კლიტორის ჩუჩა

კლიტორის ჩუჩა (ქუდი) ქალის სხეულის ანატომიური წარმონაქმნია, რომელიც სრულიად ან ნაწილობრივ ფარავს კლიტორის თავს. ის წარმოდგენილია კანის ნაკეცით, რომელითაც შემოსაზღვრულია კლიტორის თავი. ჩუჩა იცავს კლიტორის თავს გარე ფიზიკური დაზიანებებისგან. მამაკაცის პენისის ჩუჩა კლიტორის ჩუჩას ანალოგია.

ყველა ქალს ინდივიდუალური ზომის კლიტორის ჩუჩა აქვს. ზოგს დიდი აქვს, რომელიც კარგად ფარავს კლიტორის თავს, ზოგს კი პატარა, რომელიც ნაწილობრივაც ვერ ფარავს კლიტორის თავს.

აგზნებისას ჩუჩა უკან იწევა – რეტრაქცია, კლიტორის თავი იწევა და გამოკვეთილი ხდება. პატარა ჩუჩა კლიტორს ისედაც ვერ ფარავს, ამიტომ ხშირად ასეთ ქალებს ჩუჩის რეტრაქცია არ აღენიშნებათ.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


არის შემთხვევები პენისის ჩუჩის და კლიტორის ჩუჩის ადჰეზიისა, ასეთი შემთხვევები კლიტორის ჩუჩის რეტრაქციას ხელს უშლიან.

კლიტორის თავს და ჩუჩას შორის შეიძლება დაგროვდეს სმეგმა (არასისტემური ჰიგიენის გამო), ისე როგორც მამაკაცებში, პენისზე. რაც იწვევს კლიტორის გაღიზიანებას, ტკივილს, წვის შეგრძნებას.

ქალები, რომლებსაც აქვთ კლიტორის  დიდი ჩუჩა, მასტურბაციის დროს ხშირად მიმართავენ მის სტიმულაციას, რომლითაც ხდება კლიტორის არაპირდაპირი აგზნება. კლიტორი თვითონ ძლიერ მგრძნობიარეა, შესაბამისად მისი პირდაპირი სტიმულაცია ხშირად ზოგჯერ უსიამოვნო გრძნობის მომტანია ქალისთვის. ამიტომ ზოგჯერ კლიტორის რეტრაქციის დროს კლიტორის პირდაპირი სტიმულაცია ქალებისთვის ძნელი ასატანია.

კლიტორის ჩუჩას აქვს დამცველობითი ფუნქცია. კერძოდ, ის მონაწილეობს სექსის დროს, როცა ბოქვენის მიდამოთი, ან პენისით ხდება კლიტორის სტიმულაცია. კლიტორის თავის, ისევე როგორც პენისის თავის, ლუბრიკაცია ხდება, ცხიმოვანი ჯირკვლებით, ცხიმის გამოყოფით, რომელიც ხახუნის ძალას ამცირებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სექსუალური რეაქციის ჩამოყალიბებაში.

წარსულში იყენებდნენ კლიტორის მუტილაციას ანუ კლიტორის თავის და ჩუჩის მოკვეთას, რომელსაც ჰქონდა ვიზუალურად ქალის გენიტალიის „გალამაზების“ და სექსუალური ლიბიდოს დაქვეითების დანიშნულება. მსგავსი პრაქტიკა დღეისთვის პრაქტიკულად აღარ გამოიყენება თითქმის არც ერთ კულტურაში.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა