მენსტრუაცია პირველი სექსის შემდეგ

პირველი სექსი ყველა ქალისთვის არის გარკვეულწილი განცდების ობიექტი და როცა პირველი სექსის შემდეგ რაიმე ცვლილებებს ამჩნევენ, განსაკუთრებულად ნერვიულობენ ამ საკითხზე. პირველი სექსის შემდეგ ქალების ნაწილი იმედიანად ელის, ნაწილს კი ეშინია დაორსულების. საყურადღებოა, რომ პირველი სექსის შემდეგ მენსტრუალური ციკლი შეიძლება აირიოს.

მენსტრუალური ციკლის ცვლილებები შესაძლოა გამოიხატოს, როგორც მენსტრუაციის ადრე მოსვლით, ასევე მისი გადაცდენით. პირველი სექსის შემდეგ მენსტრუაცია შეიძლება იმავე დღეს დაეწყოს ქალს, ან გადაუცდეს 2-4 კვირით.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პირველი სექსის შემდეგ, მენსტრუაციის გადაცდენის მიზეზები:

პირველი მიზეზი არის ორსულობა. ეს ვარიანტი პირველი განხილება გადაცდენის დროს. დაორსულების რისკი პირველი სექსის დროს არის მაშინ, როცა წყვილი არ იყენებს კონტრაცეფციის არანაირ მეთოდს. პირველი სექსის შემდეგ გადაცდენა თუ 7 დღეზე მეტია, უკვე ტესტის გაკეთების საჭიროება იქმნება. აზრი არა აქვს ტესტის გაკეთებას უშუალოდ სექსის შემდეგ, რადაგან განაყოფიერებას და ქორიონული გონადოტროპინის სინთეზს სჭიდება დრო, საშუალოდ 7 დღე;

 მენსტრუაციის გადაცდენის მიზეზი შესაძლოა იყოს მოჭარბებული ნერვიულობა. ეს ვარიანტი განიხილება მას შემდეგ, რაც ტესტი აჩვენებს უარყოფით პასუხს. უმრავლეს შემთხვევაში პირველი სექსი იწვევს ემოციურ გადაძაბვას. როცა ქალი განსაკუთრებულად განიცდის და ნერვიულობს, მენსტრუაცია შეიძლება არა მხოლოდ რამდენიმე დღით, შესაძლოა რამდენიმე კვირითაც გადავადდეს;
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გოგონებში ძალიან ხშირია. მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების პროცესში, რამაც შესაძლოა 17-18 წლამდე გასტანოს, თუკი მოხდება სქესობრივი კონტაქტი, შესაძლოა მენსტრუაცია გადაუცდეს გოგოს, მაგრამ ეს არ იქნება პირველ სექსთან კავშირში.


..
..