ოვულაცია

✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ოვულაციის ტესტები ,,ამაზონზე”
ორსულობის ტესტები
უსაფრთხო სექსის ნივთები
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

ოვულაცია

 ეს დროა, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზადაა, ის საკვერცხის ფოლიკულიდან გადადის მუცლის ღრუში. ოვულაცია მენსტრუაციული ციკლის ფაზაა, ის დგება მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან დაახლოებით 14,6 დღეში, თუ რა თქმა უნდა ციკლი 28 დღიანია. შვილოსნობის ასაკში ოვულაცია ციკლურად ხდება. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა სპერმით კვეცხუჯრედის განაყოფიერება, მენსტრუაცია დაიწყება.
ოვულაციის პერიოდულობას არეგულირებს ნეიროჰუმორული მექანიზმი. კერძოდ, გონადოტროპინ-რილიზიინგ-ჰორმონის სინთეზის მექანიზმი. ეს ჰორმონი, თავის მხრივ, მოქმედებს ჰიპოფიზის წინა წილზე, სადაც გამომუშავდება გონადოტროპული ჰორმონი (მალიუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი). სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან პირველი 2 წლის პერიოდი, აბორტის შემდეგ 3 თვე, მშობიარობის შემდეგ 1 წელი და 40 წელს ზევით, როცა ქალის ორგანიზმი იწყებს მენოპაუზისთვის მზადებას, ოვულაციის მუდმივი ციკლი იცვლება. ნორმაში ოვულაცია ორსულობის და მენოპაუზის დროს წყდება. ოვულაციის ვადების დადგენა მნიშვნელოვანია განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დროის მოსაძებნად, აგრეთვე, ხელოვნური ინსემინაციისა და ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის. ამ დროების დადგენა ასევე ორსულობის თავიდან ასაცილებლადაც მნიშვნელოვანია.
ქალების უმრავლესობას ოვულაციებს შორის დიდი სხვაობა აქვთ, ეს მენსტრუაციის ადრე მოსვლით ან კიდევ დაგვიანებითაა გამოწვეული.  არის შემთხვევები, როდესაც ქალებს ოვულაცია მენტსრუაციული სისხლდენის დამთავრების შემდეგ აღენიშნებათ. საერთოდ კი ოვულაციის საშუალო დრო მენსტრუაციული ციკლის მე-14-15 დღეს დგება.
იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა განაყოფიერება, საშვილოსნოს სცილდება ფუნქციური შრე და სისხლთან ერთად გამოიყოფა გარეთ. და თუ განაყოფიერება მოხდა, ანუ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი შეერწყა ერთმანეთს, მაშინ ემბრიონი ფალოპის მილიდან(განაყოფიერების ადგილი) გადადის საშვილოსნოს ღრუში.

ოვულაციის ნიშნები

ოვულაციის სუბიექტური ნიშანის შესაძლოა იყოს ხანმოკლე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ობიექტური ნიშანია საშოდან ლორწოვანი სეკრეტის გამოყოფის გაძლიერება, სისხლის პლაზმაში პროგესტერონის დონის მატება და რექტალური ტემპერატურის ცვლილება ოვულაციის დღეს.
ოვულაციის დროს ჩასახვის ალბათობა 33%-ია. ოვულაციის წინა დღეს – 27%-ია, 3 დღით ადრე – 16%, 4 დღით ადრე – 14 %, ოვულაციამდე 5 დღით ადრე – 10%.
ოვულაციამდე 24 საათით ადრე იმატებს ესტროგენის დონე. ეს იწვევს მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამოთავისუფლებას, რაც თავის მხრივ იწვევს ხდება ოვულაციის ინიცირება. ფოლიკულის კედელში ჩნდება გამოდრეკილობა, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება – ხდება ოვულაცია. გამსკდარი ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც აპროდუცირებს პროგესტერონს და მცირე რაოდენობით ესტროგენებს. მათი გამოყოფა ყველაზე მაღალია ოვულაციისა და  ყვითელი სხეულის მაქსიმალური აქტივობის დროს. პროგესტერონი კი ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვანს ემბრიონის იმპლანტაციისათვის და შემდგომში უზრუნველყოფს ორსულობის შენახვას.
ერთი მენსტრუაციული ციკლის დროს შეიძლება 2 კვერცხუჯრედი მომწიფდეს, რაც ჩასახვის ალბათობას ზრდის. ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სპერმატოზოიდი 2-3 დღე ცოცხლობს(იშვიათად 5-7 დღე). კვერცხუჯრედი კი ცხოვრობს 12-24 საათი. ამიტომაც ყველაზე მოსალოდნელი 6-9 დღეა, აქედან 4-7 დღე ოვულაცაიმდე და 1-2 დღე მას შემდეგ. იმ წყვილებმა, რომელთაც უახლოეს მომავალში არ უნდათ შვილი, უნდა მიმართონ კონტრაცეფციის რომელიმე სახეს.

ოვულაციის დარღვევა

იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში წარმოშობილ ცვლილებებს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, სისტემური დაავადებები, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის სიმსივნეები, სტრესული სიტუაციები. ოვულაციის არ არსებობა (ანოვულაცია) ყოველთვის იწვევს უშვილობას. ოვულაციის აღდგენა გულისხმობს ანოვულაციის მიზეზის დადგენას და მკურნალობას. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!