დაორსულება მენსტრუაციის დროს

ბევრ ქალს და მამაკაცს ალბათ აწუხებს კითხვა – მენსტრუაციის დროს რამდენად შესაძლებელია დაორსულება. ქალების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია და თვლის, რომ თავდაცვა ამ პერიოდში არაა აუცილებელი.  სხვათაშორის არდაორსულების იმედი კაცებსაც აქვთ და ამიტომ მენსტრუაციის დროს ეს იმედი იწევს წინ და არა დაუოკებელი სექსის სურვილი ან ვნება. ყველა ქალის ორგანიზმი ნდივიდუალურია და ზოგადად მიღებული ნორმიდან გადახრაც კი შეიძლება ნორმალური იყოს გარკვეული ადამიანებისთვის.

ყველამ იცის განაყოფიერების მექანიზმი. ქალი ორსულდება როცა სპერმატოზოიდი შედის კვერცხუჯრედში, ეს კი ოვულაციის დროსაა შესაძლებელი. კვერცხუჯრედი 2 დღე-ღამემდე ცხოვრობს, სპერმატოზოიდი საშოში „ძლებს“ ერთ კვირამდე. დასკვნა – ნაყოფის ჩასახვა არც ისე ადვილი საქმეა სპერმატოზოიდისთვის, ამიტომ ჩასახვის ძალიან დიდი რისკი მხოლოდ რეგულარული სექსის დროსაა.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.

ოვულაცია მენსტრუაციული ციკლი მოკლე ფაზაა და ციკლის შუა პერიოდშია. თუ მენსტრუაცია 28 დღიანი, ოვულაცია 14 დღეს იქნება (პლიუს-მინუს 2 დღე). ასეთი განრიგით ქალის მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდება. მაგრამ თუ ქალს მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს აქვს და პირიქით, მაღალი რისკის პერიოდი ზუსტად მენსტრუაციას დაემთხვევა. თუკი რომელიმე სპერმატოზოიდის ფალოპის მილში ყოფნა ოვულაციას დაემთხვევა, დაორსულება მოსალოდნელია.

მიუხედავად ამისა, მენსტრუაციის დროს დაორსულება მაინც ძალიან ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელი. სპერმატოზოიდებისთვის პირობები არახელსაყრელია და გამონადენიც ხელს უშლის მის ფალოპის მილში გადაადგილებას.

მენსტრუაციის შემდეგ პირველ დღეებში დაორსულება ძალიან ადვილია, განსაკუთრებით თუ მენსტრუაცია 7-8 დღე გრძელდება. კალენდარზე დაყრდნობა არასაიმეოდა, საჭიროა კარგი კონტრაცეფციის მეთოდი.

და ბოლოს, გინდაც არ არსებობდეს დაორსულების შანსი, კონტრაცეფციის უგულებელყოფა არ შეიძლება. მენსტრუაციის დროს დაუცველმა სექსმა (თუ პარტნიორი ჯანმრთელი არ არის) შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, იმიტომ რომ ამ დროს ქალის ორგანიზმი დაუცველია.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..