იმპოტენციას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამ სტატიაში ეს მიზეზებია მოყვანილი. ერთ-ერთი ენდოკრინული მიზეზია, როდესაც შეინიშნება ტესტიკულური უკმარისობა (პირველადი და მეორეადი), ჰიპერპროლაქტინემია. ან კიდევ მედიკამენტებით ან ნარკოტიკებით გამოწვეული იმპოტენცია:
-
- ანტიანდროგენები – სპირონოლაქტონი, კეტოკონაზოლი, Н2ბლოკატორები – ციმეტიდინი;
- ჰიპოტენზიური საშუალებები – ცენტრალური მოქმედების სიმპათოლიტიკები (კლონიდინი, მეთილდოპა), პერიოფერიული მოქმედების სიმპათოლოტიკები (გუნადრილი), ბეტა-ბლოკერები, თიაზიდური შარდმდენები;
- ანტიქოლინერგული საშუალებები;
- ანტიდეპრესანტები – მაო-ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
- ანტიფსიქოზურები;
- ცნს-ის დეპრესანტები – სედატივები (ბარბიტურატები), ბენზოდიაზეპინები (დიაზეპამი);
- საშუალებები, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებასა და მიჩვევას – მეტადონი, ალკოჰოლი, ჰეროინი.
არსებობს ასევე სხვა მიზეზებიც, როგორებიცაა
პენისის დაავადებები – პეირონის დაავადება, პრიაპიზმი, პენისის ტრავმა. და ნევროლოგიური დაავადებები:
- საფეთქლის წინა წილის დაზიანება;
- ზურგის ტვინის დაავადებები;
- სენსორული შესავლის დაკარგვა:
– Tabes dorsalis;
– ზურგის ტვინის განგლიების დაზიანება; - ერიგენტული ნერვების დაზიანება:
– რადიკალური პროსტატექომია და ცისტექტომია;
– დიაბეტური ავტონომიური ნევროპათია და ნევროპათიები.
სისხლძარღვოვანი დაზიანებები
- აორტის ოკლუზია (ლერიშის სინდრომი);
- სასქესო ან/და მღიმოვანი არტერიების ათეროსკლეროზული ოკლუზია;
- ვენოზური ტონუსის დარღევები;
- სინუსური არხების დაავადებები.
ბმები :
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
1 comment on “იმპოტენციის მიზეზები”