როგორ ქალებს ღალატობენ მამაკაცები???

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

ღალატი ძნელი გადასატანია, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ღალატის შემდეგ, ქალები ყველა კაცში „მომავალ მოღალატეს“ ხედავენ და სჯერათ, რომ კაცებს მოღალატე ბუნება აქვთ. ზოგს შემთხვევაში კაცებს აქვთ მიზეზი, თუ რატომ უღალატეს ცოლებს. აქ ჩამოთვლილია ისეთი ქალების ტიპები, რომლებიც ქმრებს უქრობენ მათ მიმართ სექსუალურ ლტოლვას. ასეთ ქალებს კი კაცები ღალატობენ.

ეგოისტი ქალი

ქალი იმდენად ეგოისტია, რომ მამაკაცი მასთან ვერ ჩერდება.  რა თქმა უნდა ეგოისტები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ქმრისთვის ადგილი აღარ რჩება. ამიტომაც კაცი ეძებს და პოულობს ისეთ ქალს, რომელიც მასზე იზრუნებს, შეიყვარებს და დააფასებს.

ალტრუისტი

მეორე უკიდურესობა. ამ შემთხვევაში ქალი ისე იქცევა თითქოს სახლის დეკორაციაა, ამით კი კაცს აფიქრებინებს, რომ კაცი არის მთავარი და ქალი კი ცარიელ ადგილს წარმოადგენს. არ არის აუცილებელი უკიდურესობაში გადავარდნა. ურთიერთობებისთვის და საერთოდ ცხოვრებისთვის კარგია ოქროს შუალედის პოვნა. მამაკაცი არ დააფასებს ქალს, რომელიც აკნინებს საკუთარ ინტერესებს; ასეთი ქალები ბრიყვებად მიაჩნიათ.

სასოწარკვეთილი დიასახლისი

ცუდია მთელი ცხოვრების ქურასთან გატარება. ქალი, რომელიც საკუთარ თავის პატივს სცემს, „კუხნის მონად“ არასდროს არ გადაიქცევა. ქალს უნდა ჰქონდეს ჰობი, რომელითაც დაკავდება სახლის საქმეებთან ერთად. ეს უნდა იყოს საინტერესო პირველ რიგში მისთვის. როცა კაცი ხედავს მასზე გადამკვდარ ცოლს, ეს მას ორ რადიკალურად გასხვავებულ ემოციას აღუძრავს. კაცი ან მადლობელია ცოლის ასეთი სიყვარულისთვის, თავდადებისთვის და ცოლსაც ამ გრძნობებით პასუხობს. ან კიდევ ცოლის ასეთი სიყვარული ჰბეზრდება და სხვა ქალის ძებნას იწყებს.

ეჭვიანი

ბუნებრივად ეჭვიანმა ქალებმა ჯობია თავი ხელში აიყვანონ. საჭირო არაა ეჭვიანობის სცენების მოწყობა და ყველაფრის ისტერიკით დამთავრება. თუ დაინახავს, რომ მამაკაცი გასართობად მიდის მარტო, მან უნდა კარგად აგრძნობინოს კაცს, რომ მის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს და ეჭვიანობის სცენისგან თავი უნდა შეიკავოს. 

მოუვლელი ქალი

ქალი იმდენად არ უნდა დავარდეს, რომ სამსახურიდან მოსულ ქმარს თმა აჩეჩილი, დაუბანელი და ხალათში გახვეული დახვდეს. პირიქით, ქალი უნდა ეცადოს, რომ იყოს მოვლილი, ლამაზი. აქ საუბარია ელემენტარულ მოვლაზე, რომელიც 2 საათიან მაკიაჟის კეთებას და საღამოს კაბაში გამოწყობას არ გულისხმობს.

მამაკაცური, უხეში ქალი

ქალები უნდა იყვნენ ალერსიანები და თბილები. კაცებს ზუსტად ქალურობა იზიდავთ. და თუ ხასიათის ეს  ნაწილი არ გააჩნია ქალს, მაშინ კაცი სხვა ქალს ეძებს. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა