სექსუალური ტემპერამენტი

ქალის და მამაკაცის ტემპერამენტების შეთავსებაზეა დამოკიდებული სექსუალური ცხოვრების წარმატებულობა. ტემპერამენტი ადამიანს თანდაყოლილი აქვს, რომელიც მეტწილად ისაზღვრება ჰორმონების დონით, ამიტომ სექსუალურობის გაზრდა ან შემცირება ადამიანის ნორმალური ფსიქიკის ფონზე შეუძლებელია.

ქალები, რომლებსაც სისხლში ესტროგენების დაბალი დონე აქვთ, ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან და პირიქით, ვისაც მაღალი აქვთ ესტროგენების დონე სისხლში, საქმიანი, ენერგიული და ტემპერამენტიანები არიან. ქალებში არსებობს ცალკეული ნაწილი – ნიმფომანები, რომელთათვისაც სექსი სიცოცხლეა. დღე-ღამეში 10-15 აქტი მათთვის ნორმალურია ნიმფომანია ხშირია, 2500:1 სიხშირით გვხვდება.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


სექსოლოგები ანსხვავებენ დაბალი, საშუალო და მაღალი ტემპერამენტის მქონე ადამიანებს:

დაბალი ტემპერამენტის მქონე ადამიანებისთვის სექსი უმნიშვნელოა, მათი სქესობრივი მომწიფება გვიან ხდება, სექსი აქვთ თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად და ძალიან კარგად გრძნობენ თავს სექსუალური თავშეკავების დროს. ქალების ეს ტიპი სექსამდე მოფერებას საჭიროებენ, რადგან მის გარეშე პრაქტიკულად ვერ იგზნებიან. ასეთი ჭეშმარიტი სექსუალური სიცივით იტანჯება მოსახლეობის 1%.

საშუალო ტემპერამენტიანი ადამიანები ყველაზე მრვალრიცხვოვან ჯგუფს წარმოადგენენ, დაახლოებით 80%-ს. მათი სექსუალური ცხოვრება მუდმივ ლტოლვას და ლტოლვის არქონას შუაშია სადღაც. ასეთი ადამიანები სიამოვნებას კვირაში 2-3 ჯერ იღებენ.

მაღალი ტემპერამენტის მქონე ადამიანები გრძნობენ თავგადასავლების ძლიერ სურვილს და მუდმივ სექსუალურ წყურვილს. ასეთი ტიპის ადამიანები თანატოლებზე ადრე გადიან  სქესობრივ მომწიფებას და 13-14 წლის ასაკისთვის უკვე საკმაოდ სექსუალურები არიან. მაღალტემპერამენტიან ქალებს სექსამადე მოფერება არ სჭირდებათ, რადგან ისინი უშუალოდ სექსისგან იღებენ ძლიერ სიამოვნებას.

დაბალი და მაღალი ტემპერამენტის მქონე ადამიანების ჯგუფები პროცენტულ უკიდურესობაში მოდიან, 10-10%.

ტემპერამენტის კუთვნილება შეიძლება განისაზღვროს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანტროპომეტრული პარამეტრებით. ამისთვის საჭიროა გაიზომოს ფეხის სიგრძე ბარძაყის ძვლის ბროცვიდან ტერფამდე. შემდეგ სიმაღლე უნდა გაიყოს ამ მაჩვენებელზე. ასე მიიღება ტროხანტერული ანუ ბარძაყის ინდექსი.

  • დაბალი ტემპერამენტი: კაცი -1.85-1.91, ქალი -1.88-1.96;
  • საშუალო ტემპერამენტი: კაცი – 1.92-1.98, ქალი – 1.97-2.0;
  • მაღალი ტემპერამენტი: კაცი – 1.99-2.0, ქალი 2.01-2.05.

იდეალური ურთიერთობისთვის ქალს და კაცს ერთანრი ტემპერამენტი უნდა ჰქონდეთ. თუმცა საშუალო და დაბალი ან საშუალო და მაღალი თანაწყობაც არ არის ცუდი. დაბალი და მაღალი ტიპი თავიდანვე ვერ შედგება, ამ დროს ერთი დაუკმაყოფილებლობით დაიტანჯება, მეორე  კი პირველს სექსუალურ მანიაკად ჩათვლის.

საერთოდ მაღალი ტემპერამენტის მქონე ქალები არიან საშუალო სიმაღლისანი, დიდი მკერდით და განიერი თეძოებით. კაცები კი საშუალო ან დაბალი სიმაღლისანი, მაგრამ მამაკაცური პროპორციული მოყვანილობის არიან(განიერი მხრები და ვიწრო მენჯი).

დაბალი ტემპერამენტის მქონე ქალები არიან ძირითადად მაღლები, პატარა მკერდით და ვიწრო თეძოებით.

პარტნიორის არჩევისას გარეგნობასთან ერთად ტემპერმანეტსაც უნდა მიენიჭოს დიდი მნიშვნელობა, რათა მომავალში თავიდან აცილებული გქონდეთ იმედგაცრუება და პრობლემები.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..