მენსტრუაცია

მენსტრუაცია (ლათ.mensis თვე) – მენსტრუაციული ციკლის ნაწილი, როდესაც ხდება ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის ჩამოშლა, რაც სისხლდენითაა გამოხატული. მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება მისი ათვლა. მენსტრუაციული სისხლი არ არის შედედებული, მუქი ფერისაა და ეს იმითი აიხსნება, რომ მასში ფერმენტების დიდი რაოდენობაა.

მენსტრუაცია თვეში ერთხელ ხდება, მაგრამ მისი არასტანდარტული ვადებიც არსებობს. მენსტრუაცია არ არის სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ლორწოვანზე პლაცენტის მიმაგრების ადგილზე რჩება ჭრილობა, საიდანა მოდის შიგთავსი შეხორცებამდე. ლაქტაციის დროს ხშირად მენსტრუაცია არ აღინიშნება, ეს კი ლაქტაციური ამენორეაა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


მენარქე არის პირველი მენსტრუაცია, რომელიც 12-14 წლის ასაკში დგება (ხან ვარირებს 9-დან 20-მდეც). მენარქეს შემდგომ მენსტრუაცია 2-3 თვეში მოდის და დროთა განმავლობაში ციკლი ყალიბდება, იქცევა 28 დღიან ციკლად, თუმცა ხანგძლივობა 21-დან 35 დღემდეც შეიძლება იყოს. ზუსტად 28 დღე ქალების 13% აქვს.

მენსტრუაციის საშუალო ხანგძლივობაა 2-8 დღე, სისხლდენა საშოდან ვითარდება. მაგრამ ენდომეტრიოზის (საშვილოსნოს ქსოვილების საშვილოსნოს გარეთ სხეულის სხვადასხვა უბნებში განვითარება) დროს სისხდენა სხეულის სხვადასხვა ნაწილშიც შეიძლება აღინიშნოს.

მენოპაუზა დგება 40-57 წლებში. შედარებით ხშირია 50-52 წელი.

ვინაიდან მენსტრუაციული გამონადენი ბაქტერიების განვითარებისთვის საუკეთესო გარემოა, მენსტრუაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა – საფენების ხშირად გამოცვლა და დღეში 2-3-ჯერ დაბანვა. აბაზანები, საუნები და აუზზე წასვლა სასურველი არაა.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა