერთო ქოლესტერინის ოდენობა დიაპაზონში – 3.0-5.5 მმოლ/ლ. და თუ მისი რაოდენობა აღწევს 6.2-ზე მაღალ ნიშნულს, მაშინ ეს სხვადასხვა სახიფათო გართულებების საფუძველს იძლევა  პაციენტის ორგანიზმში (გულის იშემიური დაავადება, სისხლძარღვების დაავადება და სხვა) და საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ხშირად დიაბეტიკებს უფრო მაღალი ქოლესტერინის დონე აქვთ, ვიდრე სხვა ჯანმრთელ ადამიანებს.

ქოლესტერინი – საერთო მონაცემები

ის არის უჯრედულ მემბრანებში შემავალი ცხიმოვანი სპირტი, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს თავის ტვინისა და იმუნური სისტემის მუშაობაში. ქოლესტერინი საჭიროა D ვიტამინის სრულფასოვანი გამომუშავებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონების, მათ შორის სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაში. მის დიდ ნაწილს (დაახლოებით 80%) თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს, და 20% კი საკვებთან ერთად აღწევს შიგნით.

არსებობს ქოლესტერინის რამდენიმე ჯგუფი:

უკანასკნელი იცავს სისხლის გადამტან ძარღვებს ათეროსკლეროზისგან, ის კარგად იხსნება წყალში და არ ილექება, ამიტომ მას პირობითად ეძახიან „კარგს“. პირველი ორი ქოლესტერინი კი ძარღვების კედლებზე ქმნიან ფირფიტებს, ამცირებენ მათ სანათურს, წყალში არ იხსნებიან და უწოდებენ „ცუდებს“.

ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ის რიგი ფაქტორები,   რომელთაც შეუძლიათ  „ცუდი“   ქოლესტერინის  მომატება  სისხლის შემადგენლობაში:

  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • სიმსუქნე;
  • არასწორი კვება;
  • მოწევა;
  • ჰიპოდინამია.

მაღალი ქოლესტერინი შაქრიანი დიაბეტის დროს – რისი გაკეთება შეიძლება

ექიმები თავიანთ პაციენტებს ურჩევენ სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლს და მათი რეკომენდაციების მოსმენას, რომლებიც ეხმარებიან ამ მაჩვენებლების გამოსწორებაში:

  • გამოწერილი დიეტის დაცვა;
  • ზედმეტი წონის დაკარგვა;
  • ფიზიკური დატვირთვებით ყოველდღიური დაკავება;
  • მოწევის გადაგდება.

დიაბეტიკების კვება მომატებული ქოლესტერინის დროს

სწორი დიეტა გვეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებაში და ბევრი გართულების თავიდან აცილებაში, როგორებიცაა ინსულტი, ათეროსკლეროზი, ინფარქტი, თრომბოფლებიტი, გულის იშემიური დაავადებები და ა.შ. მოვიყვანოთ სწორი კვების რამდენიმე წესი:

  1. საკუთარ რაციონში შევიტანოთ უფრო მეტი თევზეულობა (ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა, ჰეკი)
  2. გამოვრიცხოთ ძეხვი, პაშტეტები და სოსისები;
  3. ცხოველური წარმოშობის ცხიმების მიღება დავიყვანოთ მინიმუმამდე – უპირატესობა მივანიჭოთ საქონლის ხორცს და ფრინველების ხორცს;
  4. რაციონიდან გამოვრიცხოთ სუბპროდუქტები (თირკმელები, ღვიძლი), ზღვისპროდუქტები (კრევეტები) და ფასტ-ფუდი;
  5. შევცვალოთ ცხოველური ცილა მცენარეულით – თხილი და კაკალი, ოსპი, ლობიო და ბარდა. არ მიიღოთ კვერცხი კვირაში 2-3 -ზე მეტი;
  6. კარაქი შევცვალოთ მცენარეული ზეთებით (ზეითუნის, სეზამის, სელი);
  7. რძის პროდუქტები მივიღოთ ცხიმის დაბალი შემცველობით;
  8. სალათები შევანელოთ მცენარეული ზეთით, სოიოს სოუსით, ლიმონის წვენით;
  9. რაციონში შევიტანოთ ფაფები და უხეში ბურღულეული;
  10. მიიღეთ ბოსტნეულის წვენები;
  11. კერძები არ შეწვათ, არამედ მოთუშეთ, მოხარშეთ ან მოამზადეთ ორთქლზე და ღუმელში;
  12. ყავაზე თქვით უარი, უკეთესია მიიღოთ მწვანე ჩაი;
  13. მიიღეთ მეტი ბოსტნეული (ბროკოლი, სტაფილო, ხახვი) და ხილი (გრეიფრუტი, ავოკადო, ლეღვი).

მაღალი ქოლესტერინი და დიაბეტი შეუთავსებელია, რადგან მას შეუძლია მიგვიყვანოს ჯანმრთელობის პრობლემებამდე, სახიფათო და სერიოზულ გართულებებამდე. გახსოვდეთ ეს და დროულად მიიღეთ აუცილებელი ზომები რისკის შესამცირებლად, რათა იცხოვროთ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით. წყარო: http://diabetal.net/interesno/477-kholesterin-pri-diabete; სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი


ქოლესტერინი დიაბეტის დროსქოლესტერინი დიაბეტის დროსFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🆘 თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, მაშინ ქოლესტერინის მომატებული დონე მისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც სისხლის მაღალი წნევა.
📊 ნორმად მიღებულია ჩაითვალოს საერთო ქოლესტერინის ოდენობა დიაპაზონში – 3.0-5.5 მმოლ/ლ. და თუ მისი რაოდენობა აღწევს 6.2-ზე მაღალ ნიშნულს, მაშინ ეს სხვადასხვა სახიფათო გართულებების საფუძველს იძლევა პაციენტის ორგანიზმში.
📌 ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ის რიგი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ „ცუდი“ ქოლესტერინის მომატება სისხლის შემადგენლობაში:
➡️ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
➡️ სიმსუქნე;
➡️ არასწორი კვება;
➡️ მოწევა;
➡️ ჰიპოდინამია.
🩸 ექიმები თავიანთ პაციენტებს ურჩევენ სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლს და მათი რეკომენდაციების მოსმენას, რომლებიც ეხმარებიან ამ მაჩვენებლების გამოსწორებაში:
✅ გამოწერილი დიეტის დაცვა;
✅ ზედმეტი წონის დაკარგვა;
✅ ფიზიკური დატვირთვებით ყოველდღიური დაკავება;
✅ მოწევის გადაგდება.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად სტატიიდან – https://bit.ly/3XizLWd
#ქოლესტერინი #დიაბეტი #ქოლესტერინიდიაბეტისდროს #ქოლესტერინიდადიაბეტი #დაბალისიმკვრივისქოლესტერინი #მაღალისიმკვრივისქოლესტერინი #ათეროსკლეროზულიფოლაქი #სისხლისკოლტი #გულისშეტევა #ინსულტი #დიეტადიაბეტისდროს #ჭარბიწონა #არასწორიკვება #ჰიპოდინამია #სიგარეტისმოწევა #სიმსუქნე #ალკოჰოლიზმი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10