მამაკაცის ეროგენული ზონები

მამაკაცის ეროგენული ზონების ცოდნა აუცილებელია ქალისთვის. მხოლოდ ასე შეძლებს ის საკუთარი მამაკაცისთვის ძლიერი სიამოვნების მინიჭებას. აქ ჩამოთვლილია მამაკაცის სხეულზე მდებარე ყველა ეროგენული ზონა:

ტუჩები – სექსუალურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო კოცნაა. ხანმოკლე კოცნა მამაკაცს ინტერესს უჩნეს, ვნებიანი კი – აღაგზნებს. კოცნამდე ტუჩებზე შეგიძლიათ შოკოლადი, ნაღები და რაიმე ტკბილეული წაისვათ, რითიც მამაკაცს ძალიან ასიამოვნებთ.

თავის კანი მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ თავზე მოფერება იწვევს სუსტ აგზნებას. მამაკაცებს ყურზე კბენა, კოცნა და ჩურჩული ისევე ძლიერ აღაგზნებთ, როგორც ქალებს, ისევ და ისევ ნერვული დაბოლოებების სიმრავლის გამო.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


კისერზე თითებით შეხება, ნაზი კოცნა, კაცს მომენტალურად აღაგზნებს. განსაკუთრებით მას სიამოვნებას ანიჭებს ადამის ვაშლის მიდამო გაღიზიანება, ეს მიდამო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება.

ზურგი და მხრები – მამაკაცებს მოსწონთ, როცა მათ ხერხემალს მიყვებიან ფრჩხილებით, ასევე ძალიან სიამოვნებთ ზურგზე და მხრებზე კოცნა, მოფერება.

[poll id=”14″]

მკერდი მამაკაცის სხეულის მიმზიდველი ნაწილი, რადგან მამაკაცის კერტები ისევე მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, როგორც ქალის. მათი კოცნა, მსუბუქი კბენა და თითებით შეხება მამაკაცებისთვის ძალიან სასიამოვნოა.

ხელები და ფეხები – მამაკაცების ხელის ზურგი, ხელისგულები, ტერფის ზურგი და ქვედა ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოფერების მიმართ. მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს მათზე ქალის თმის შეხება, კოცნა და მოფერება.

მუცელი გენიტალიებთან სიახლოვის გამო ძალიან მგრძნობიარეა. მასზე მოფერება მოსალოდნელ სიამოვნებასთან, გენიტალიებთან შეხებასთანაა დაკავშირებული.

გენიტალიები ყველაზე დიდი ეროგენული ზონაა. სათესლეების ზედაპირი, პენისის თავი, მისი სხეული და ა.შ. დიდი მგრძნობელობით გამოირჩევა და მამაკაცისთვის ისინი ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანი ადგილებია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგია >> 

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა