სექსუალური სურვილის არ ქონა ქალებში

სექსუალური სურვილი მთელი ცხოვრების მანძილზე ხან იმატებს, ხან იკლებს და ხან საერთოდ ქრება. ასეთი ცვლილებები ქალის ორგანიზმში განსაკუთრებით არის გამოხატული, რადგან ქალის სექსუალურ სურვილებზე გავლენას ახდენს მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

მაგალითად, ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალს სექსის სურვილი უქრება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალი უნდა იყოს მზად ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მას მომთმენი და მოსიყვარულე პარტნიორი უნდა უჭერდეს მხარს.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


სექსუალური სურვილის გაქრობას ასევე განაპირობებს მენოპაუზა, საკვერცხეების ამოკვეთა. ამ დროს აუცილებელია ჰორმონოთერაპია და მდგომარეობა გამოსწორდება.

თუკი სექსუალური სურვილის გაქრობა ფსიქოლოგიურია (ოჯახური პრობლემები, პარტნიორის მხრიდან იმედგაცრუება და ა.შ.), ქალების დიდ ნაწილს უბრალოდ თავიანთი პარტნიორი არ იზიდავთ, როგორც სექს-პარტნიორი, მათგან ისინი ვერ იღებენ სიამოვნებას დ ვერ განიცდიან ორგაზმს. შესაბამისად, სექსუალური ლტოლვა ქრება.

სექსუალური სურვილის არ ქონა ხშირად დაკავშირებულია გადატანილ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან. ამ დროს საჭიროა სექს-თერაპევტების ჩარევა, რომ ქალს გაუქრეს სექსის შიში თუ სიძულვილი. ფსიქოლოგიური ტრავმის მკურნალობა, როგორიცაა – გაუპატიურება, რომელიც ძლიერ ფსიქიკურ ტრავმასთანაა დაკავშირებული და ამ დროს ფრიგიდულობა ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

თუ ქალს აქვს ცოტა ვაგინალური სეკრეტი, ესე იგი ქალი არ არის კარგად აგზნებული და საჭიროა ხანგძლივი პრელუდია. თუმცა თუ საშოს სიმშრალე დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემებთან, მაგალითად მენოპაუზასთან ან მენსტრუაციის დარღვევასთან, საჭიროა ლუბრიკანტის გამოყენება.

ვაგინიზმი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ქალებს აქვთ პენისის შიში და სურვილის არქონა ამ დროს ლოგიკურია. ანორგაზმიის დროს, ქალი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ განიცდის ორგაზმს, ამიტომ მას დროთა განმავლობაში უქრება სექსუალური სურვილი და სექსი აღარ უნდება. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, მასტურბაციით ორგაზმის მიღწევას, სექს-თერაპიებს.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა