სექსისგან თავშეკავების პერიოდები

ხშირად წყვილის თანაცხოვრების დროს არის პერიოდები, როდესაც სექსისგან თავის შეკავება აუცილებელია.

თავშეკავება მკურნალობის დროს, მაგალითად ურეაპლაზმის მკურნალობისას, აუცილებელია. მკურნალობა გრძელდება 3 კვირა და ამ დროს სექსისგან ჯობია თავი შეიკავოთ. და მკურნალობის დასრულების შემდეგ თუ სახარბიელო ანალიზები არ იქნება, მაშინ სექსთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.

თუ ქალს აღმოაჩნდა სოკო ან სხვა ინფექცია, მაშინ ქალს ენიშნება მკურნალობა. სოკო სქესობრივად არ გადადის, ამიტომ მამაკაცს მკურნალობა არ სჭირდება. მაგრამ მკურნალობის პერიოდში გამოყენებული სანთლები ვერ თავსდება პრეზერვატივებთან, ამიტომ კონტრაცეფციის ამ გზის გამოყენება არ შეიძლება და შესაბამისად სექსისგან თავის შეკავება ჯობს, თუ სხვა მეთოდის გამოყენებას არ დაიწყებენ.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკუნალობისას ასევე აუცილებელია სექსისგან თავის შეკავება.  ეროზიის დროს ძირითადად კეთდება კრიოდესტრუქცია და ამ პროცედურის შემდეგ აუცილებლია 4-6 კვირიანი სქესობრივი თავშეკავება.

მშობიარობა ერთ-ერთი მიზეზია სექსისგან თავის შეკავების. სასურველია 4-6 კვირა სექსის არ ქონა. ამ პერიოდის განმავლობაში საშვილოსნო ორსულობის შემდგომ დარჩენილი ნარჩენებისგან თავისუფლდება და იკუმშება. თუ მშობიარობის დროს იყო ჩახევები, ნაკერები ბოლომდე უნდა შეხორცდეს და მერე განახლდეს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება. მშობიარობის შემდგომ ყველა ქალის იცვლება და მათთვის მძიმე პერიოდი იწყება. ყველა ინდივიდუალურია, ამიტომ შედეგიც თითოეულს თავისებური აქვს.

საკეისრო კვეთა ქალის სამშობიარო გზებს ზოგავს, მაგრამ ჭრილობებს და ნაკერებს შეხორცებას დიდი დრო უნდა და სექსისგან თავისშეკავება ამ შემთხვევაშიც სჯობს დაახლოებით  2 თვემდე.

აბორტის ან მუცლის მოშლის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის კურსის გავლა. ფიზიკური გამოჯანმრთელება 1 თვეს საჭიროებს. ქალისთვის ასევე აუცილებელია ფსიქოლოგიური წონასწორობის და სიჯანსაღის აღდგენა.

მედიკამენტური აბორტი დიდ მკურნალობას არ საჭიროებს, განსხვავებით მინი-აბორტის და კლასიკური აბორტისგან. გინეკოლოგის კონსულტაციის დროს ქალი გაიგებს როდის შეიძლება სექსუალური ცხოვრების აღდგენა.

სპირალის ჩადგმა კონტრაცეფციის ერთ-ერთი მეთოდია და მისი ჩადგმის შემდეგ 10 დღე საჭიროა თავის შეკავება. თავშეკავების დროს ქალი გრძნობს დისკომფოტს, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..