იმპოტენცია და გამოსაყენებელი საშუალებები ამაზონზე

დღეს, ტერმინის „იმპოტენციის“ მაგიერ გამოიყენება ტერმინი „ერექციული დისფუნქცია“.
ითვლება, რომ ეს ტერმინი უკეთესად ასახავს საგანს.
მიუხედავად, ამისა ბევრი კვლავ იყენებს ტერმინს „იმპოტენცია“ და ჩვენც, ამ სტატიაში  ტრადიციას მივყვებით

იმპოტენცია და გამოსაყენებელი საშუალებებიიმპოტენციის მიზეზებისა და მისი მკურნალობის დეტალურ განხილვამდე მიზანშეწონილი იქნება ერექციის მექანიზმი განვიხილოთ.

ერექცია სასქესო ასოს ზომაში მომატება და გამკვრივებაა.  ეს პროცესი მღვიმოვანი სხეულების ღრუების სისხლის ავსების გამო ხდება. იმისთვის რომ ეს ღრუები სისხლით აივსოს, კავერნოზულმა გლუვმა მუსკულატურამ უნდა მიიღოს ბრძანება მოდუნების შესახებ პარასიმპათიკური ნერვული იმპულსის სახით. როცა ნერვული იმპულსი შეასრულებს საკუთარ ფუნქციას, არტერიული ნაკადი იწყებს ზრდას და მომატებას იწყებს ინტრაკავერნოზული წნევა. შემდეგ ვენური წნულების მიჭყლეტა და ვენური უკუდინების შეჩერება ხდება. ზუსტად ეს მექანიზმი განაპირობებს პენისის მაქსიმალურ სიმკვრივეს. ორგაზმის წინ კი შორისის კუნთები იკუმშება, სრული ორგაზმის დასადგომად.

ორგაზმისა და ეაკულაციას შემდეგ ხდება პენისის მოდუნება. ამ პროცესს  დეტუმენსცენცია ეწოდება.

ამ პროცესს აკონტროლებს სიმპათიკური ნერვული სისტემა ვაზოკოსტრიქტორული ეფექტის ხარჯზე. დეტუმენსცენცია ხდება მაშინაც, როდესაც სექსის დროს არსებობს რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი.

ერექციის არქონას ან მის შენარჩუნების უნარის არქონას, იმპოტენცია ეწოდება. იმპოტენცია ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა და ყოველთვის არ გულისხმობს სასქესო ფენქციის სრულ დაკარგვას, თუმცა ყოველთვის გულისხმობს პაციენტის სექსუალური ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

ევროპასა და ა.შ.შ.-ში ერექტიული დისფუნქციის გავრცელების სტატისტიკური სურათი ასე გამოიყურება:

ასაკი და იმპოტენცია

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ იმპოტენცია მამაკაცის დაბერების გარდაუვალი მოვლენაა და მასთან ბრძოლა შედეგს არ გამოიღებს. იმპოტენცია ხშირად გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები, დეპრესია და ა.შ.

იმპონციის მიზეზებია:

 

იმპოტენცია - მიზეზების სტატისტიკა

ყველაზე ხშირი ფსიქოგენური და ორგანული იმპოტენციაა, დანარჩენი მიზეზები კი დამოუკიდებლად იშვიათად იწვევენ იმპოტენციას.

იმპოტენციის დიაგნოსტირება გამომწვევი მიზეზისგან დამოუკიდებლად ხდება სამ ეტაპად:

  1. ანამნეზი
  2. ლაბორატორიული გამოკვლევა
  3. ინსტრუმენტული ტესტები

დიაგნოსტიკა მოიცავს – ანამნეზის ყურადღებით შეგროვებას, ლაბორატორიულად: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (გლუკოზა, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები), ჰორმონალური სკრინინგი, PSA (პროსტატსპეციფიკური ანტიგერნი)  განისაზღვრება 45 წელს ზევით პირებში.

იმპოტენციის მკურნალობაც მოიცავს სამ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი – მედიკამენტოზური მკურნალობა, ვაკუუმ-კონსტრიქტორული ხელსაწყოები (პომპები)
  2. მეორე ეტაპი – ინტრაკავერნოზული ინექციები, ინტრაურეთრალური თერაპია

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მიზნით გამოიყენება:

  • მცენარეული საშუალებები: ჟენშენი, სეალექსი
  • სასქესო ასოს ვაკუუმის ხელსაწყოები
  • სასქესო ასოს პროთეზები
  • ფსიქოთერაპია
  • მასაჟი

განვითარეული ქვეყნების უმეტესობაში  ნებადართულია ერექციული დისფუნციის 4 პრეპარატი, რომლებიც მიეკუთვნება პერიფერიულად მოქმედ მედიკამენტებს ანუ მხოლოდ სამიზნე ორგანოზე მოქმედებენ.

ესენია:
მეორე თაობის პრეპარატი:
…….ავანაფილი (50, 100, 200 მგ)  იყიდება ბრენდ სახელებით: სტენდრა Stendra და სპედრა Spedra
პირველი თაობის პრეპარატები:
…….სილდენაფილი (25, 50 და 100 მგ)  – იყიდება ვიაგრას ბრენდ სახელით (Viagra)
…….ტადალაფილი (10 მგ, 20მგ) – იყიდება ციალისის ბრენდ სახელით (Cialis)
…….ვარდენაფილი (5 მგ, 10 მგ, 20 მგ)  – იყიდება ლევიტრას ბრენდ სახელით (Levitra)

მათი მიღება მოთხოვნისამებრ ხდება. ეს პრეპარატები მაღალი ეფექტურობით (80%) გამოირჩევა და ორგანიზმიც შედარებით კარგად იტანს.

ყველა ეს პრეპარატი იყიდება ამაზონზე. მათ შესაძენად, შეგიძლიათ დააკლიკოთ ჟოლოსფერ ტექსტებს.

ბმები :

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

 

impotencia

—  სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა