პროსტიტუცია საქართველოში

[poll id=”45″]

.

პროსტიტუცია არსებობდა ყოველთვის
პროსტიტუცია არსებობს ნებისმიერ დროსა და ქვეყანაში, მიუხედავად იმისა ლეგალურია თუ არა, პროსტიტუცია არსებობს საქართველოშიც.
ადრე ვისაც მეძავებს უწოდებდნენ, ეხლა სესუალურ მუშაკებს ეძახიან.

ძალადობა სექსუალურ მუშაკებზე
1994 წელს მინეაპოლისში (აშშ-ში , წყარო Health Effects of Prostitution, Janice G. Raymond) ჩატარდა კვლევა, სადაც  მეძავების ნახევარზე (50 %)-ზე  ფიზიკურად ძალადობდნენ კლიენტები,  ძალადობა ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მეძავების ძვლების მოტეხილობით სრულდება.  მეძავების მესამედზე ძალადობენ წელიწადში რამდენჯერმე,  23 % – კი იმდენად მძიმედ იქნა ნაცემი, რომ ძვლების მოტეხილობა ჰქონდათ მიღებული.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
მეძავებს შორის ასევე მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება,  მხოლოდ მეძავების 15 % აღნიშნავდა, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ ჰქონია,  მეძავების 31 % – ს ჰქონდა მენჯის ანთებითი დაავადებები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამედიცინო მდგომარეობაა შიდსის შემდგომ.  მეძავებს შორის ასევე გავრცელებულია არასასურველი ორსულობები, აბორტი,  ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები მაგ;  ქალების 46 % – ს ჰქონდა სუიციდის მცდელობა.

უშვილობა და პროსტიტუცია
ზოგადად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში უნაყოფობის 70 % მდე მოდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე.  სქესობრივი ინფექციების მიღების სცენარი ხშირად ასეთია:  რაიონებში და სოფლებში მცხოვრები  მამაკაცები, ხშირად მიდიან ქალაქებში სამუშაოდ, იქ სარგებლობენ მეძავების მომსახურეობით,   შემდეგ ინფიცირდებიან და აინფიცირებენ მეუღლეს.    ეს ყველაფერი ხდება  იმ პირობებში, სადაც პროსტიტუცია აკრძალულია.

პროსტიტუციის ლეგალიზების მოტივები
არსებობს მოსაზრებები, რომ პროსტიტუციის ლეგალიზებამ შეიძლება შეამციროს მსგავსი შემთხვევები, ვინაიდან არალეგელურ  მდგომარეობაში არსებული მეძავების სიცოცხლე გაცილებით მეტი ფიზიკური საფრთხე ემუქრება, რაც შეეხება მორალურ ასპექტებს, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.

გადასვლა >> სექსოლოგია