საშოს წინა თაღის ეროგენული ზონა

ექიმი Dr. Chua Chee Ann-ის მტკიცებით საშოს წინა თაღთან მდებარეობს საშოს ძლიერი ფიზიოლოგიური აგზნების და გაძლიერებული ლუბრიკაციის მასტიმულირებელი ადგილი. მანვე უარყო, რომ ეს წერტილი G წერტილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ანუ საშოს კედლის უკან. მეორე G წერტილი ჰიპოთეზის მიხედვით მდებარეობს საშო წინა თაღში, სადაც საშო მთავრდება, მის მაქსიმალურ სიღრმეში, ოღონდ წინა კედელზე. უკანა კედელზეც თაღია და მას საშო სიღრმეს წერტილს უწოდებენ.

ეს ექიმი მეორე G წერტილის ქალის პროსტატას უწოდებს. მაგრამ მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მოსაზრება მცდარია და სწორედ საშოს თაღია პროსტატის რუდიმენტი.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


საშო თაღი საშოს უღრმესი წერტილია, მას აქვს წინა და უკანა ნაწილები. ის სცდება საშვილოსნოს დასაწყისს და უქმნის თაღს საშვილოსნოს ყელის საშოსეულ ნაწილს. უკანა თაღი საშვილოსნოს ყელის უკან მდებარეობს და დუგლასის ფოსოს ესაზღვრება, წინა თაღი კი საშვილოსნოს ყელის წინ მდებარეობს და ვეზიკოუტერინარულ ფოსოს ესაზღვრება.

მისიონერული პოზის დროს პენისით ხდება წინა თაღის სტიმულაცია, რაც ქალების ნაწილს დიდ სიამოვნებას გვრის, ნაწილს კი ბანალურ ტკვილის ანიჭებს.

მოსაზრებების თანახმად, წინა თაღის ეროგენული ზონის სტიმულაცია ქალის ადვილ აგზნებას იწვევს, ასევე ქალის ეაკულაციას. მაგრამ ეს საკითხები საკამათოა. ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ G წერტილის ორგაზმი ნაკლებად ინტენსიურია წინა თაღის ეროგენული ზონით გამოწვეულ ორგაზმთან შედარებით. ნაწილი კი დიდ განსხვავებას ვერ ამჩნევს.

როგორც ხედავთ, ამ წერტილის მგრძნობელობაც ინდივიდუალურია თითოეული ქალისთვის.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა