ლიბიდო და ასაკი

ცუდ სექსს აქვს ორი მიზეზი: გამოუცდელობა და შეუფერებელი ასაკი. ჩვენი ლიბიდო ასაკთან ერთად იზრდება, ამიტომ გასაკვირი არაა მორიდებული გოგონა 35 წლის ასაკში თუ მგზნებარე და გაუმაძღარ ქალად გადაიქცევა. ქალებში ხომ ეს ასაკი ლიბიდოს პიკია.

20 წლამდე

ქალისთვის სექსუალურ ცხოვრებას მართავს ჩამოუყალიბებელი ჰორმონალური ფონი, რომელთა დონე ხან იმატებს,  ხან იკლებს. ამასთან ერთად ლტოლვა ხან იმატებს, ხან იკლებს და ხან საერთოდ ქრება. ამ პერიოდში არარეგულარული ორგაზმი ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან გოგონამ და ხშირად პარტნიორმაც არ იცის გოგონას სხეული.

ეს ასაკი მამაკაცისთვის ჰორმონალური პიკია! ყველაზე ხშირად ამ ასაკში იცვლიან პარტნიორებს. ჰორმონებს გრძნობებზე მაღლა აყენებენ, წინ ფიზიოლოგიური დაინტერესება იწევს. ერექციები ხშირია და ხშირად უადგილო.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


30 წელი

ამ ასაკში ქალს საკუთარი სურვილები კარგად ესმის და სხეულსაც კარგად ფლობს. შედარებით ადვილად დგება ორგაზმი და ეს ასაკი 40 წ-მდე სექსუალურობის პიკია. ლიბიდოს დროებითი დაქვეითება შვილის გაჩენამ შეიძლება გამოიწვიოს.

მამაკაცს ამ ასაკში პარტნიორის კარგად ესმის. სპონტანური ერექციების რიცხვი იკლებს. 40 წ-მდე კაცი უმაღლეს პილოტაჟად ითველბა.

40 წელი

ქალისთვის სექსუალურობის მეორე პიკი 40-42 წლის ასაკში დგება. ჰორმონების დონე მაღალია. სექსის მოთხოვნილება შედარებით იკლებს. 40-50 წელი მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმი მენოპაუზისთვის ემზადება. ლიბიდო ქვეითდება, საშოში სიმშრალე იწვევს დისკომფორტს, ამიტომ ექიმთან მისვლა და მითითების შესრულებაა საჭირო.

საშუალო ასაკის კრიზისი, აი რისი ეშინიათ ამ ასაკის მამაკაცებს. პირადი ცხოვრების სტაბილურობა მათთვის რუტინა ხდება, კაცები ეძებენ ახალგაზრდა პარტნიორებს. ამ პერიოდშია მეუღლის ღალატის რისკი. ამ პერიოდში წყვილმა ახალი პოზების ცდა უნდა დაიწყონ, ასევე სექსუალური თამაშები და ა.შ.

50 წელი

მენოპაუზა – საკმაოდ დიდი ჩავარდნა ქალის სექსუალურ ცხოვრებაში. გულის მხრივ პრობლემები და წონაში მატება ამ დროს ხშირია, რაც თავისთავად აქვეითებს ლიბიდოს. ჰორმონოთერაპიით სექსის ჩანაცვლება ამ ასაკში სპეციალისტების რწმუნებით დადებითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე. მენოპაუზის შემდეგ დაორსულების რისკი აღარ არსებობს, ამიტომ სექსუალური ცხოვრები დაწყებისთვის ეს ასაკი ახალი საფეხურივითაა.

მამაკაცებს სურვილი კი შეიძლება გაუძლიერდეთ, მაგრამ ფიზიოლოგიას სად წაუხვალ, ის ზოგჯერ გვღალატობს: სუსტი ერექცია, ერექტიული დისფუნქცია, პროსტატიტის მაღალი რისკი, გულის ასაკობრივი პრობლემები, წონაში მატება. მამაკაცს ამ ასაკში ხშირად ეშინია კრახის. ეს კი დამატებითი პრობლემაა სექსუალური ცხოვრებისთვის.

60-70 წელი

სექსუალური ცხოვრება ქრება. თუმცა არსებობს გამონაკლისები, როგორც ამ ეტაპის დაგვიანების შემთხვევები, ისე ადრე დადგომის.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”